ლუი თავი ოთახში, ლოგინზე იწვა და დაძინებას ცდილობდა, თუმცა თავის ტკივილი ზედმეტად აწუხებდა და დაძინებაში ხელს უშლიდა. ლუი ძილის შესაძლებლობას საბოლოოდ გამოეთიშა, როცა კარებზე კაკუნი გაიგონა.
ლუიმ ამოიხვნეშა და ფეხზე წამოდგა, შემდეგ კი კარებთან მივიდა და გააღო. იქ ზეინი დახვდა.
-შემოდი, მეგობარო!- უთხრა ლუიმ და გვერდზე გაიწია, რადგან ზეინისათვის გასასვლელი ადგილი მიეცა.
ზეინმა მას უკმაყოფილოდ შეხედა და შიგნით შევიდა, თუმცა გზა აღარ გაუგრძელებია და პირდაპირ ლუის მიუბრუნდა. ლუიმ მის მზერაში მაშინვე ამოიკითხა, რომ ზეინი მასთან ჰარიზე კამათს აპირებდა, რის გამოც ლუიმ თვალები გადაატრიალა.
-არ მითხრა, რომ აქ ლექციების წასაკითხად მოხვედი.
-ლუი, შეწყვიტე. შენი საქციელი ყოველგვარ ზღვარს ცდება. აქამდე გპატიობდი, რადგან უდანაშაულოს არავის არაფერს უშავებდი, მაგრამ ახლა უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებას ანგრევ.
ლუიმ ჩაიცინა. -უდანაშაულო არავინაა.
ზეინმა ლუის პიჯაკში ხელი მოჰკიდა და ბრაზით შეხედა.
-შენი ბიძაშვილი მაინც არ გეცოდება? ჰა?! ლიამი რამდენიმე დღის წინ ჩემთან იყო და მთელი ღამე ტიროდა. მას მეგობარი ენატრება, გესმის?
ლუიმ ზეინის ხელი უხეშად მოიშორა.
-მერე რა?!- აუმაღლა მან ტონს. -გადაუვლის. სხვა გზა რომ არ დარჩება შეეგუება.
-ლუი!- იყვირა ზეინმა.
-რა?! ჩემთან ჩხუბს აღარ შეწყვეტ?! შენზე კარგად ვინ იცის რა გადავიტანე?!
-სულ შენი წარსული ნუ მოგაქვს, რომ შენს დანაშაულზე ისევ თვალი დავხუჭო, იმიტომ რომ ამას აღარ გავაკეთებ. საქმე ლიამს ეხება, გესმის?!
-თუ გინდა თვალს ნუ დახუჭავ! შენთვის ეს არასდროს მითხოვია.
-ლუი, რადგან მძიმე რამის გადატანა მოგიხდა ეს არ გამართლებს იმაში რომ უდანაშაულო ხალხი დატანჯო!
YOU ARE READING
Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️
Fanfictionრა ხდება, როცა შენი ცხოვრება იცვლება? როცა ის შენთვის დაუნდობელი ხდება, როცა ყველა შენი ოცნება ფერს კარგავს, იმ ყვავილებით მოფენილ, ნათელ და ლამაზ გზას შორდები, რომელზეც ერთ დროს მშვიდად მიდიოდი და ბნელ სამყაროში ინაცვლებ, სადაც შენთვის არავინ და არ...