თავი 2
იუნგიმ ძველი ტკივილის დასავიწყებლად მშობლიური სახლი გაყიდა რომელიც საკმაოდ დიდი იყო და ორი საშუალო ზომის სახლი იყიდა.... ერთი თავისთვის და ერთი ჯონკუკისთვის.. მაგრამ ძმები დროს ძირითადად ერთად ატარებდნენ...
- ჰიონ მუშაობა უნდა დავიწყო - თქვა ჯონკუკმა ერთ დღესაც... სწორედ აქედან ვიწყებ ამბის მოყოლას
- კი მაგრამ მე საკმარისი ფული მაქვს...- უთხრა იუნგიმ
- ფული ზედმეტი არასდროსაა ჰიონ.. უსაქმობას მუშაობა ჯობია.- იუნგის კარგი ხელფასი ჰქონდა..- თან სულ შენ კისერზე ხომარ ვიქნები
- რა ლაპარაკია ახლა ეგ! რეებს ბოდავ!! შენს გარდა არავინ მყავს და აბა ვისზე უნდა ვიზრუნო? - მოიყუდა ლუდი იუნგიმ
- კი... ვიცი ჰიონ... მაგრამ დამიჯერე... თუ მეც ვიმუშავებ კარგი იქნება... - სიგარეტს გაუკიდა- თან უკვე ნახევარ წელზე მეტი გავიდა რაც წამოვედი საგიჟეთიდან
- ბევრს ნუ მოწევ - თითი დაუქნია იუნგიმ - მითუმეტეს შენთვის არ შეიძლება
- ჰიონ რა საყვარელი ხარ როცა ჩემზე ზრუნავ - გადაეყუდა დივანს..
- მე სხვა სადარდებელი მაინც აღარ მაქვს - გაიცინა მწარედ... ჯონკუკს ხმა აღარ ამოუღია.. მარტო ეწეოდა .. ცოტა ხნის შემდეგ იუნგიმ ფიქრებიდან გამოიფხიზლა
- გუშინ რომ კოცნიდი ის გოგო ვინ იყო? - კითხა იუნგიმ
- რა ვიცი 😂 კარგი ტუჩები ჰქონდა და ვაკოცე - უთხრა უფრისს და გაეცინა
- ოჰო... ნახევარი წელია ქალაქში დადიხარ და შენი გარეგნობით დაიწყე უკვე ქალების შებმა
- შებმა არაფერ შუაშია..ეს გასართობია.. ვერ წარმომიდგენია ერთ გოგოსთან ერთად როგორ უნდა დაბერდე 😂😂
- მალე წარმოიდგენ... ჩემსავით - თქვა იუნგიმ და შუშის ორი ცარიელი ბოთლი გადაყარა
- არამგონია - ჩაიცინა დამპლურად
- ჩემი ძმა რო არიყო მაგრად მიგბეგვავდი -გაეცინა იუნგის და თავზე ხელი კრა... მართალია.. ჯონკუკი ისეთი ტიპი არ იყო რომ ერთ გოგოს გადაყოლოდა... ჯერ არასდროს ჰქონია ასეთი შემთხვევა... მარტო კოცნით შემოიფარგლებოდა... მისი მაღალი და დაკუნთული ტანი ყველა გოგოსთვის სასურველი იყო მაგრამ არა მისაწვდომი .. მეორე დღესვე დაიწყო სამსახურის ძებნა
- აბა როგორი შემართებით ხარ - მხარზე წაკრა იუნგიმ
- ძალიან კარგ ხასიათზე ვარ 💛 - თქვა და ძმას გადაეხვია
- იქნებ გამოგყვე?
- მაგას უკვე მე10ეჯერ მეკითხები ჰიონ 😆 თვითონ წავალ იყოს
- წარმატებები ❣ - უთხრა და ჯონკუკი გამოისტუმრა.. იუნგი ძალიან ნერვიულობდა... თითქოს პირველკლასელს პირველად უშვებდა სკოლაში მარტო.... ჯონკუკი რამდენიმე ადგილას მივიდა და თავის ანკეტა წარადგინა... არსად არ აიყვანეს... მიზეზი ის იყო რომ 9 წელი ფსიქიატრიულში ჰქონდა გატარებული..ბოლოსს ძალიან დაიღალა...თან შიოდა... თავალები წითელი ჰქონდა.... ბანკში რომ მივიდა იქვე უფროსმა ანკეტა გამოართვა და ჩახედა...
