-საეთ გაგიწევიათ?- ჰკითხა მათ დავიდმა ირონიული ღიმილით და მაშინვე იარაღი გადატენა, რომელსაც ლუის უმიზნებდა.
ლუიმ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, ლამის დაიხრჩო. იმ მომენტში ჰარის დაკარგვის ყველაზე მეტად, პირვლად შეეშინდა.
ჰარიმ მაშინვე ლუის ხელზე ხელი მოუჭირა და მკლავზე მიეხუტა, შიშის ზარს სცემდა ამდენი შეიარაღებული ხალხის დანახვა, რომლებიც ოციოდე მაინც იქნებოდნენ. 10 მათგანი მცველებს იჭერდა, 10 კი ლუისა და ჰარის წინ იდგა და ყველა მათგანი იარაღს მათი მიმართულებით იშვერდნენ.
-რა იყო?- ჰკითხა დავიდმა ლუის დაცინვით- ჩვენი დანახვა არ მოგეწონა? განა სტუმრებს ასე ხვდებიან?
ლუიმ ზიზღის სახე მიიღო, თვალები ნელა გადაატრიალა და ზიზღით ამოისუნთქა.
-ნაბიჭვარო- იყო ყველაფერი, რაც მან თქვა.
დავიდმა ჩაიცინა. -ბიჭი წამოიყვანეთ- უთხრა მან დანარჩენებს.
რამდენიმე კაცი ჰარისკენ წავიდა, რამაც ჰარი შეაკრთო. მისი თვალებიდან ცრემლები წამოვიდნენ, მისი ხელმა კი ლუის ხელს უფრო მოუჭირა, თითქოს ლუის ამით დაცვას სთხოვდა.
ლუიმ ჰარის მკლავში ხელი ჩაავლო და თავის ზურგს უკან დააყენა, შემდეგ კი წამებში იარაღი ამოიღო და მათ დაუმიზნა, ისინიც მაშინვე გაჩერდნენ.
დავიდმა ამაზე გულიანად გადაიხარხარა.
-ერთი შეიარაღებული კაცი ამდენ შეიარაღებულ კაცს მოერევა, ლუი?- ჰკითხა მან სიცილით, რამაც ლუი გაამწარა.
-მას ერთი სანტიმეტრითაც კი არ მიუახლოვდეთ, თორემ გეფიცებით მეც მოვკვდები და თქვენც თითოეულს თან წაგიყოლებთ!
ჰარიმ ამის გაგონებაზე ლუის ცრემლიანი თვალებით ახედა უკნიდან, განა მან რამდენიმე საათის წინ არ უთხრა ჰარის რომ "მისთვის არაფერს ნიშნავდა"? ახლა კი მზად იყო მის გამო მომკვდარიყო. ჰარის იმედი ახრჩობდა, რომ ლუი ახლა მაინც ამბობდა სიმართლეს, რომ ახლაც იმიტომ არ ტყუოდა, რომ ჰარი საფრთხეში იყო...მაგრამ თუ ლუის მისი ცუდად ან საფრთხეში ყოფნა ადარდებდა, განა ეს იმას არ ნიშნავდა რომ ჰარი მისთვის უბრალო "ვინმე" არ იყო? რომ მასზე ზრუნავდა?
YOU ARE READING
Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️
Fanfictionრა ხდება, როცა შენი ცხოვრება იცვლება? როცა ის შენთვის დაუნდობელი ხდება, როცა ყველა შენი ოცნება ფერს კარგავს, იმ ყვავილებით მოფენილ, ნათელ და ლამაზ გზას შორდები, რომელზეც ერთ დროს მშვიდად მიდიოდი და ბნელ სამყაროში ინაცვლებ, სადაც შენთვის არავინ და არ...