მაშინ, როცა შენი საყვარელი ადამიანი საფრთხეში ვარდება, შენთვის მის გარდა ყველაფერი სულ ერთი ხდება. მზად ხარ შენი სიცოცხლე ან სულაც თავისუფლება დათმო ოღონდ ის იხსნა. მაშინაც კი როცა შენ უბედური ხარ, შენ მისი ბედნიერება, მისი გახარებული ღიმილი მაინც ბედნიერებას გგვრის, რადგან შენ ის საკუთარ თავზე მნიშვნელოვნად მიგაჩნია. შენ მას შენ სიცოცხლედ თვლი, ამიტომ მის გარეშე ცხოვრებაც კი ვერ წარმოგიდგენია. ყველაფერს დათმობ და გაწირავ მისი ბედნიერებისთვის. თუ საჭირო იქნება შენ მოკვდები, ოღონდ მან იცოცხლოს, ოღონდ ის იყოს ბედნიერი.
* * *
რობერტი შენობასთან მივიდა და მანქანა გააჩერა, შემდეგ კი მანქანიდან გადავიდა და შენობაში შევიდა. ლუიმ თავისი მანქანა უკან დახია და თვალს მოეფარა, შემდეგ მობილური ამოიღო და მაშინვე პოლიციაში დარეკა, მათ უთხრა რომ ჰარი სტაილსი ცოცხალი იყო და ისიც უთხრა სადაც უნდა ეძებათ ის. მართალია, ლუიმ ამით საკუთარი თავისუფლება საფრთხეში ჩააგდო, რადგან თუ რობერტს დაიჭერდნენ, უთუოდ ლუისაც მოუწევდა ციხეში ჩაჯდომა, ის ხომ წლების განმავლობაში რობერტის მოკავშირე იყო, მაგრამ ლუის ყველაზე ნაკლებად ახლა ეს ადარდებდა. პოლიცია აუცილებელი იყო იმისთვის, რომ თავისი გეგმა განეხორციელებინა, სხვაგვარად არ შეიძლებოდა. ვერც ჰარისას და ვერც ზეინის სიცოცხლეს უარეს საფრთხეში ვერ ჩააგდებდა, თან როგორც იქნა რობერტს დაიჭერდნენ და მისგან ყველა განთავისუფლდებოდა, ლუი კი ფიქრობდა რომ ეს ამად ღირდა.
ლუიმ იარაღი მანქანაში დატოვა და გარეთ ისე გადავიდა, შენობის კარებთან მივიდა და ცოტახნით ყური დაუგდო.
რობერტი ჰარისთან და ზეინთან მივიდა და ჰარი, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ ზეინის კალთაზე იჯდა და მას ეხუტებოდა, ფეხზე წამოხტა და რობერტისკენ მიბრუნდა, შოკირებული დარჩა მისი დანახვით, მან ხომ არ იცოდა რომ მთელი ამ საქმის თავი რობერტი იყო.
YOU ARE READING
Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️
Fanficრა ხდება, როცა შენი ცხოვრება იცვლება? როცა ის შენთვის დაუნდობელი ხდება, როცა ყველა შენი ოცნება ფერს კარგავს, იმ ყვავილებით მოფენილ, ნათელ და ლამაზ გზას შორდები, რომელზეც ერთ დროს მშვიდად მიდიოდი და ბნელ სამყაროში ინაცვლებ, სადაც შენთვის არავინ და არ...