ზაფხულის თბილი დღე იყო. ქუჩები ხალხით იყო გადავსილი, გზები კი მანქანებით. ზოგს სამსახურში მიეჩქარებოდა, ზოგი ნაცნობთან ან მეგობართან შესახვერად მიდიოდა, ზოგიც უბრალოდ სეირნობდა და გულის დარდს იქარვებდა.
ამ დროს 15 წლის ჰარი სტაილსი სახლში, ლოგინში იწვა და მშვიდად ეძინა. მას აქამდე ლამაზი და ფერადი ცხოვრება ჰქონდა, არაფერი აკლდა, არც ფული, არც მშობლების მზრუნელობა, არც სიყვარული მათგან, თუმცა მას მეგობრები არ ჰყავდა, გარდა ლიამ პეინისა, რომელიც მისი სკოლელი იყო. მას რატომღაც ყველა თავს არიდებდა, იქნებ იმიტომ, რომ ჰარის ზედმეტად გოგურად მიიჩნევდნენ და თავიანთ საზოგადოებაში ვერ იღებდნენ, ან იქნებ იმიტომ, რომ მისი შურდათ რადგან მდიდარი იყო და არ უნდოდათ, რომ თავები მასზე უსუსურებად და საცოდავებად ეგრძნოთ, როცა მასთან ერთად იქნებოდნენ?
რაც უნდა იყოს ჰარი მაინც ბედნიერი იყო, მას ცხოვრება უყვარდა, რადგან ის ძალიან ლამაზად მიაჩნდა. მას ძალიან უყვარდა ყვავილები და მისგან გაკეთეული გვირგვინები. უყვარდა ის თუ როგორ მომხიბვლელად და ლამაზად გრძნობდა თავს, როცა მათ ატარებდა. შეიძლება ეს ვიღაცას უცნაურად მოჩვენებოდა, რადგან ის ბიჭი იყო, თუმცა ეს ჰარის ნამდვილად არ აწუხებდა. მისთვის ამასთან დაკავშირებით ცუდად ხმაც კი არავის გაუცია.
მიუხედავად ყველაფრისა ჰარი ბედიერი იყო, მას უყვარდა ის ნათელი და ლამაზი ცხოვრება, რომელშიც იგი იმყოფებოდა. ის იმასაც კი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ შეიძლებოდა გათენებულიყო დღე, რომელიც მის ცხოვრებას ძირ-ფესვიანად შეცვლიდა და ნათელ ფერებს შავ-თეთრად უქცევდა. დღე, რომელიც მას, მის მიერვე შექმნილ ლამაზი სამყაროდან გამოყვანდა და მწარე რეალობას შეაჯახებდა.
ჰარის იმ დღეს მშვიდად ეძინა და ვინ იცის, ალბათ ლამაზ სიზმრებსაც ნახულობდა მანამ, სანამ გარედან საშინელი ხმები არ შემოსმა.
YOU ARE READING
Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️
Fanfictionრა ხდება, როცა შენი ცხოვრება იცვლება? როცა ის შენთვის დაუნდობელი ხდება, როცა ყველა შენი ოცნება ფერს კარგავს, იმ ყვავილებით მოფენილ, ნათელ და ლამაზ გზას შორდები, რომელზეც ერთ დროს მშვიდად მიდიოდი და ბნელ სამყაროში ინაცვლებ, სადაც შენთვის არავინ და არ...