თავი 10
- ჯონკუკ- მიუკაკუნა გოგომ როცა გაიღვიძა. ქუქი კარებს არ აღებდა- ჯონკუკ გამიღე- აბრახუნებდა- გთხოვ... ჯონკუკ...მჭირდები - ამ სიტყვებზე ქუქმა კარი გამოხსნა .. თავჩახრილი იდგა და ხელი სახელურზე ეკავა...გოგო ჯონკუკს მაგრად ჩაეხუტა...ბიჭი გაკვირვებული დარჩა
- უნდა წახვიდე- მოიშორა გოგო
- რატომ?- გაფითრდა სარა
- მე.. საშიში ვარ... აღარ მინდა რამე გავნო- თავი გაიქნია
- მე შენთან მინდა ყოფნა- თქვა ჩუმად გოგომ
- რატომ?- მიაყოლა გოგოს პასუხს
- შენ მე გჭირდები...- ლოყაზე ხელი დაადო... ბიჭი უკან გაიწია.
- სანამ გვიანი არაა წადი- ხმა გაუმკაცრდა
- არ წავალ- მიაშტერდა ბიჭს.. და მერე ისევ ჩაეხუტა... ბიჭს გული აუჩქარდა.. პირველად ცხოვრებაში გოგოს შეხებაზე...და ცრემლი წამოუვიდა. სარამ ხელი მოკიდა და დივნისკენ წაიყვანა. დასვა და წინ დაუჯდა.. ფეხები გადაიჯვარედინა და ქუქის ხელი აიღო...თან ათამაშებდა
- წამალი.. იუნგიმ მომცა... არ მინდოდა მეთქვა მაგრამ.. შენ გჭირდება წამალი ქუქ... აუცილებლად
- ამდენი ხანი რატომ არ მითხრა
- ჩემთვის რომ დაემალათ უარესს ვუზამდი იმ ადამიანს... ამიტომ მესმის შენი.. არ ეჩხუბო იუნგის... ამას შენთვის აკეთებდა ამიტომ მოგიწევს გაუგო... მას ძალიან უყვარხარ და ცდილობს ყველაფრისგან დაგიცვას
- გავიგე... გავიგე - თმა აიწეწა ქუქმა - ეხლა ეს როარ დავლიო... სულ გავრეკავ?
- კარგი რა... ნუ სულელობ... უბრალოდ თავის კონტროლში გეხმარება... მისმინე... თავს გიჟად ნუ თვლი გთხოვ..- ქუქი ყოველთვის სარასთან ლაპარაკით გაოცებული რჩებოდა
- ნუ ხარ ასეთი საყვარელი - შეჭმუხნა წარბები ბიჭმა
- წამალი უნდა დალიო- უთხრა გოგომ
- ჯერ იუნგის უნდა დაველაპარაკო- ტელეფონი აიღო და ბიჭთან დარეკა
- გისმენ ქუქ!- მოისმი ტელეფონიდან
-ჩემთან მოხვალ?
- 10 წუთში...სამუშაოს დავამთავრებ და წამოვალ- უთხრა და ქუქმა ტელეფონი დაკიდა.. და ის და სარა მოპირდაპირედ დასხდნენ დივანზე
- მგონი დროა რაღაც მოგიყვე - უთხრა და ფეხები დივანზე აკეცა , ზედ ნიკაპი დაადო
- გისმენ- უთხრა ღიმილით გოგომ
- მოკლედ.. ეს ამბავი მოხდა მაშინ როცა 11 წლის ვიყავი.. იუნგი 13 ის იყო..ბოლო ნახევარი წელი მამა ყოველ დღე სვავდა და მთვრალი მოდიოდა სახლში... მერე დედას სცემდა... იუნგი რომ მიდიოდა მასთან მასაც ურტყავდა ხოლმე.. მარტო მე ვიყავი იქ ხელუხლებელი რადგან იუნგი მიცავდა ყოველთვის და არ აძელვდა მამას უფლებას რომ დაერტყა ჩემთვის... ჩემი წილიც იუნგის ხვდებოდა.. ერთ საღამოსაც როგორც ჩვეულად დათვრა მამა და გადავწყვიტეთ სახლში აღარ შემოგვეშვა....თუმცა ბრახუნით და წიხლებით რამის ჩამოანგრია კარი... ყვიროდა რომ გაგვეღო თორემ იარაღით ყველას დაგვხოცავდა... დედამ წინააღმდეგობის მიუხედავად კარი გახსნა და მამამ ეგრევე დაბლა დააგდო... უმოწყალოდ ურტყავდა და თან ლანძღავდა... იუნგი მე მეხუტებოდა... არ უნდოდა რამე დამენახა მაგრამ მაინც ჩანდა ყველაფერი.... დედა კი ყვიროდა.... მამა ამის გამო უფრო ულაწუნებდა და ემუქრებოდა რომ თუ არ მოკეტავდა მოკლავდა.... დედა მაინც არ ნებდებოდა... იუნგი მივარდა მამასთან მაგრამ ვერაფერი დააკლო....