45. "არ წახვიდე"

603 57 67
                                    

ლუი მანქანაში ჩაჯდა და დანიელის საფლავისკენ გასწია, სადაც იქ ჰარის ნახავდა და მას ეტყოდა, რომ ახლა მათ სრულიან უპრობლემოდ შეეძლოთ ეცხოვრათ, რომ ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნებოდა, რადგან მათ მთავარი პრობლემა, რობერტი მოიშორეს, ახლა კი ვეღარავინ და ვეღარაფერი შეუშლიდათ ხელს ბედნიერებაში.

ლუიმ მობილურზე ზარის ხმა გაიგონა და მანაც ზარს უპასუხა.

-ალო.

-ალო, ლუი ტომლინსონია?

-ჰო, მე ვარ. თქვენ ვინ ბრძანდებით?

-პოლიციიდან ვართ. მინდა გაცნობოთ, რომ როდესაც რობერტ პეინი მანქანით ციხეში გადაჰყავდათ, მისმა თანამძრახველებმა პოლიციას ავარია მოუწყვეს და რობერტი გაიქცა.

თვალებგაფართოებულმა ლუიმ ფეხი მაშინვე ტორმუზს დააჭირა და მანქანა გააჩერა.

-რა?!- იყვირა მან.

-ავარიის დროს დაშავებულმა თანამშრომელმა ახლახანს დაგვირეკა. ჩვენმა ხალხმა მისი ძებნა დაიწყო, მაგრამ სანამ ვიპოვით კარგი იქნება თუ სახლიდან არ გახვალთ არც თქვენ და არც დანარჩენები.

-ღმერთო- წამოიძახა ფერდაკარგულმა ლუიმ- ღმერთო, ჰარი.

-მისტერ ტომლინსონ, კარგად ხართ?

ლუიმ მაშინვე მობილური გათიშა და მანქანა დაძრა, იგი რაც შეიძლებოდა სიჩქარეს მოუმატა და გზაზე გიჟივით მიქროდა. ლუიმ სასწრაფოდ ნაილის ნომერი აკრიფა და მას დაურეკა.

-ლუი- დაიძახა ნაილმა- სასამართლოზე რა მოხდა?

-ნაილ- წამოიძახა ლუიმ ნერვიულობით-ნაილ, ჰარი შენთანაა?

-მამამისის საფლავზეა, მე გზაზე მანქანით ვდგავარ და ველოდები. რა მოხდა?

-ახლავე მასთან მიდი და მანქანაში ჩასვი. მეც მალე მოვალ.

-რა ხდება?- შეშინდა ნაილი.

-ნაილ, უბრალოდ გააკეთე რაც გითხარი. სწრაფად.

ნაილმა მობილური გათიშა და მანქანიდან გადავიდა, იგი სასაფლოებზე შევიდა და სირბილით დანიელის საფლავისკენ გაემართა, თუმცა როცა ნაილი მივიდა, ჰარი იქ არ იყო. ნაილს მაშინვე ცივმა ოფლმა დაასხა.

Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️Where stories live. Discover now