თავი 8
იუნგი ნახევარ საათში დაბრუნდა სახლში.. მისაღებში ქუქი სიგარეტის კვამლში გახვეული დახვდა...
- დასწყევლოს ღმერთმა! შეგიძლია ერთი წუთი ისე გაძლო რომ არ მოწიო? - გამოგლიჯა სიგარეტი და ჩააქრო
- რა გინდა იუნგი...
- რა და ახლა უნდა მომისმინო - თქვა და სკამი ქუქის წინ დადგა.. ზურგი წინ მოიქცია და დაჯდა - იქიდან დავიწყოთ რომ ადრე თუ გვიან მოგიწევს ტეჰიონი მიიღო ძმად.... და მინდა გითხრა რომ მან თავის წილზე მამის ქონებიდან უარი თქვა!!! - ქუქმა ახედა გაფართოებული თვალებით - მან თქვა რომ ქონება არ ადარდებს... და არ აპირებს შეცილებას რადგან მას ისედაც რჩება დედის ქონება და ამით კმაყოფილდება... სულ ერთი საათით მოგეთმინა მისთვის... ან რა გეტაკა ამისთანა რომ ვერ მოითმინე.... - ქუქმა ხელი სიგარეტის ყუთისკენ წაიღო... იუნგიმ დაასწრო აღება და ყუთი შორს მოიქნია- გეყოფა დღეს აღარ მოწევ... ახლა კი ჭამე - თქვა და ქუქის თეფშს დახედა... ქუქმა გადაღებული დაამთავრა და ადგა... იუნგისთან მივიდა
- ჰიონ... ვწუხვარ მაგრამ მას ვერ მივიღებ
- მიიღებ - თქვა ცივი ხმით იუნგიმ და ზედ არც კი შეხედა ძმას
- მან გითხრა რომ გეია ? - კითხა ჯონკუკმა იუნგის... თან ჩაიღიმა... იუნგი გეებს ვერ იტანს ამიტომ ასე გადაწყვიტა უმცროსი ძმა იუნგისთვის შეეზიზღებინა
- საიდან მოიტანე - თქვა და წამოჯდა
- ვკითხე და მიპასუხა
- მაგრამ მე მის შეყვარებულს ვიცნობ- თქვა გაკვირვებულმა
- ის უბრალოდ მისი მეგობარია... იმიტომ გითხარი რომ იცოდე - თქვა და კარებისკენ წავიდა
- აჰ... ვერაფერს შეცვლი... ის მაინც ჩემი ძმაა როგორიც არ უნდა იყოს - თქვა და თმაში ხელი შეიცურა.. შემდეგ კი მაგიდას დააყრდნო.. - შენ კი ქუქ ძალიან ცუდად მოექეცი... ხვალ დილით ტეჰიონი მოვა და ბოდიშს მოუხდი- თქვა ჩუმად... თითქმის ჩურჩულით
- რაა?? - შეიცხადა ქუქმა - არ ვაპირებ არც ბოდიშის მოხდას და არც მის ძმად მიღებას
- მოგიწევს...- ახედა ძმამ
- არ ვაპირებ მეთქი იუნგი - ხმას აუწია ქუქმა
- რამ შეგაძულა ასე ძაან ტეჰიონი? ჯერ ნორმალურად არც კი იცნობ... დავიჯერო ბევრი სანდო და ახლო ადამიანი გყავს გარშემო? შენ გგონია ტეჰიონი ცუდი ადამიანი რომ იყოს შენთან ახლოს მოვუშვებდი?? მითხარი?? გჯერა ამის - ყვირილზე გადავიდა- ეგოისტობ ჯონკუკ და ეჭვიანობ.... ნუ ხარ სადისტი- ქუქი მიხვდა რომ იუნგი მართალი იყო თუმცა მაინც ძალიან ეზიზღებოდა ტეჰიონი
- არ ვაპირებ იუნგი - თქვა წყნარად
- ხოდა დაიმახსოვრე... სანამ ტეჰიონს ბოდიშს არ მოუხდი და ნორმალურად არ დაელაპარაკები ხმას არ გაგცემ.... იცოდე სანამ ტეჰიონს არ მიიღებ დაივიწყე რო ძმა გყავს... ამას შენთვის ვაკეთებ და ამას მალე მიხვდები - ყვიროდა ბოლო ხმაზე
- ჰიონ
- გაეთრიე ამ სახლიდან.... დროზე - ხელი გასასვლელისკენ გაიშვირა - მოშორდი
- იუ...
