ჰარი გრძნობაზე მოვიდა და თვალები გაახილა. მის წინ მაშინვე საზარელი წყვდიადი გადაიშალა. ისე ბნელოდა, რომ კაცი თვალთან მიტანილ თითსაც კი ვერ შეამჩნევდა.
ჰარიმ თვალები დაისრისა, იფიქრა იქნებ ამან მიშველოს და სინათლე დამანახოსო, მაგრამ არა, ის ისევ უკუნით სიბნელეში იყო.
ჰარის რამდენიმე წამით არაფერი ახსოვდა, თუმცა მალევე ბოლო წუთებმა თვალწინ გაურბინა. გაახსენდა, როგორ გაიყვანა ერთმა კაცმა ის ეზოში, შემდეგ როგორ დატოვა ის მარტო და როგორ ელოდებოდა ჰარი მის დაბრუნებას. ბოლოს ჰარის ყველაზე საშინელი მომენტი გაახსენდა. გაახსენდა, რომ ვიღაცამ მას სველი ნაჭერი ააფარა და შემდეგ გაითიშა.
ჰარის გულმა ფეთქვის სიჩქარეს მოუმატა და მისი სუნთქვაც საგრძნობლად გახშირდა. იგი ლოგინიდან ჩამოვიდა და ხელების ცეცებით ცდილობდა გზა კარებისკენ გაეგნო. მალე ის კარებს შეეჯახა და აკანკალებული ხელი მაშინვე მის სახელურს დაადო. სახელური ჩამოწია და კარებს გამოქაჩა, მაგრამ ჩაკეტილი აღმოჩნდა.
ჰარიმ ხელი ძლივს დაიმორჩილა, რომ კარებთან მიეტანა და ზედ მიერტყა.
-გამიღეთ!- თქვა მან ისეთი ხმით, თითქოს რაღაც ახრჩობდა და ნორმალურად ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა.
ჰარიმ კიდევ ერთხელ მიარტყა კარებს ხელი. მისმა თვალებმა ცრემლებით დაიწყეს ავსება, არავინ რომ არ პასუხობდა.
-კარი გამიღეთ!- დაიძახა კიდევ და ტირილი დაიწყო. -გთხოვთ, გამომიშვით აქედან. არავინ ხართ?
ჰარიმ მძიმედ ამოისლუკუნა და თვალებზე მწარე ცრემლები წასკდა.
-ვინმემ ხმა გამეცით, გთხოვთ,- ამბობდა იგი და კარებზე ხელების რტყმას აგრძელებდა. -ჩემგან რა გინდათ? მე არავისთვის არაფერი დამიშავებია. აქ რატომ ვარ? გამიშვით, გთხოვთ. აქ ყოფნა არ შემიძლია. ძალიან მეშინია.
ჰარი კარებთან ჩასრიალდა და ძირს დავარდა. მან ხმამაღლა სლუკუნი დაიწყო, მისი ცრემლები ყოველწამს ეწვეთებოდნენ იატაკზე და მასზე პატარა ლაქებს ტოვებდნენ.
YOU ARE READING
Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️
Fanfictionრა ხდება, როცა შენი ცხოვრება იცვლება? როცა ის შენთვის დაუნდობელი ხდება, როცა ყველა შენი ოცნება ფერს კარგავს, იმ ყვავილებით მოფენილ, ნათელ და ლამაზ გზას შორდები, რომელზეც ერთ დროს მშვიდად მიდიოდი და ბნელ სამყაროში ინაცვლებ, სადაც შენთვის არავინ და არ...