თეჰიონმა სარას დაურეკა და თხოვა რომ გამზადებულიყო. შემდეგ ის მიაკითხავდა და წამოიყვანდა. ახლა ჯონკუკს ის თუ უშველიდა. გამწარებული იუნგის ოთახისკენ გავარდა და დაუკითხავად შეაჭრა.
- რა გჭირს?- კითხა ხმადაბლა მაგრამ გაბრაზებული ტონით- ყველაზე მეტად შენ სჭირდები იუნგი ჰიონ... ეხლა შეიძლება ამას კატასტროფული შედეგი მოყვეს... - ალეწილი სახით უყურებდა- იცი რა დღეშია? ვეღარც მეტყველებს.... შენი ძმაა ბოლობოლო იუნგი....შენი გაზრდილი. დედით და მამით ერთნი ხართ... მე რომ მომქცეოდი ასე კიდევ ხო მაგრამ... ის შენი ძმაა... სჭირდები... უშენოდ ვერ იქნება
- შენ იცი რატომ გააკეთა ეს?- კითხა აუღელვებლად იუნგიმ
- კი...გზაში ყვებოდა კანკალით
- მომიყევი - მოტრიალდა იუნგი
- ის... ცუდად იყო... მოედანზე მარტო იყო და ტიროდა . ვიღაც კაცი მივიდა დაგეხმარებიო... ქუქმა უთხრა შემეშვიო და არ მოეშვა. კაცმა მერე იცნო ქუქი და იარაღი ამოიღო. ქუქი ეჯაჯგურა და ტყვია გავარდა. როგორც ქუქმა თქვა იმ კაცმა გამოკრა თითი სასხლეტს - იუნგი გაყინული ისმენდა ამ ყველაფერს...
- არ ვიცი რა ვთქვა... თავის და უნებურად მკვლელი გახდა თეჰიონ.... 3 ადამიანი მოკლა უკვე... თავს ვერ აკონტროლებს.... არ მინდა ასე იყოს მაგრამ..- ყელში ბურთი გაეჭედა. ხმა ვეღარ ამოიღო
- ჰო მაგრამ ახლა ის შოკშია. მას ყვირილი არ უშველის.. შენი სითბო უნდა თორემ ძმას დაკარგავ იუნგი- ძალიან ღელავდა ბიჭი
- ახლა ოთახშია?
- არ შეგიშვებ
- არაფერს ვეტყვი..
- ჰო მგონი იქაა - ოთახისკენ წავიდა და იუნგი გაიყოლა.. მაგრამ ბიჭი იქ აღარ იჯდა... იატაკი ცარიელი იყო. მხოლოდ შორიდან რაღაც სულისშემძვრელი ღნავილი ისმოდა.
- ჯონკუკ - სწრაფად მოტრიალდა თეჰიონი და სამზარეულოში არ იყო.. სააბაზანოსთან მივარდა და კარი გამოაღო. ნიჟარასთან დანით ხელში ჯონკუკი იდგა. ვენები უკვე 5 ადგილას ღრმად ჰქონდა ჩაჭრილი. თხელი სისხლი წვეთებათ ერეოდა მოშვებულ ონკანს . ჭრილობას კი წყალი ესხმებოდა რაც ბიჭის ღნავილს იწვევდა.. თეჰიონს გააჟრჟოლა . იუნგიმ შემოაჭრა თუ არა სისხლიანი დანაა გააგდებინა ხელიდან და ჭრილობების ზემოთ მაგრა მოუჭირა ხელი
- რას აკეთეებ - იღრიალა და ძალით გაიყვანა საძინებელში... თან გაშმაგებული სუნთქავდა
- თეჰიონ სასწრაფოდ ნაჭრები- თეჰიონი დაიბნა... რომ ვერაფერი იპოვა ზეწრის დახევა დაიწყო... პირველ ნახევი იუნგიმ ჭრილობების ზემოთ მაგრა გაუჭირა... დანარჩენი კო ჭრილობებზე ფენა-ფენა. ჯონკუკი კი თავის ნაშრომს კანკალით უყურებდა. თან ცრემლებს ვერ იკავებდა... ტკიოდა... ტუჩები კბილების დაჭერისგან სულ სისხლიანი ჰქონდა..
- რაზე ფიქრობდი- იღრიალა ბიჭმა
- იუნგი- გაბრაზდა თეჰიონი- წყნარად. გავალ სარას დავურეკავ- ბიჭი იუნგისთამ მარტო დარჩა
- რაზე ფიქრობდი ჯონკუკ მითხარი... - თავი ააწევინა ბიჭს
- ჰიონ მეშინია
- რისი!- თქვა ხმამაღლა
- შენი- თქვა და ტუჩები აუთრთოლდა. იუნგი გაიყინა. ჯონკუკი ცდილობდა ხელი გაენთავისუფლებინა იუნგის ხელისგან , მაგრამ ბიჭმა ხელი მოუჭირა და არ გაუშვა. თვალებში უყურებდა გაკვირვებული
- რას ნიშნავს გეშინია ჯონკუკ... არ გესმის რომ მე შენზე ვღელავ?- ქუქმა ახედა
- გთხოვ იუნგი.... უბრალოდ შემეშვი
- სანამ არ მოვკვდები არ მოგეშვები... ამას ვერ ეღირსები... ყოველთვის ვიბრძოლებ შენი კარგად ყოფნისთვის. - ქუქი თავს იქნევდა
- დედასთან მინდა- ჩაიჩურჩულა. იუნგის გული აეწვა... ღრმა ტკივილი იგრძნო და ატირებული ბიჭი გულში ჩაიკრა
- რაც არ უნდა გააკეთო მაინც ყველაზე მეტად მეყვარები - თმაზე ხელი მოუჭირა და თვალები ზემოთ აზიდა.- მტკივა როცა ასეთს გიყურებ... მტკივა რა გავაკეთო.... არ შემიძლია. გთხოვ მაპატიე კარგი - უთხრა ყურთან ტირილნარევი ხმით. ქუქმა თავი დაიქნია და ძმას ნელა მოეხვია . იუნგი კი მთელი ძალით უჭერდა ხელს ბიჭს. თეჰიონი კი სარას მოსაყვანად წავიდა
- დედა მენატრებაა - თქვა ხმადაბლა ქუქმა
- მეც მენატრება...
- შენი აზრით დედას ვეზიზღები?- კანკალს ვერ წყვეტდა
- არა... მას ყველაზე მეტად უყვარხარ... ის ცაშია... მაგრამ მას ძალიან უყვარხარ... ვიცი.- რას ბოდავდა იუნგი თვითონაც ვერ არკვევდა . მალე ოთახში სარა შემოვარდა.. ქუქთან მივარდა
- ქუქ.. ქუქ - ხელზე ხელს უსმევდა... - ეს რა გააკეთე... - ხელი უკანკალებდა. ბიჭებმა წყვილი მარტო დატოვეს . ჯონკუკი მთელი ძალით ჩაეხუტა სარას
- მე... არ...
- არ არის საჭირო არაფრის მოყოლა. უბრალოდ აქ ვარ.შენს გვერდით და ისევ ისე მიყვარხარ როგორც აქამდე.... - გოგომ ზურგზე ხელები წაუსვა. ბიჭმა გოგოს კალთაში თავი დადო და თვალები დახუჭა
- რომ მოვკვდე რა მოხდება?