ისიც მიახატა კედელზე მამამ...მე გაუნძრევლად ვიდექი.... იუნგისთვის რამის დაშავება უკვე პიკი იყო... ბოლო კივილზე მამამ იარაღი ამოიღო და დედას ესროლა... როდესაც დედის გვამი დავინახე ცუდად გავხდი....მასთან მივღოღდი და მოფერება დავუწყე...მამას იარაღი გაუვარდა ხელიდან.. მოვიდა აზრზე... მერე.. ის იარაღი- აქ გაწყვიტა და ჩაისუნთქა.. სარა აცრემლიანებული თვალებით უყურებდა ქუქს რომელსის სახესაც მალმალე ცრემლები ჟღინთავდა- ის იარაღი დაჰიპნოზებივით ავიღე მე და მამისკენ გავიშვირე... ყრუდ მესმოდა როგორ მეძახდა იუნგი.. როგორ მიყვიროდა დამედო იარაღი მაგრამ... არ დავუჯერე პირველად ცხოვრებაში... სასხლეტს თითი გამოვკარი და იარაღი გავარდა... მამა მოვკალი... აი ამიტომ ვიყავი ცხრა წელი ფსიქიატრიულში- სარა გაუნძრევლად იჯდა...ხმას არ იღებდა.. იჯდა და ტირილით ქუქს მისჩერებოდა...
- აი ამიტომ გეუბნებოდი რომ წასულიყავი.... კრიმინალთან ცხოვრება არ შეილება - თავი მუხლებზე დაიდო.... - საზიზღარი მკვლელი ვარ ...- ცოტახნის სიჩუმის შემდეგ გოგო ჯონკუკთან მივიდა.. მიუჯდა და თავი ხელზე დაადო
- წარსულზე ნუღა ფიქრობ...- ხელები მოხვია - არ ვაპირებ შენ დატოვებას
- და რატომ?- კითხა ისერომ თავი არ აუწევია
- იმიტომ რომ...მიყვარხარ- ქუქი გაშეშდა... მერე კი წითელი თვალებით გოგოს ამოხედა....- არ მაინტერესებს შენი მინუსები და დანაშაულებები - ბუტბუტებდა
- რატომ ხარ ასეთი?
- როგორი ასეთი ჯონკუკ?
- განსხვავებული - ამოილუღლუღა და გოგოს თვითონაც მოეხვია... გაწითლებული გოგო მალე წამოიწია და ქუქს შეხედა
- მალე იუნგი მოვა...ასეთი სახით აპირებ დახვდე?- გაუცინა... ქუქი უსიტყვოდ ადგა და სახე დაიბანა... მალე იუნგი მოვიდა მათთან
- რა სახეები გაქვთ- ქუქი ეწეოდა- თუ ქუქი ეწევა ესეიგი რაღაც მოხდა
- ხო მოხდა... ცოტა ნაკლები დოზა მოუვიდა სარას წამლის ჩაყრა და ვერ დამაწყნარა მე ფსიქოპატი- ჩაიცინა ქუქმა
- შენ ფსიქომპატი არ ხარ იდიოტი- გაბრაზდა იუნგი- და წამალზე როგორ გაიგე
- დავინახე საჭმელში რო მიყრიდა.... რატომ არ მითხარი...- სიგარეტი პირში დაიტოვა და ისე ლაპარაკობდა
- მე არ მინდოდა თავი გიჟად მიგეჩნია
- რაც ვარ იმად მიმაჩნია თავი....არაფერი განგანსაკუთრებული- ჩაიცინა
- მოკეტეეე- ტონს აუწია სარამ
- დალიე წამალი?- კითხა იუნგიმ
- არა...და არ ვაპირებ...
- გთხოვ... მაპატიე რომ დაგიმალე - ჯიბიდან კოლოფი ამოიღო და აბი მიაწოდა ქუქს - სულ ცოტათი თუ მაინც გიყვარვარ დალიე
- ყოველთვის ნამუსზე მაგდებ ამის დედა შევე@ცი - გამოართვა აბი დაპირში იტაკა - კმაყოფილი ხააარ?
-კი...ძალი...-ლაპარაკი გაწყვიტა - ეს რაარი სარა?- ყელზე ანიშნა
- აამ არაფერი- თმა გადმოიფარა
- შენი ბრალია ვაჟბატონო... რო დავინახე რომ წამალს ყრიდა გავმწარდი და ყელზე ხელი მოვუჭირე
- შენ სუ გამოქლიავდი??- გაგიჟდა იუნგი
- კარგი გეყოთ...დიდი არაფერია
- არა... მართლა დაქლიავდა ეს...- ხელი აიქნია- უნდა წავიდე მე.. საღამოს მოეტიე ვაჟბატონო ჩემთან... თუ გინდა სარა შენც წამოდი - გაუღიმა და კარებთან მივიდა...
- კარგი- უთხრა ქუქმა და კარები დაკეტა .. მერე მოტრიალდა და სარას გაღიმებული სახის დანახვაზე ყველაფერი დაავიწყდა
- ხშირად გაიღიმე ხოლმე კარგი?- უთხდა და ლოყებზე ხელები დააწყო- შენი ღიმილი ყველაფერს მავიწყებს - დაამატა და თვითონაც გაიღიმა.. გოგო ბიჭისკენ აიწია და მის ტუჩებს ნაზად შეეხო....
•••
საღამოს ჯონკუკი გამოეწყო და იუნგის დაადგა თავზე
- მოვედი - გაუღიმა და სახლში შევიდა.. ორ წუთში ისევ დარეკა ზარმა.. კარები იუნგიმ რომ გააღო ბედნიერი თეჰიონი იდგა საქაღალდით ხელში
- გამარჯობა... ჯონკუკიც აქაა??- ყურებამდე გაიცინა
- კი რაარი.. - სახლში შემოუშვა.. თეჰიონი ჯონკუკთან მივარდა და წინ აეტუზა
- გამარჯობა ჯონკუკ... გინდა გაგახარო?- ქუქმა გაკვირვებული სახით შეხედა და ბიჭს დაელოდა- ჯონკუკ...სამსახური გიშოვე - თქვა და საქაღალდე მიაწოდა... გამოშტერებული ქუქი საქაღალდეს მიშტერებოდა
- რა თქვიიი??- გამოართვა და გადაშალა
- ჰო...სახლიდან იმუშავებ და უბრალოდ დღის ბოლოს საბუთები უნდა მიიტანო
- მე..ამ... მადლობა- თქვა და წარბები ოდნავ გახსნა..მერე ბიჭს ახედა და სახეზე დააკვირდა... თვალების ქვეშ ოდნავ ჩაშავებული ჰქონდა... "ძუკნას" ტუჩები ოდნავ მკრთალი და კანიც უცნაური ფერის
- ღია ფერის კანი გაქვს?- კითხა ქუქმა და ბიჭს თვალებში ჩახედა... ძველინდებურად არ ბზინავდა...
- ამ..კი...ღია ფერის კანი მაქვს - უთხრა და თვალი მოარიდა... მერე ტუჩები გაილოკა და ზედ იკბინა რომ ფერი მოსვლოდა... იუნგი უკნიდან მოადგა
- თეჰიონ როგორ გადაგიხადო მადლობა არ ვიცი - ჩაეხუტა და ბედნიერმა შეხედა - დიდი საქმე გაგვიკეთე- ბიჭმა გაიღიმა
- დიდი არაფერი... ბანკში მყავს მე მეგობარი და დამეხმარა..- თქვა და იქითკენ გაიხედა...
- დასხეხით ახლავე მოვალ- უთხრა იუნგიმ და გავიდა... ქუქი საქაღალდეს ათვალიერებდა..თეჰიონი ისევ მის წინ იყო ატუზული და აქეთ-იქით იხედებოდა... თან ტუჩს იკვნეტდა და თვალებს ხშირად ახამხამებდა.... უფროსი კი ვითომ საქაღალდეში იყურებოდა..არა და ბიჭს აკვირდებოდა...
- ძუკნავ... კარგად ხარ?- კითხა ქუქმა..თეჰონმა გამოუცნობი თვალებით შემოხედა და თავი დაუქნია...
- რაღაც ზედმეტად გათეთრდი- უთხრა და დააკვირდა... ბიჭი აღარ რეაგირებდა... უბრალოდ თვალებს ხუჭავდა და ცოტა ხანს აღარ ახელდა...მერე კი თვალების დახუჭვა თავისდაუნებურად დაიწყო...
- ძუკნავ.... - ბიