12 დღის შემდეგ
ლუიმ ჰარის სახლის წინ მანქანა გააჩერა, შემდეგ კი იქიდან გადავიდა და კარებთან მივიდა. ლუიმ კარებზე დააკაკუნა და მალევე ჰარიმ მას კარები გაუღო. ჰარიმ ის დაინახა თუ არა მაშინვე თვალები გაუბრწყინდა.
-ლუი!- დაიძახა მან სიხარულით და ლუის კისერზე ჩამოეკიდა.
ლუის გაეცინა და მას წელზე ხელები მოხვია.
-შენს წასაყვანად მოვედი- უთხრა ლუიმ.
-ხვალ დავბრუნდებით, ჰო?- ჰკითხა ჰარიმ და მას შეხედა.
-აჰამ- უთხრა ლუიმ და მას გაუღიმა.
ჰარიმ ბედნიერებისგან ფართოდ გაიღიმა და ლუის ლოყაზე აკოცა.
-წავალ გამოვიცვლი- თქვა ჰარიმ.
-სწრაფად, არ მინდა იქ ღამე მივიდეთ.
ჰარიმ მას თავი დაუქნია და ზემოთ გაიქცა. მან თავის ოთახში შეირბინა და სწრაფად გამოიცვალა ტანსაცმელი, შემდეგ კი ისევ ქვემოთ ჩავიდა და ლუისთან დაბრუნდა. მას დედამისიც იქ დახვდა.
-მზად ხარ?- ჰკითხა ლუიმ მას.
-ჰო- უთხრა ჰარიმ ბედნიერად და მასთან მივიდა.
-იმედია ხვალ არ დაიგვიანებთ- უთხრა მათ ენმა.
-არა- უპასუხა ლუიმ- თანაც რობერტის სასამართლოს უნდა დავესწრო, ამიტომ შუადღისთვის ჩამოვალთ.
-კარგი- უთხრა ენმა მას და ისინი კარებამდე მიაცილა- ჭკვიანად, კარგი?- უთხრა მან ჰარის და ცრემლიანი თვალებით გაუღიმა.
ჰარი მას ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა.
-არ ინერვიულო- უთხრა მან- ორივე კარგად ვიქნებით.
ენმა მას გაუღიმა და სახეზე მოეფერა.
-ჩემს შვილს მიხედე, კარგი?- უთხრა მან ლუის და ცრემლი მოიწმინდა.
YOU ARE READING
Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️
Fanfictionრა ხდება, როცა შენი ცხოვრება იცვლება? როცა ის შენთვის დაუნდობელი ხდება, როცა ყველა შენი ოცნება ფერს კარგავს, იმ ყვავილებით მოფენილ, ნათელ და ლამაზ გზას შორდები, რომელზეც ერთ დროს მშვიდად მიდიოდი და ბნელ სამყაროში ინაცვლებ, სადაც შენთვის არავინ და არ...