46. "გპირდები"

502 56 25
                                    

ღრუბლიანი დღე იყო. გარშემო სევდა და სიჩუმე სუფევდა. მზე ღრუბლებში ჩამალულიყო, თითქოს გამოჩენის რცხვენოდა მაშინ, როცა ბუნება გლოვობდა. ფოთლებს, ბალახებსა და ყვავილებს ცრემლებად ცვარი სდიოდათ. ნაზი ნიავი იქით-აქეთ დაქროდა და გარშემომყოფთ თითქოს სევდით მოსავდა. ბუნება დუმდა, ყველა დუმდა. ხმის ამოღებისაც კი ეშინოდათ, რადგან ეს სიჩუმე არ დაერღვიათ, სიჩუმე, რომლითაც დამშვიდობებას ცდილობდნენ.

ლუი კუბოსთან მუხლებით იჯდა და ჰარის გაყინული ხელი ხელში ეჭირა. ის ჩუმად იყო, არაფერს ამბობდა, თავი დაეხარა და იხსენებდა, მას იხსენებდა. მის ლამაზ ღიმილს იგონებდა, რომელშიც ლუის ყველაზე მეტად ის ნაჩხვლეტები უყვარდა, რომლებიც მის ლოყებზე მაშინვე იჩენდნენ თავს.

მის თვალებს იგონებდა, რომელთათვისაც სულ ოდნავი ბედნიერებაც კი საკმარისი იყო, რომ თავიანთი ბრწყინვალებით ლუი მოეჯადოებინა.

მისი ტუჩები? ისინი ყოველთვის ისეთი მკვეთრი ფერის იყვნენ, რომ ადამიანი მაშინვე მიხვდებოდა რა ტკბილიც იქნებოდა მათზე კოცნა, თუ როგორ დაადნობდნენ მას თავიანთი სირბილითა და სიფაფუკით, თუ როგორ აღუძრადნენ სურვილს რომ კოცნა არასდროს შეეწყვიტა და მათთან ერთად უსასრულობის გემო გაეგო.

მისი სხეული, მისი კანი, რომელიც ლუის ყოველთვის თავისკენ უხმობდა, რომ მასზე შეხებით არამხოლოდ მის, არამედ ლუის სხეულშიც მსოფლიო ომს ატრიალებდა და ორივეს მთლიანად ამ უცოდველ შეხებაში ითრევდა და ფსკერზე რაც შეიძლებოდა სწრაფად დაჰყავდათ.

მისი კულულა თმები, რომლებზე ფერებაც ლუის ყველაზე მეტად უყვარდა, რომლებიც ლამაზად იბლანდებოდნენ ხოლმე მის თითებში და ლუის თავიანთი სინაზით ატკბობდნენ, მის გულს ლამაზად ეხვეოდნენ.

მისი ლამაზი თითები, რომლებიც ლუის თითებს ყოველთვის ისე ერწყმოდა, როგორც ის ნახევარ გულები ერთმანეთს, რომლებიც ახლა ლუის ხელში ეჭირა ერთმანეთთან შეერთებული. ერთი ნახევარი ჰარის გული იყო, მეორე ნახევარი კი ლუის. ისინი ერთად ყოფნას ითხოვდნენ, სწორედ ერთმანეთის შესაბამისები იყვნენ ისე, რომ სხვას ვერაფრით შეეწყობოდნენ, ერთადერთი გზა მათ გასამთელებლად ერთად ყოფნა იყო, მხოლოდ და მხოლოდ ერთად ყოფნა.

Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️Where stories live. Discover now