11. მწვანე და ლურჯი თვალები

606 59 7
                                    

1 კვირა გავიდა იმის შემდეგ, რაც ჰარი ცუდად იყო, თუმცა ამ დღეების განმავლობაში გამოკეთდა, სიცხემაც გადაუარა და იარებიც ნელ-ნელა უქრებოდა სხეულზეც და სახეზეც, რის გამოც მოხარული იყო. ბოლო ბოლო თავს მახინჯად მაინც აღარ გრძნობდა იარებისგან დაუშნოებული სახისა და სხეულის გამო, თანაც ამ დღეებში ცუდი აღარაფერი დამართნია, გარდა იმისა რომ იმ დღის შემდეგ რაც ლუიმ გარეთ გაიყვანა, ისევ და ისევ ერთ ოთახში იყო გამოკეტილი და ფანჯრიდან ყურების გარდა ვერაფერს აკეთებდა.

წვიმიანი დღე იყო. წვიმის წვეთები მწვანე მინდორს ასველებდნენ და ბალახიც თითქოს უფრო ხასხასა ფერს იღებდა. ირგვლივ მიწა ტალახდებოდა და აქა-იქ პატარა გუბეები დგებოდა.

წვიმა დრო და დრო უფრო ძლიერდებოდა და ცაშიც გაისმოდა პატარა საზარელი ხმები. ჰარი მას ფანჯრიდან გასცქეროდა და ფიქრობდა, ფიქრობდა თავის წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე. წარსულში ის ბედნიერი იყო, საერთოდ არაფერი აკლდა, აწმყოში თავისუფლება აღარ გააჩნდა და აღარც ბედნიერება, უკვე სასტიკი ფიზიკური ტკივილიც ჰქონდა განცდილი, განა რა უნდა დამართნოდა უფრო საშინელი? მომავალი კიდევ რას უმზადებდა, სამუდამო ტყვეობას თუ თავისუფლებას? თუმცა მომავალში რაც არ უნდა მომხდარიყო, ჰარი დარწმუნებული იყო რომ ამ ჯოჯოხეთურ დღეებს ვერასდროს დაივიწყებდა, ის უდიდეს კვალს დაუტოვებდა მას გულში, რომლის მოშორებასაც ვერასდროს შეძლებდა.

რაც უნდა იყოს, თავისუფლებაზე ფიქრი ჯერ ადრე იყო. შეიძლება ვერც ვერასდროს დაეღწია მას იქიდან თავი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ჰარი იმედს მაინც იტოვებდა, რადგან სწორედ ეს იმედი იყო, რაც მას სიცოცხლის ხალისსა და ძალას აძლევდა.

ბნელდებოდა და წვიმა ჯერ კიდევ არ წყდებოდა, პირიქით უფრო ძლიერი და საზარელი ხდებოდა. ზოგჯერ ელვაც კრთოდა და წამიერად არემარეს ანათებდა. ჰარი ყველაფერს გასცემდა, ოღონდ ძლიერი ჭექა-ქუხილი არ დაწყილიყო. მას ხომ მისი ძალიან ეშინოდა.

Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️Where stories live. Discover now