- გაეთრიე მეთქი - ქუქიც გამოშტერებული გავიდა სახლიდან....
- ამის დედაც - ქუქის გასვლის შემდეგ მოიქნია თეფში იუნგიმ და ნამტვრევებად იატაკზე დაიშალა.... უნდოდა რომ ტეჰიონთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა ქუქს... უნდოდა ძმად მიეღო მაგრამ ის ისეთი ჯიუტი იყო... თუმცა გულში იმედი მაინც ჰქონდა რომ იგი უმცროსს ბოდიშს მოუხდიდა და იძულებულს არ გახდიდა იუნგის რომ ქუქის გარეშე ეცხოვრა... რომ დაწყნარდა მიალაგა სახლი და ეგრევე დაწვა ადგან დაძაბული საღამოს მერე არაფრის თავი აღარ ჰქონდა... არადა სულ სხვანაირად წარმოედგინა ბავშვობაში მომავალი.... უნდოდა ქუქთან ერთად ბედნიერად ეცხოვრა... მას მხოლოდ ძმის ბედნიერება უნდოდა... ქუქი კი ამ დროს სეულის სველ ქუჩებში მიდიოდა და იმაზე ფიქრობდა თუ რა რიგ სძულდა ბოდიშის მოხდა... ტეჰიონი კი იუნგის სიტყვების შემდეგ უფრო შესძულდა.... ჰო იუნგი მართალი იყო... მაგრამ იგი ზედმეტად ზრუნავდა იმ "ნაბიჭვარზე" ... წვიმამ მოუხშირა... ქუქი იქვე მდგარ სკამზე დაჯდა და სახე ცას მიუშვირა... მის სახეზე ნაზმა წვეთებმა იწყეს დაფენა.... მან თავის ცრემლებს თავისუფლება მისცა და მალე წვიმის წვეთებს შეერია...
- დედა მენატრები - ამოილუღლუღა და თითები ნერვიულად გადაღრიცა.. ვიღაც ტეჰიონის გამო არც იუნგი ყავდა გვერდით... წინ გადაიხარა და თითები თმებში შეიცურა...
- რა როლს ვასრულებ ამ ცხოვრებაში? - კითხა თავის თავს მაგრამ პასუხი ვერ მოძებნა...
- რატომ? - წამოდგა მთელი დღის დაღლილი და სახლისკენ გაემართა... სახლში გალუმპული სველი მივიდა და კარი ჩუმად შეაღო... ჭყაპუნით შევიდა.. მისაღებ ოთახში სარა დახვდა დივანზე მოკუნტული... ეძინა... ტელევიზორთან ჩასძინებია... ქუქი მივიდა და გაღვიძება დაუწყო
- სარაა- ხელი გადაუსვა ხელზე - სარაა- სარამ ნელნელა თვალები გაახილა
- ჯონკუკ მოხვედი? შენ გელოდებოდი -წამოხტა უცბად
- ჩშშ..ნელა.. წადი დაიძინე - უთხრა და სააბაზანოსკენ წავიდა..აბაზანის მიღების მერე თვითონაც დაწვა და დაიძინა.... დილას იუნგი ადრე ადგა... 12 ისკენ ტეჰიონს ელოდებოდა მასთან... თან დიდი იმედი ჰქონდა რომ ქუქი მასთან მოვიდოდა... შხაპი მიიღო და სიგარეტს მოუკიდა... მერე ნერვიულად დაიწყო აქეთ-იქით ბოდიალი... და 11 საათზა და 59 წუთზე კარზე კაკუნი გაისმა... იუნგი მივიდა და გააღო... ტეჰიონი იყო
- ტეჰიონ როგორ ხარ - გადაეხვია ძმას და შეიპატიჟა- შემოდი - კარი რომ ჩაკეტა დივანზე დაჯდა და ტეჰიონსაც ანიშნა დამჯდარიყო... უმცროსმა ნერვიულად დაიწყი ყველაფრის თვალიერება... ბოლოს კი გაუბედავად კითხა
- ქუქი აქაა? - იუნგის უფრო ეტკინა გული... ქუქი ჯერ არ მოსულა... ნახევარი საათი გავიდა და არ გამოჩნდა...
