ლიამი საავადმყოფოში შევარდა და მაშინვე მიმღებთან მიირბინა.
-უკაცრავად,- უთხრა ლიამმა აღელვებით.
-გისმენთ!
-ზეინ მალიკი რომელ პალატაშია?
-ახლავე ვნახავ- თქვა ქალმა და რაღაცის შემოწმება დაიწყო- მესამე სართული, 209_ე პალატა.
-კარგით, გმადლობთ.
ლიამი მაშინვე ზემოთ გაიქცა და მესამე სართულზე სწრაფად აირბინა, შემდეგ კი იქით-აქით თვალების ცეცება და 209_ე პალატის ძებნა დაიწყო, დაინახა თუ არა, მასთან მივიდა და კარებზე დააკაკუნა, თუმცა ხმა რომ არავინ გასცა კარები შეაღო და შიგნით შევიდა.
იქ ზეინი იწვა, თავი შეხვეული ჰქონდა და ჯერ კიდევ ეძინა, მარცხენა ხელის ვენაში კი ნემსი ჰქონდა შეყვანილი, რომლის მეშვეობითაც გადასხმის ბოთლიდან წამალი მის სისხლში შედიოდა.
ლიამმა კარები მიხურა, თვალცრემლიანი ზეინთან მივიდა და მის საწოლზე ჩამოჯდა. ლიამმა მის ხელს დახედა და ის თავის ხელში დაიჭირა, შემდეგ კი მასზე ნაზი კოცნა დატოვა.
-მაპატიე- უთხრა მან ზეინს, მიუხედავად იმისა რომ ზეინს ეძინა- მაპატიე, შენში ეჭვი არ უნდა შემეტანა. ის ყველაფერი არ უნდა მეთქვა შენთვის. ძალიან ვწუხვარ.
ლიამმა თავი დახარა და ჩუმად ტირილი დაიწყო, რადგან ზეინი არ გაეღვიძებია, თუმცა ზეინმა მაინც გაიგონა და თვალები გაახილა, გული მწარედ ასტკივდა, როცა ლიამი დაინახა. აღარ იცოდა მეტად რა უნდა ეგრძნო, როგორ უნდა მოქცეულიყო. იმ ყველაფრის შემდეგ რაც გაიგო, ლიამთან ერთად უდარდელი ცხოვრება როგორ გაეგრძელებინა? ის ხომ იმ კაცის შვილი იყო ვინაც მას მშობლები მოუკლა, ძმა წაართვა, ბავშვობა მოპარა...ამის შემდეგ როგორ გაეგრძელებინა ეს ურთიერთობა? მისი დანახვა ხომ ყოველთვის ოჯახის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს გაახსენებდა, ზეინს მრავალჯერ მოუწევდა ამის თავიდან განცდა, მის თვალებში შეხედვისას ყოველთვის ოჯახის მკვდარ სხეულებს დაინახავდა, თავის პატარა ძმას დაინახვდა, რომელიც მაშინ სულ პატარა იყო და მხოლოდ ღმერთმა იცოდა თუ რა ბედი ეწია იმ დღის შემდეგ. ზეინი ვერც თვითონ გაიხარებდა და ვერც ლიამს გააბედნიერებდა. არ უნდოდა თავისთან ერთად მისი ცხოვრებაც დაენგრია.
YOU ARE READING
Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️
Fanfictionრა ხდება, როცა შენი ცხოვრება იცვლება? როცა ის შენთვის დაუნდობელი ხდება, როცა ყველა შენი ოცნება ფერს კარგავს, იმ ყვავილებით მოფენილ, ნათელ და ლამაზ გზას შორდები, რომელზეც ერთ დროს მშვიდად მიდიოდი და ბნელ სამყაროში ინაცვლებ, სადაც შენთვის არავინ და არ...