47. დაკარგული ძმა

468 55 18
                                    

ზეინმა საავადმყოფოს წინ მანქანა გააჩერა და იქიდან გადავიდა. იგი სასწრაფოდ საავადმყოფოში შევარდა და ენის პალატასთან აირბინა. ზეინს მაშინვე ექთანი შეეჩეხა კარებში.

-ქალბატონი ენი გელოდებათ.

ზეინმა მას თავი დაუქნია და პალატაში შევიდა. მან მაშინვე ენი დაინახა, რომელიც საწოლზე იწვა და ხმამაღლა ტიროდა. საბრალო ქალმა შვილის გარდაცვალების სიმწარე მეორედ განიცადა, უკვე სიგიჟის ზღვარზე იყო. ქალი ჭკუიდან გადავიდა, როცა შვილის სისხლში ამოსვრილი სხეული ნახა, როცა მისი სისხლით დასვრილი სახე დაინახა. ის ამას ვეღარ უძლებდა, მეორედ ვეღარ გადაიტანდა იგივე ტკივილს, რომელსაც ახლა უფრო მძაფრად აღიქვამდა.

ზეინი პალატაში თვალცრემლიანი შევიდა და კარები მიხურა. გულს უკლავდა ენის ამ მდგომარეობაში დანახვა, დატანჯული დედის ყურება, რომელსაც შვილის სიკვდილი მეორედ განაცდევინეს, მაგრამ განსხვავება ის იყო, ახლა ეს ნამდვილად მოხდა და არა ისევ ყალბად.

ზეინი მას მიუახლოვდა და თავი დახარა, ვერაფრის თქმას ბედავდა, მხოლოდ თვალებიდან ცრემლები სდიოდა და დუმდა. არ იცოდა რა ეთქვა. რაც არ უნდა გაეკეთებინა ის ენს მაინც ვერაფრით ანუგეშებდა, მას ტკივილს ვერანაირად ვერ შეუმსუბუქებდა, ამიტომ ახლა მისი სიტყვებით ნუგეში არაფერი იქნებოდა თუ არა დიდი სისულელე.

-ძალიან ვწუხვარ- თქვა მან ბოლოს დაბალი ხმით, თუმცა ენმა მაინც შეძლო ამის გაგონება და ქალი კიდევ უფრო მწარედ ატირდა.

-თუ...- თქვა ზეინმა და ცრემლი მოიწმინდა- თუ რაიმით თქვენი დახმარება შემიძლია, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო.

-მაპატიე, ზეინ- თქვა ენმა ძლიერი ტირილით, იგი ხვდებოდა რომ ზეინისგან ამ სიტყვებს არ იმსახურებდა, რაც მის ისედაც ნამსხვრევებად ქცეულ გულს კიდევ უფრო უმოწყალოდ ტეხდა.

ზეინმა თავი ასწია და მას გაკვირებული და ამავე დროს აღელვებული მზერა მიაპყრო. იგი მაშინვე მისი საწოლის გვერდით დაიხარა და მისი ხელი ხელში აიღო.

Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️Where stories live. Discover now