30. დაბრუნება

594 63 10
                                    

-მიყვარხარ- თქვა ლუიმ ხმადაბლა და თვალები ნელა დახუჭა.

ჰარი ადგილზე გაქვავდა და სახიდან მაშინვე ყველანაირი ემოცია წაეშალა. ეს სიტყვა მისგან ხომ იმ დღესაც გაიგონა, როცა ლუის ეგონა რომ მას ეძინა. ახლა კი ლუი ამას პირდაპირ ეუბნებოდა, თანაც სიკვდილის წინ?

ჰარის თვალებიდან გადმოვარდნილი ცრემლები მაშინვე ლუის თვალებს დაეწვეთა, თუმცა ლუის უკვე ეს აღარ უგრძვნია, რადგან გონს აღარ იყო, ვეღარაფერს გრძნობდა, ვეღარც ცუდს და ვეღარც კარგს.

ჰარი მის ფერწასულ სახეს უყურებდა და ყოველწამს გულში საზარლად იჭრებოდა. ნეტავ ის ტყვია ჰარის მოხვედროდა, ოღონდ ლუი ახლა ამ მდგომარეობაში არ ყოფილიყო, ოღონდ ჰარის წინ ის ნახევრად მკვდარი არ წოლილიყო. იმის გააზრებაზე, რომ შეიძლებოდა ლუი მომკვდარიყო, ორი კი არა, ჰარის გულში ათასი ტყვია ივლიდა. ლუი ხომ იმ ტყვიებს ჰარის გამო გადაუდგა, მან ჰარის სიცოცხლე დაიცვა საკუთარის ფასად, ამის შემდეგ ჰარის ოდესმე თუნდაც ერთი წამითაც კი როგორ უნდა გაეფიქრებინა რომ ის ლუისთვის არაფერს ნიშნავდა? რომ ლუის ის არ უყვარდა? თვალების დახუჭვამდეც ხომ ლუიმ ყველაფერი რაც მას უთხრა ის იყო, რომ მას ჰარი უყვარდა, ეს კი ჰარის ანადგურებდა, ანადგურებდა რომ თვითონაც იგივე არ უთხრა, სანამ ლუი გონებას დაკარგავდა. აწამებდა ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა ლუი ვერ გადარჩენილიყო, ან იქნებ უკვე მკვდარიც იყო? მაშინ ჰარიც ვერ იცოცხლებდა, ამ ტკივილით ცხოვრებას ვერ გააგრძელებდა. ეს მხოლოდ ლუის კი არა, ჰარის დასასრულიც იქნებოდა.

-ლუი!- დაიძახა ჰარიმ ტირილით და ლუის ლოყაზე ხელი მიუტყაპუნა- ლუი!- დაიძახა მან ისევ და თვალებიდან ისევ ცხარე ცრემლები გადმოსცვინდა.

ერთ-ერთი პოლიციელი ლუისთან დაიხარა, მისი მაჯა ხელში აიღო და პულსი შეუმოწმა, რის შემდეგაც დანარჩენებს გახედა უკან.

Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️Where stories live. Discover now