23. ტკივილი ბედნიერებაში

783 73 26
                                    

ღამე იყო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ღამე იყო. გარეთ თბილოდა, თუმცა გრილი სიოც ქროდა, რაც ატმოსფეროში არსებულ ტემპერატურას სასიამოვოს ხდიდა. არც ცხელოდა და არც ციოდა. გარეთ გასულ ადამიანს სახლში შესვლა აღარც კი მოუნდებოდა.

ამ დროს ზეინი და ლიამი მინდორზე გაშლილ პლედზე ერთმანეთის გვერდით იწვნენ, ორივეს ხელები მუცელზე შემოეწყოთ, მათ ზემოთ, ვარსკვლავებით ლამაზად მოჭედილ ცას აცქეროდნენ და არემარეში დასადგურებული სიმშვიდით მაქსიმალურად ტკბებოდნენ.

-ნეტავ სამუდამოდ აქ დარჩენა შემეძლოს- თქვა ლიამმა, თუმცა არც მას და არც ზეინს ცაზე ვარსკვლავებისთვის თვალები წუთითაც კი არ მოუშორებიათ.

-ჩემთან ერთად, არა?- გაახელა ის ზეინმა და ოდნავ ჩაიცინა.

ლიამს ჩაეღიმა, ზეინის ერთი ხელი თავის ხელში აიღო და თავიანთი თითები ერთმანეთში გადახლართა. ლიამმა ზეინს შეხედა და ზეინიც მას მიაჩერდა.

-ერთადერთი ხარ...- დაიწყო ლიამმა- ვისთან ერთადაც ცხოვრების სამუდამოდ გატარება მინდა.

როგორ უნდოდა ზეინს ამ სიტყვებს მისთვის დიდი ბედნიერება მიენიჭებინა, მაგრამ ამის მაგივრად ზეინი დასევდიანდა. ნეტავ ლიამი ისევ ამ აზრზე იქნებოდა, როცა ჰარიზე სიმართლეს გაიგებდა?

ზეინმა სევდიანად გაიღიმა და ლიამს თვალი მოაშორა. ლიამმა შეატყო, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო ამიტომ სახე მოღუშა.

-ზეინ, ხომ კარგად ხარ?

ზეინს თვალებში ცრემლები ჩაუდგა. იგი წამოჯდა და ისრუტუნა, რამაც ლიამი შეაშფოთა და ისიც წამოჯდა, ზეინს გაკვირვებული, შეწუხებული სახით უყურებდა.

Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️Where stories live. Discover now