- რას ნიშნავს არ არის?- იკითხა თეჰიონმა
- აბა სად წავიდა - მიაყოლა სარამ
- სასწრაფოდ უნდა მოვძებნოთ - მოსაცმელი აიღო და ისარივით გარეთ გავარდა იუნგი. ძმა და სარაც მიყვნენ. ტყეში გაიფანტნენ. და სამივენი "ჯონკუკს" გაყვიროდნენ .
- ღმერთო სად ჯანდაბაშია - სქელი ბათინკებით ხმაურიანად დარბოდა ხეებს შორის... თან ქოშინებდა. სიცივე ძვლებში ატანდა. თეჰიონი ტირილამდე მივიდა. ხეებს ბულდოვნადღა ხედავდა ცრემლების გამო. გზააბნეული დარბოდა . სარა შიგადაშიგ ისვენებდა. სასტიკად სწყუროდა და თან ფეხები სტკიოდა მაგრამ მაინც არ ნებდებოდა.
- ჯონკუკ - დაინახა თუ არა ბიჭი ფოთლებით დაფარულ დაღმართზე დაეშვა და ხესთან ჩაკეცილ ბიჭთან მიიჭრა
- ჯონკუკ.. ჯონკუკ - ხელები სახეზე შემოაწყო და თან სიცივისგან თეთრ ორთქლს უშვებდა - სად წახვედი... ჯონკუკ - მთლიანად კანკალებდა- ღმერთო ასე გაიყინები - ხელების კანკალით ცრემლებს წმენდდა ბიჭს. მერე ქურთუკი გაიძრო
- წადი.. ჩემგან შორს წადი - გოგოს ხელები მოიშორა და მუხლებს შემოეხვია
- ჯონკუკ მე...
- წადი მეთქი- ახედა ჩაწითლებული თვალებით
- არ წავალ!
- წახვალ. არ მოგცემ უფლებას ჩემთან ერთად იყო. ჩემ გამო შეიძლება დაგიჭირონ იცი?- იღრიალა ბოლო ხმაზე
- არ ვაპირებ წასვლას - ქურთული ძლივს შემოახვია
- წადი მეთქიიი - ისევ იყვირა. გოგო შეცბა..
- არა
- წადიი... გთხოვ წადი. წადი.- ყვირილი ტირილში გადაუვიდა - წადი გთხოოოოვ - სახეზე ხელები აიფარა - შენც რომ გეტკინოს ვეღარ გადავიტან. წადი გთხოოვ - ყვირილზე ძმები მოცვივდნენ. თეჰიონი კოჭლობდა და იუნგის მოყავდა
- რა მოუვიდა - იკითხა სარამ ხმადაბლა
- აცურდა და ფეხი გადაუტრიალდა - ქვაზე ჩამოსვა და ჯონკუკთან მივიდა
- გთხოვთ. აქ დამტოვეთ და წადით. გთხოვთ
- მაგას მაშინაც ვერ მოესწრები რომ მოვკვდები.- ჩაიცინა იუნგიმ - ახლა ეს დაღეჭე - ორი ტაბლეტი ამოყარა ხელზე და პირში ჩაუყარა. ჯონკუკმა იუნგის ხელზე მაგრად მოუჭირა და ისე დაღეჭა ეს ორი აბი
- მწარეაა - ცრემლებმაც არ დააყოვნა
- გაუძელი. - ჩაეხუტა და შემდეგ გვერდით მიუჯდა
- სად მირბოდი რომ მირბოდი - დაუწყო დატუქსვა თეჰიონმა
- მეტი აღარ შემიძლია
- ჩვენ შენთან ვართ - თქვა უმცროსმა
- ჩემი ცოდვებიც ჩემთანაა, ყველას საფრთხეში გაგდებთ. მინდა რო წახვიდეთ .. მეტი აღარ შემიძლია - თავს იქნევდა ნელა და თან ბუტბუტებდა
- მოკეტე - მოუჭრა იუნგიმ. ახლა თეჰიონი ჩაიმუხლა ბიჭთან და ძლივს ჩაეხუტა
- აღარ მინდა აქ. სიკვდილი მინდა - უთხრა ძალიან ხმადაბლა ისე რომ იუნგის და სარას არ გაეგოთ. ბიჭი ადგილზე გაიყინა
- ეგ აღარ გაიმეორო თორემ იუნგის ძალიან აწყენინებ - თავი დაუქნია - ადექი წავიდეთ
- სად - დამფრთხალი თვალებით ახედა დიდ ძმას
- სახლში. სხვაგან სად. შენ გგონია პოლიციას მიგაბარებ? მითხარი მართლა ასე გგონია?- წყობიდან გამოვიდა იუნგი
- კარგი ნუ ეჩხუბები - თეჰიონმა უფროსი გვერდით გაწია და ჯონკუკს ადგომაში დაეხმარა . ერთი ნაბიჯი რომ გადადგეს თეჰიონი გაჩერდა.
- მგონი ჩემზე დაყრდნობა ცუდი აზრია- ფეხზე დაიხედა. იუნგიმ ჯონკუკს მოკიდა ხელი და ბიჭიც მას დაეყრდნო. თეჰიონი კი კოჭლობით მოდიოდა. უფროსი ხმას არ იღებდა. მარტო წინ იყურებოდა გაბრაზებული სახით .
სახლში რომ შევიდნენ იუნგიმ ჯონკუკი დააწვინა ლოგინში და წამალი დაალევინა . სარა თეჰიონს უხვევდა ნატკენ ფეხს
- ორი-სამი დღე გეტკინება. ძალა აარ დაატანო ამ ფეხს.
