"მანდ კარგია დედიკო? "
- ამმმ.. ჰო- თავი მოიფხანა ქუქმა და გაეცინა
- ჩოლკა... შენ მოაჭერი?- ბიჭმა თავი დაიქნია . გოგო გამოშტერდა- თავს საფრთხეში იგდებ ჯონკუკ. ასე შეიძლება გამოგიჭირონ
- ჩოლკა წააჭრა?- სიცილით გამოვიდა თეჰიონი ოთახიდან
- ჰოო...ის საწყალი დალეწილია
- რო დაგცინოდა? არაა საერთოდ საწყალი. ჭკუას ისწავლის
- კარგი რააა - ცივი ყავა გამოიღო მაცივრიდან
- რა იყოო... - გაეცინა და ოთახში დაიკარგა. სარა მეგობართან წავიდა. თეჰიონი მიტოციკლეტის გასარეცხად. ჯონკუკი კი საქმეს აკეთებდა და თავი წესრიგში მოყავდა. ორი დღის ნამუშავები იუნგი გათიშული მოვიდა სახლში და მისაღებში რომ არავინ დახვდა სააბაზანოსკენ გააჭრა რომ ჭუჭყი ჩამოებანა. კარი შეაღო და პირსაბანთან მივიდა. თვალები ძლივს გაახილა . ნიჟარას დახედა და მთლიანად გამოშრა. თეთრი კანი სულ უფრო გაუთეთრდა. კანკალი დაეწყო და ნიჟარაში ჩაგდებულ სისხლიან საპარსს თვალს ვერ აშორებდა.ირგვლის ნიჟარაში სულ სისხლის წვეთები იყო. კარებს მიეყუდა კანკალით და უკან გადავარდა. თავი ძლივს შეიმაგრა და ჯონკუკის ოთახისკენ გავარდა. მიაწვა და შიგნით შევარდა
- ჯონკუკ! - ქუქი შეხტა. გაშტერებული უყურებდა აქოშინებულ ძმას
- ჰიონ - მივიდა მასთან - რა მოხდა
- აბაზანაში.... სისხლი...- გაფითრებული იყო
- წვერს ვიპარსავდი და ხელი გამეჭრა ჰიონ... მეტი არაფერი- თითი ანახა- ღრმა ჭრილობაა..მარტო ვერ ვიხვევ.. შემიხვიე რა - იუნგი ისევ კანკალებდა. უმცროსი ძმას მოეხვია და იატაკზე დაჯდა - დაწყნარდი ჰიონ.. - იუნგიმ თითები ჭრილობისკენ გააპარა და ნელნელა ნაჭრით შეხვევა დაუწყო. მერე კი შესამოწმებლად ვენები შეუთვალიერა.
- არაფერია ჰიონ... არაფერი არ მიქნია - ბიჭს ხმა ჩაუვარდა.. - წადი შხაპი მიიღე და მერე ვჭამოთ - თმა გაუწორა და ააყენა.. წინ წავიდა და ნიჟაღა გაწმინდა. იუნგის მთლიანი დაღლილობა მოეხსნა შხაპის შემდეგ. სველი თმით სამზარეულოში გატყაპუნდა. ქუქი საჭმელს აცხელებდა. იუნგი მაგიდას მიუჯდა და ლოდინი დაიწყო
- საზღვარგარეთ უნდა გაგაპარო - თქვა ხმადაბლა. ჯონკუკი ნელა მოტრიალდა მისკენ- აქ შენი დარჩენა საშიშია..
- მერე სარა და თეჰიონი?- დანა დადო
- აქ იქნებინ .
- მაგრამ...არ მინდა მათ გარეშე- თეფში დაუდო წინ
- მოგიწევს გაძლება.. - ჭამა დაიწყო
- აქ რომ ვიყოთ... ამ სახლში...მშვენიერი სახლია
- ქუქ მისმინე. იძებნები. რომ დაგიჭირონ 7 დან 10 წლამდე მოგისჯიან. ეს კი კატასტროფაა.. არ დავუშვებ რომ შენ ციხეში ჩაგსვან. - პირი ამოიტენა. შეილება მერე თეჰიონი წამოვიდეს ჩვენთან
- ა....არ მინდა - თავი დახარა - აქ მინდა...
- კარგი ქუქ.არ გაძალებ.- დაღონდა
- რა საშინელ დღეში ჩაგყარეთ- თმა უკამ გადაიწია
- უბრალოდ ემოციები უნდა აკონტროლო
- ჰო...ეგ მჭირდება... - საჭმელი იტაკა პირში
-მოვედიიი - შემოვარდა თეჰიონი - ჰო გემრიელი საჭმელია ჰიონ- დაეყუდა იუნგისთან
- კი ძალიან გემრიელია - ისევ გამოიტენა პირი . ქუქი თავისთვის ოთახში მიიყუჟა და დედის სურათს დაუწყო ცქერა . უსიცოცხლო შუშას იმ იმედით უსმევდა თითებს რომ დედას კიდევ ერთხელ ნახავდა.. კიდევ შეიგრძნობდა მის სითბოს მაგრამ წინ ისევ მხოლოდ სურათი ედო..
- ეს ხომ რეალობა - თავი გაიქნია და სურათი ჩაიხუტა.. ჩარჩოს აკოცა - ნეტა მკვლელი შვილი ვინმეს უყვარს? ნეტავ შენ ისევ გიყვარვარ დე?- ოთახში სიჩუმე იდგა- საერთოდ ვის ველაპარაკები - ცრემლი მოიწმინდა და სურათს გაუღიმა- ოდესმე ხომ მაინც მაპატიებ - სურათი საბანზე დადო და ოთახიდან გავიდა. იუნგის ოთახში შევიდა და ძმის ტანსაცმელებიდან დედამისის შარფი ამოიღო რომელსაც ძმები თვალის ჩინივით უვლიდნენ. ცხვირი შარფში ჩარგი და დედამისის საყვარელი სუნამის სუნი შეისუნთქა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ შარფს დღემდე დაჰკრავს პატრონის სუნამოს სუნი. თვალები დახუჭა ბიჭმა და წარსულში გადაეშვა. დედის სათუთი ხელები და კანი გაახსენდა. მისი ღიმილი როცა იუნგი სკოლაში კარგ ნიშანს იღებდა. ცრემლებით სავსე თვალები როცა რომელიმე ცუდად იყო. ბიჭს უკნიდან თბილი სხეული აეკრო
-"ნეტავ დედა იყოს" - გაიფიქრა თავი ოდნავ გაატრიალა. ქვეყანაზე მისი მეორე საყვარელი ქალის სურნელი იგრძნო და გაეღიმა
- საყვარელო მოვედი - ყელში აკოცა და შარფს დახედა- დედაშენისია?
