49. "ნახვამდის"

617 49 14
                                    

ლუი მიდიოდა და ნელა მიაბიჯებდა იმ ადგილისაკენ, სადაც მისი მთელი ცხოვრების ერთადერთი აზრი იმყოფებოდა. ხელში წითელი ვარდი ეჭირა, იცოდა ჰარის ის ძალიან უყვარდა. თავი დაეხარა და ღრმად ჩაფიქრებულიყო. მან იცოდა, რომ აქ სრულდებოდა ყველაფერი, მალე ის იმ თავისუფლებასაც დაკარგავდა, რომელიც ჰარის გარეშე არაფრად უღირდა, ამიტომ ლუის უკვე აღარ ანაღვლებდა გარეთ იქნებოდა თუ ერთ სივრცეში ჩაკეტილი.

ლუი საფლავთან მივიდა და მიწაზე მუხლებით დადგა, მიწას ხელი შეახო და მას ისე მოეფერა, თითქოს ეს მიწა კი არა ჰარი ყოფილიყო. ენატრებოდა, მასთან ერთად გატარებული ყოველი წამი ენატრებოდა, თუნდაც ცუდი, თუნდაც კარგი. ჰარი ენატრებოდა, მისი ყველაფერი ენატრებოდა. მის გარეშე ცხოვრება წრეზე სირბილს ჰგავდა, ლუი ხომ საბოლოოდ მაინც იქ მიდიოდა საედანაც სირბილი დაიწყო, სიბნელეში, წყვდიადსა და ტკივილში. მხოლოდ ეს სამი სიტყვაც კი კმაროდა ლუის ცხოვრების აღსაწერად.

ლუი საფლავზე დაწვა და ცას ააპყრო მზერა. შუადღის 4 საათი იყო. მზე ცაზე ლამაზად კაშკაშებდა, თუმცა ღრუბლებში ჩასვლას იწყებდა, მაგრამ ეს ლუისთვის სულაც არ იყო მზე, რადგან მისი მზე მის ქვემოთ, გაყინულ მიწაში იწვა.

ლუიმ ვარდი მკერდზე დაიდო, შარვლის ჯიბეში ხელი ჩაიცურა და იქიდან ფოტო ამოიღო, ფოტო წინ დაიყენა და მას დაუწყო ყურება.

ლუიმ ვარდი მკერდზე დაიდო, შარვლის ჯიბეში ხელი ჩაიცურა და იქიდან ფოტო ამოიღო, ფოტო წინ დაიყენა და მას დაუწყო ყურება

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ლუიმ მეორე ხელი ფოტოსთან მიიტანა და მას თითები ნაზად გაუხახუნა, თან თვალის კუთხიდან ცრემლი ჩამოუვიდა.

Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️Where stories live. Discover now