12. ჩხუბი მამასთან

589 57 5
                                    

-შვილო,- უთხრა მან ლუის. -მე არ მითქვამს რომ ჰარის სახლში გავუშვებთ.

ლუიმ კოპები შეკრა და მას გაკვირვებით მიაჩერდა.

-მას მოვკლავთ,- თქვა რობერტმა და ლუის თითქოს მეხი დაეცა თავზე. - შენ მას მოკლავ.

ლუი მაშინვე შეძრწუნდა, შიშმა მთელ ტანში ერთიანად დაუარა. განა იმის შემდეგ რაც ბოლოს ჰარის მიმართ იგრძნო, უბრალოდ ადგებოდა და მას მოკლავდა? თუმცა ლუიმ ისიც კი არ იცოდა რა იგრძნო, არ იცოდა რა აწუხებდა, როცა ჰარიზე ფიქრობდა, ვერ ხვდებოდა რატომ უტრიალებდა გონებაში სულ მისი სახე და მისი თვალები? რა ემართებოდა?

-მისი მოკვლა რა სააჭიროა?- იკითხა ლუიმ, თან პასუხის მოლოდინში გული უკანკალებდა.

რა თქმა უნდა ლუის შეეძლო უარი ეთქვა მის მოკვლაზე, მაგრამ დანიელი ამას სხვას მაინც გააკეთებინებდა და ჰარის მაინც მოიშორებდა, ლუი კი ლაჩრის როლში გამოვიდოდა, რომელიც ერთი ადამიანის მოკვლამ შეაშინა. რომელმაც ვერ შეძლო იარაღი აეღო და უბრალოდ გაესროლა.

ლუის უამრავჯერ შეუკვეთავს ვინმეს მოკვლა, თუმცა ეს საკუთარი ხელით არასდროს ჰქონდა გაკეთებული, თან მითუმეტეს საქმე ახლა ჰარის ეხებოდა, ბიჭს რომელმაც თითქოს ლუის აგრძნობინა, რომ ჯერ კიდევ ადამიანი იყო, რომელმაც გულში გრძნობები გაუღვიძა, თუმცა ლუი მათ სახელს ვერ უძებნიდა.

-დანიელის სიკვდილის შემდეგ ის აღარაფერში დამჭირდება.- თქვა რობერტმა ამაყად.

-მაგრამ ის ჯერ კიდევ ბავშვია. ასე ვერ მოვექცევით.

რობერტმა ცალი წარბი ასწია. -მერე რა რომ ბავშვია?! ლუი, შენ ის გეცოდება?

რა თქმა უნდა, ლუის მის მიმართ დიდი სიბრალულის გრძნობა ჰქოდა და ეცოდებოდა, იქამდე ამ გრძნობას წინააღმდგობას უწევდა და იშორებდა, მაგრამ ამას მეტად ვეღარ აკეთებდა. თან გარდა ამისა ლუის ხომ უკვე მის მიმართ სხვა გრძნობაც აწუხებდა, რომელსაც ვერაფრით ხვდებოდა რა იყო.

Insecure - N. H / / Larry / / Ziam ✔️Where stories live. Discover now