- ხო. მას როდესაც ვუყურებ და ვყნოსავ თვალწინ სულ დედა მიდგება. ნახე დღემდე დედას სუნი აქ - სარამ ნაზად დაადო ცხვირი შარფს
- კარგი სუნია - გაეღიმა და ქუქს სახეზე მოეფერა - არ მოიქყინო პატარვ. დედაშენი ახლა ნერვიულობს შენზე ასეთ სევდიანს რომ გხედავს
- და რცხვენია რომ ასეთი მკვლელი შვილი ჰყავს - დაამატა სწრაფად
- სისულელეებს ნუ ამბობ. - პატარაზე დარტყა
- გარეთ უნდა გავიდე - წამოდგა ბიჭი - უკვე ბნელა
- კარგი - გაიწია გოგო . დაღონებული ბიჭი შავებში გამოეწყო და სუფთა ჰაერზე გავიდა. თეჰიონის ახალ გარეცხილი მოტოციკლი ითხოვაიმ პირობით რომ ტალახებში არ ივლიდა. მთავარი მოედნისკენ გაემართა. მიტოციკლეტი შორს დააყენა თვითონ კი სეირნობა დაიწყო. ნელი სიო მასზე კარგად მოქმედებდა. აწყნარებდა. თუმდა სევდას ვერ უნქარვებდა. სრულიად დაცარიელებულ მოედანზე ერთ-ერთი სკამი მოძებნა და ჩამოჯდა
- ხალხი ხვდება რომ მონსტრი ვარ. სადაც მე ვარ იქ ყველგან სიცარიელეა -მუხლები მოკეცა და ხელები შემოხვია. ატყობდა რომ ტირილი უნდოდა. ჯიბისკენ ხელი გააპარა რომ დამამშვიდებელი წამალი ეპოვა მაგრამ არ ედო.. სახლში დარჩა. თავი მუხლებს დაადო და იმის იმედით რომ ირგვივ სიცარიელის გამო მას ვერავინ შეამჩნევდა ტირილი დაიწყო. ბოლო ხმაზე ქვითინებდა დედის სახელს. ქარი კი ცრემლებით დასველებულ თითებს უყინავდა. მხარზე შეხება იგრძნო და წამში აიხედა. ვიღაც უცნობი ედგა თავზე
- რა გჭირთ ბატონო - თავი მალევე დააბრუნა უკან ქუქმა რომ უცნობსარ ეცნო
- არაფერი. მარტო დამტოვეთ
- როგორ არაფერი. თქვენი ტირილი მთელ მოედანზე ისმის
- შემეშვით - სუნთვა შეეკრა და პირბადე ჩამოიწია
- იქნებ დაგეხმაროთ
- რომ გეუბნები უნდა შემეშვა - თავი წამოყო და ღრიალი დაიწყო. კაცი უკან გახტა- რატომ არ გესმის როცა გეუბნები შემეშვი. ესეიგი მტკივა რაღაც. რაღაც მაწუხებს. რატომ მოდიხარ და მიკიკინებ რომ გინდა ჩემი დახმარება? მე ვერავინ დამეხმარება გასაგებია? - კაცი გაშტეტებული იყურებოდა. მალე მოწყენილი სახე შეშინებულსი გადაეზარდა და ბიჭს გაფართოებული სახით დაუწყო ყურება
- შ.... შენნ- ხელი გაიშვირა 55- 57წლის კაცმა მისკენ და უკან-უკან დაიწყო სიარული. - შენ... - კაცმა ფეხი წამოკრა და დაბლა საჯდომით დაეცა..- შეშლილი მ..მკვლელი- ხმა აუთრთოლდა კაცს. ჯონკუკი გაიყინა. იცნეს. დაიწვა. - არ მომეკარო... - ჩაიჩურჩულა კაცმა და ტელეფონს დაუწყო ჯიბეში ძებნა
- არა გთხოვთ ოღონდ პოლიცია არა. - მისკენ წავიდა ქუქი - ოღონდ პოლიცია არა - ჩურჩულებდა
- არ მომეკაროო - იღრიალა კაცმა - მკვლელო!!! არ მომეკარო - ნელა წამოდგა და ტელეფონში ნომრის აკრეფას შეუდგა. ჯონკუკი მივარდა და ტელეფონი დაბლა დააგდებინა. მერე კი მთელი ძალით დაარტყა ფეხი და რამდენიმე ნაწილად დატეხა. კაცმა შარვლისკენ წაიღო ხელი და იარაღი ამოიღო
- არ მომეკარო.. უკან დაიხიე - ისევ იარაღი. ისევ ის დამპალი 9 წელი. ისევ მამა. ისევ ყვირილი. ბიჭმა ხელები მაღლა აღმართა და გაშეშდა.- მკვკელო. სადისტო არ მომეკარო - კანკალებდა კაცი
- იარაღი დადეთ - ტვინი გადაეკეტა ქუქს. წინ ამ კაცის მაგივრად მამამისი წარმოუდგა და ცრემლებისგნ თვალები გაინთავისუფლა. კაცისკენ დაიწყო სიარული
- ნუ მიახლოვდები ვისვრი - იყვირა ბოლო ხმაზე. ყვირილი ქუქს საბოლოოდ შლიდა გონებიდან. წყობიდან გამოყავდა. თუმცა იცოდა რომ აქ, ამ კაცის ხელიდან სიკვდილს არ აპირებდა. მასთან მიიჭრა და იარაღს ხელები დაავლო
- გაუშვი - თავისკენ ექაჩებოდა კაცი
- იარაღი დადეთ - თავისას ამბობდა ქუქი. იარაღი კი ხან ერთის, ხან მეორის ხელში სრიალებდა
- მომეცი -გამოქაჩა აკანკალებულმა კაცმა და იარაღი გავარდა... პირველად ინატრა ქუქმა რომ მას მოხვედროდა ტყვია. მაგრამ ხანსი შესული კაცის სხეული დაბლა დავარდა. იარაღი კი ქუქს შერჩა ხელში. ბიჭი გაშეშდა. კაცს დახედა რომელსაც სისხლი მოსდიოდა. მასთან დაიხარა და ჭრილობაზე ხელები დაალაგა.