- არა.. არ მოსულა... და ალბათ არც მოვა - თქვა იუნგიმ... ტეჰიონმა არ იცოდა რომ ქუქი ბოდიშის მოსახდელად უნდა მოსულიყო... იუნგი კი ელოდებოდა
- ჰიონ... მე ... ვწუხ...- იუნგიმ გააჩერა
- არა ტეჰიონ.. შენ არაფერ შუაში ხარ..
- მგონი ჯობდა არც გამოვჩენილიყავი- თავი ჩაქინდრა ტეჰიონმა დამნაშავესავით
- ნუ იძახი ამას... ქუქი ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდეს რომ შენ მისი ძმა ხარ.... - მგონი თავის სიტყვების თვითონაც არ სჯეროდა
- ძალიან გამიხარდება თუ ეს მოხდება... მაგრამ მე ქუქი მაინც მეყვარება ნამდვილი ძმასავით - თქვა და ისევ ოთახის თვალიერება დაიწყო
- რა გულუბრყვილო ხარ - თქვა იუნგიმ თავისთვის, სინანულით - ის კი სადისტია
- რა თქვი? - კითხა ტეჰიონმა
- არაფერი ტეჰი - თქვა და გაუღიმა... ტეჰიონსაც გაეღიმა.. უმცროსმა სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო.... მას მეორე მიაყოლა რომელიც იუნგიმ არ დაამთავრებინა
- ეი გეყო ამდენი სიგარეტი... ქუქს გავხარ თავიდან ბოლომდე - გაიცინა და ჩააქრო .. თვითონ არც მოუწევია... იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა... თან ტეჰიონს ელაპარაკებოდა მაგრამ ფიქრებით ქუქთან იყო
-" სად ხარ ამდენ ხანს ქუქ" - გაიფიქრა და უფრო დაღონდა... ცოტახანში კარზე კაკუნი ისევ გაისმა
- გავაღებ - თქვა იუნგიმ და კარები იმედიანად გამოხსნა... კართან თავჩახრილი ქუქი იდგა...
- ვიცოდი რომ მოხვიდოდი - უთხრა ღიმილით იუნგიმ და ძმას გადაეხვია .. ოთახში შეიყვანა
- გამარჯობა ჯონკუკ - მიესალმა ღიმილით ტეჰიონი
- გამარჯობა ძუკნავ - უპასუხა ქუქმა... ტეჰიონს ღიმილი შეახმა სახეზე... ისევ "ძუკნა" - მისმინე... ვწუხვარ გუშინ რომ გითხარი წონების გამო დაბრუნდი თქო... მითხრა იუნგიმ სიმართლე.... - ნერწყვი გადაყლაპა - მაგრამ დამარჩენს არ ვნანობ - იუნგიმ გამოხედა - რაა...იუნგი მე ბოდიში მოვიხადე - წავიდა და დივანზე დაეხეთქა ტეჰიონის წინ
- ისე ძუკნას ტეჰიონი ქვია
- ძუკნა ჯობია - თქვა და ფანჯარაში გაიხედა... ტეჰიონი ისევ მას აკვიდებოდა და ვერ იმსგავსებდა... ნეტა რითი ამსგავსებდა ამ ორს იუნგი ... ქუქმა სიგარეტი ამოიღო...და ბოლი პირიდამ გამოუშვა
- ღმერთო ამდენი ნიკოტინით მოკვდებით თქვენ ორი - გაგიჟდა იუნგი
- მწ ჯოჯოხეთში მოვხვდები... ეს ძუკნა კი სამოთხეში... იქნებ შეხედონ - შემოხედონ და პირდაპირ ანგელოზად დასვან?- ტეჰიონს გაეღიმა
••••••••
არ ვიცი მოგწონთ თუ არა მაგრამ მადლობა რომ კითხულობთ 💛💛💛💛💛
YOU ARE READING
✔ Mad Killer / შეშლილი მკვლელი
Fanfictionმძაფრ სიუჟეტიანი ფანფიკი ძმებზე- იუნგიზე და ჯონკუკზე