- 9 წელი ფსიქიატრიულში იწექით?- კითხა და ამოხედა ცერად
- დიახ... მაგრამ ეს რა შუაშია
- თავშია ბატონო ჯონკუკ... თუ 9 წელი იწექით ესეიგი პრობლემა გქონდათ...
- მე გიჟი არ ვყოფილვარ - მაგიდაზე ხელი დაჰკრა - დედის სიკვდილი ვერ გადავიტანე - ყვირილზე გადავიდა
- აი თქვენ უკვე ყვირით ბატონო ჯონკუკ!! თავს ვერ აკონტროლებთ
- გაინტერესებთ ამის მიზეზიი? მთელი დღეა წინ და უკან დავდივარ... დამაქვს ეს წყეული ანკეტა და მინდა მუშაობა დავიწყო.... მაგრამ ყველგან უარი მითხრეს... მე ხომ მაქვს საკმარისი განათლება... რა შუაშია აქ წარსული- წყობიდან გამოვიდა
- ასე რომ კლიენტს უყვიროთ პასუხს გაგებინებენ, იცით? იცით რამდენი მოთმინებაა საჭირო აქ?
-მიმიფურთხებია თქვენი მოთმინებისთვის და ყველაფრისთვის.... არ აძლევთ საშვალებას ადამიანს რომ გამოსწორდეს - ხელიდან ანკეტ გამოიჯა და კაბინეტიდან გავარდა...კეპი დაიხურა
- ნაბიჭვრები - მიაკურთხა და სახლისკენ გაქანდა....
ჯონკუკს ძველი ტრამვა ყოველთვის ახსენებდა თავს.... გრძნობებს ვერ აკონტროლებდა და მალე იწყებდა ყვირილს... მაგრამ უმიზეზოდ არა.. სახლში მივიდა და ჭიქაში ვისკი დაასხა... სიგარეტს გაუკიდა და იატაკზე ჩაცურდა დასაჯდომად..... თან ეწეოდა, თან სვავდა და თან ტიროდა.... ვისკის დიდ ყლუპებს სვავდა და იჯღანებოდა... ბოლოს სიგარეტი ვისკიში ჩააქრო და წამოდგა ახალი სიგარეტის ასაღებად..... იუნგის მიწერა მისულიყო მასთან და იუნგიც ეგრევე გამოვიდა სახლიდან... კარები გარედან გახსნა და სახლში შევიდა... მისაღებისკენ რომ გაუხვია წინ მილეწილი ჭურჭელი დაინახა დაყრილი...
- რა ხდება - სწრაფად გადააბიჯა ნამტვრევწბს და კუთხეში მჯდარ ჯონკუკთან მივიდა....ისევ ეწეოდა...წინ ვისკიში მოტივტივე ორი სიგარეტის მარჩენი დაინახა...ჯონკუკთან ჩაიკეცა
- რა მოხდა - თვალები სულ ჩასიახლიანებული ჰქონდა და თან დასიებული... ტირილისგან
- ყველაიმას მიმეორებს რომ გიჟი ვარ.... არავინ მიმიღო სამსახურში იმ წარსული9 წლის გამო...- თან ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა....იუნგიმ სიგარეტი გამოგლიჯა და ვისკიში ჩააქრო
- მისმინე... მაგ მართლა შიზოფრენიკებს ყურადღება არ მიაქციო... გეუბნები .. მე დაგეხმარები.... მანამდე მაინც სანამ სამუშაოს იშოვი
- ვერ გაიგე იუნგიი?- ასე მარტო მაშინ ეძახდა როცა გაცოფებული იყო - მე გიჟი ვარ და არ მიღებენ.... არ ჭირდებათ გიჟები ნორმალურების გვერდით - თავი კედელზე მიარტყა და ხმაგატეხილს კიდევ ერთი ცრემლი წამოუვიდა
••••••••
აბა რას იტყვით 😊😃😊😊😌😆😌😍😍 იმედია ნორმალურია💜💜
YOU ARE READING
✔ Mad Killer / შეშლილი მკვლელი
Фанфикმძაფრ სიუჟეტიანი ფანფიკი ძმებზე- იუნგიზე და ჯონკუკზე