-რ...რო..გორ..... ხ...აა.რ..თ... - ხმას ვეღარ იღებდა.. მთლიანად კანკალებდა. კაცი კი თითქმის გონზე აღარ იყო. ბიჭი წამოხტა და მოტოციკლეტისკენ გაექანა... იარაღს კი ძლიერად უჭერდა ხელებს. ორჯერ ლამის წაიქცა სანამ მოტოციკლეტთან მივიდა... მოაჯდა და მთელი ძალით გაქანდა წინ უფსკრულივით შავი გზისკენ... დანგრეულ შენობასთან გაჩერდა. ტელეფონი ხელის კანკალით ამოიღო და ეკრანი სულ გაასისხლიანა. მაინც შეძლო თეჰიონთან დარეკვა... სანამ ძმამ ზარი აიღო ქუქს ტირილი აუვარდა.
- გისმენ ქუქ
- თ..თეჰიოოონ- იღრიალა ბოლო ხმაზე
- რა ხდება - წამოხტა ბიჭი საწოლიდან
- მოდი....გთხოოოვ....მოდიი ... ოღონდ მარტო მოდი..... - მიაყარა და ლამის ცრემლებისგან დაიხრჩო
- სად ხარ- ქურთუკის ჩაცმა დაიწყო უმცროსმა და ბიჭის წამალი ჩაიტენა ჯიბეში. ბიჭმა ძლივსღა აუხსნა ადგილსამყოფელი და ტელეფონი გვერდით მოისროლა... ჰოლო ხმაზე იღრიალა და ტირილი დაიწყო. თეჰიონი 10 წუთში დანგერული შენობის ქვებს ოსტატურად ახტებოდა რომ ძმამდე მიეღწია. ბოლო ქვას გადაახტა და ქუქთან მიირბინა
- რა მოხდა ჰიონ - ფანარი მიანათა თუ არა ადგილზე გაიყინა - აა....ა-არა- თავი გააქნია და ბიჭთან ჩაიმუხლა
- კი თეჰიონ.... მე.... ისევ მოვკალი ადამიანი..... ისევ მკვლელი გავხდი.... - თეჰიონმა იარაღი გააგდებინა და თავისი მაისურით ხელების წმენდა დაუწყო. ორი აბი დამამშვიდებელი დააღეჭინა- მკვლელი ვაააარ !!!- იღრიალა ბოლო ხმაზე. იოგების ჩახევადე და თავი უკან კედელს ხეთქა - მკვლეელიიიი!!!!
••••••••••
არ მომკლათ 🙃🙃💛💛
YOU ARE READING
✔ Mad Killer / შეშლილი მკვლელი
Fanfictionმძაფრ სიუჟეტიანი ფანფიკი ძმებზე- იუნგიზე და ჯონკუკზე