- რეებს ამბობ ჯონკუკ.. რა დროს სიკვდილია? მე რა მტოვებ შინაბერას?- გაიღიმა და ბიჭის გამხიარულება სცადა - მე და შენ უნდა ვიქორწინოთ და ბევრი შვილი გვყავდეს.. შენნაირი სიმპატიური ბიჭები და ლამაზი გოგოები - ქუქს გაეღიმა
- მიყვარხარ სარა - გოგოს უფრო მჭიდროდ შემოხვია ხელები
- მეც მიყვარხარ ქუქ - თმაზე მოეფერა.- ასეთი რამ აღარ ქნა გთხოვ . თავს ნუ ვნებ. ბიჭს ხმა აღარ ამოუღია... პატარა ბავშვივით დაეძინა სარას მკლავებში
დილა მალე მოვიდა. იუნგის და თეჰიონს არ ეძინათ . უმცრლსის და გასაკვირად იუნგი სიგარეტზე სიგარეტს ეწეოდა. გეგონება ახლა აუშვეს სიგარეტზე დამშეულიო. თეჰიონიც მასთან ერთად ეწეოდა. გვერდით გვერდ მდგარ სავარძლებში დაათენდათ
- ახლა რა იქნება - კითხა თეჰიონმა
- არ ვიცი- მეთერთმეტე მოწეული სიგარეტი ჩააქრო და ახალი ამოიღო კოლოფიდან. თეჰიონი შეწუხდა. ბიჭის ხელს ხელი დააფარა
- ჰიონ... იქნებ კმარა? - შეხედა... იუნგი მართლა უგრძნობ ქვას გავდა- ასე რამე არ მოგივიდეს
- უარესი რაღა უნდა იყოს...- სწორი შენიშვნა მიიღო და ხელი უკან გამოწია
- გამაგრდი ძმაო - იუნგის რაღაცნაირად ესიამოვნა ეს გამხნევება . ოთახიდან სარა გამოვიდა
- მე 2 ტესტირება მაქ დღეს... უნდა წავიდე... ქუქს ძინავს.. რომელიმე შედით კარგი? მთელი ღამე დედას გაიძახოდა- თმა გაისწორა და გარეთ გავიდა. იუნგი წამოდგა და ოთახისკენ წავიდა. ქუქს მოკუნტული ეძინა..აი ისე როგორც წლების წინ იუნგის კალთაში. როცა ჰიონი ზღაპრებს უყვებოდა ფსიქიატრიულში. წამით ბიჭმა ის ინატრა რომ ქუქი იქ ყოფილიყო და არ გამოეშვათ. ნელნელა ქუქი ამოძრავდა, გაიღვიძა, წამოჯდა და მოიკუნტა... ალბათ ციოდა..აქეთ იქით იყურებოდა.. მერე კი ტირილი დაიწყო. ისევ მარტოობა იგრძნო.. უნდოდა იუნგის შესულიყო მასთან. მალევე დააპირა კიდეც მაგრამ ქუქმა გვერდით გაიხედა და ლაპარაკი დაიწყო
- დედა როგორ ხარ? ძალიან მომენატრე - გაუღიმა სიცარიელეს ,თუმცა იმ წუთას ქუქის წინ დედამისი იდგა
- კარგად შვილო შენ?- უთხრა მოლანდებამ რომელიც დედამისს ძალიან ჰგავდა - მეც ძალიან მომენატრე.
- მანდ კარგია დედიკო?
- აქ ყველასგან განსხვავებით სიმშვიდეა...არავინ არ გაწუხებს საკუთარი ცოდვებით გარდა
- მალე გნახავ დედიკო - გაუღიმა ბიჭმა იუნგისთვის უხილავ დედას.. ბიჭი ცრემლებად იღვრებოდა. მისი ძმა ელაპარაკებოდა ჰაერს... ეს კი იმას ნიშნავდა რომ ქუქი საბოლოოდ გაგიჟდა. ბიჭი გაშტერებული იყო. რანაირად ეშველა ძმისთვუს არ იცოდა. სულებთან ლაპარაკი უკვე ბოლო საფეხური იყო. ბიჭი კარებთან ჩაიკუზა და ბავშვივით ატირდა. ძმა ხელიდან ეცლებოდა და ვერაფერს აკეთებდა...თეჰიონი მასთან მოვიდა
- ჰიონ რა გჭირს... ჰიონ- აჯანჯღარებდა იუნგის
- ჯონკუკი... ის 9 წლის მკვდარ დედას ელაპარაკება - თეჰიონმა ქუქს გახედა. ბიჭი იღიმოდა
•••••••••
მოემზადეთ... კულმინაცია ახლოა 😉😁 საერთოდ არ აქტიურობთ.. .. და ამიტომ მგონია რო აღარ მოგწონს და არაა უკვე საინტერესო 😔😔
YOU ARE READING
✔ Mad Killer / შეშლილი მკვლელი
Hayran Kurguმძაფრ სიუჟეტიანი ფანფიკი ძმებზე- იუნგიზე და ჯონკუკზე