- კარგი- ოთხკუთხედი სიცილი მიანათა გოგოს . უფროსი დაღლილი გამოვიდა ოთახიდან და სავარძელში ჩაესვენა. სარა მისი სახის დანახვისას უფრო ცუდად გახდა
- ღმერთო ჩემო...- ამოიბუტბუტა
- რომელ ღმერთს ეძახი.. რომელიც არ არსებობ?- ახედა იმედგაცრუებით იუნგიმ
- არსებობს.. - უპასუხა სარამ
- დარწმუნებული ხარ? რომ არსებობდეს ამდენ რაღაცას ჯონკუკი არ გამოივლიდა. ასე არ დაიტანჯებოდა. ღმერთი განა იმისთვის არ არსებობს რომ ადამიანი დაიცვას?
- თეჰიონი გაშტერებული უყურებდა ძმას
- არ მინდა ცუდად რომ გაიგო მაგრამ ყველა ყოველთვის ბედნიერი ვერ იქნება- თქვა სარამ ხმადაბლა - რაღაც განსაცდელებს ყველა ხვდება. მაგრამ ეს ღმერთის ბრალი არ არის
- თუ ეს განსაცდებელი ღმერთი ბრალი არ არის მაშინ არც ადამიანის ბედნიერება არის ღმერთის "ბრალი" ამიტომ ნუ ახსენებთ რომ ღმერთი არსებობს. ან რომც არსებობდეს ეტყობა რომ უგულო ვინმეა. არავის იბრალებს.
- ასე ნუ ლაპარაკობ მას ეხლა უყალიბდება აზროვნება - თავით თეჰიონისკენ ანიშნა სარამ. თეჰიონს აინტერესებდა მათი ლაპარაკი და პროტესტის გამისათქმელად პირი დააღო მაგრამ იუნგიმ დაასწრო
- ასე რომ თეჰიონ. შენც რომ ჯონკუკის ბედი არ იზიარო , ამოიგდე თავიდან რომ ღმერთი არსებობს და არასდროს მიენდო მას . არ გქონდეს იმის იმედი რომ დაგეხმარება. ყველაფერი შენით უნდა გაიტანო. - თეჰიონმა დასჯილი ბავშვივით თავი დაიქნია - ჯონკუკი შენხელა რომ იყო გამოკეტილი ყავდათ იმ ნაბიჭვრებს საგიჟეთში და უფრო აგიჟებდნენ. მისთვის ვერ ვასწრებდი რამე დარიგების მიცემას. ამიტომ მინდა შენ მაინც დაგეხმარო რამით - ბიჭი ჩუმად იყო . ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. იუნგი დაბლა გაშტერებული იყურებოდა. სარა ჩაფიქრებული იყო . თეჰიონი კი ობობის ყურებით ერთობოდა როგორ აბავდა ქსელს კუთხეში.
- საზღვარგარეთ უნდა წავიყვანო - თქვა იუნგიმ
- ეგ როგორ - გამოხედა უმცროსმა
- ყალბ პასპორტს დავამზადებინებ და წავალთ. მანამდე მაინც სანამ ამ საქმეს სწორად გამოიძიებენ. სკოლას რომ დაამთავრებ შენც ჩამოხვალ - სიჩუმის შემდეგ ტაემ დაიწყო
- არ მინდა არასწორედ გამიგო ჰიონ, მაგრამ ამდენ მალვას იქნებ ჯობდეს ჩაბარდეს და.. მშვიდად მოიხადოს სასჯელი- ყოვეკ წამს იუნგის ღრიალს ელოდა რომ ასე არ მოიქცეოდა თუმცა ბიჭმა წყნარად გამოხედა უმცროსს
- მისმინე. მეცმინდა რომ მალვაში არ იყოს. მაგრამ რომ ჩაბარდეს ციხეში ვერ გაუძლებს. ოთხ კედელში დამწყვდეული წლობით ვერ გაძლებს. საბოლოოდ შეერყევა ჯანმრთელობა. უჩემოდ ვერ გაძლებს. რაც ფსიქიატრიულიდან გამოვიყვანე იმის შემდეგ ზედმეტად მოჯაჭვული გახდა ჩემზე. ჯერ ის ტვირთი ვერ მოუშორებია და თავს გიჟად თვლის. 9 წელი ხუმრობა არ არის. მაგრამ.. ის საავადმყოფოდან არ უნდა წამომეყვანა. ჩემი ბრალია! მე დავუდექი თავდებად რომ ვაკომტროლებდი მის ქცევებს. - თითქმის ჩურჩულებდა - მაგრამ ის უკვე 20 წლისაა. პატარა აღარაა. მეგონა შეძლებდა ემოციების დამოუკიდებლად მართვას. ექიმების რჩევით დოზას ნელნელა შევუმცირე .მაგრამ.... - ამოიხვნეშა. ოთახიდან ნამძინარევი ჯონკუკი გამოვიდა. იუნგიმ ისევ არ გასცა ხმა. თეჰიონმა ხელი დაუქნია
- ფეხი როგორ გაქვს - კითხა უმცროსს
- კარგად. მადლობა - თავი დაუქნია. ქუქი კარებში იდგა და ელოდებოდა იუნგის მოკითხვას . თუმცა ნაწყენმა მას არაფერი უთხრა.
••••••••
სორით დავაგვიანე 🙃🙃🙃 ნელნელა დასასრულისკენ მივდივართ🖤🖤🖤🖤 ველი აბა შეფასებებს😂😂😍😍
YOU ARE READING
✔ Mad Killer / შეშლილი მკვლელი
Fanfictionმძაფრ სიუჟეტიანი ფანფიკი ძმებზე- იუნგიზე და ჯონკუკზე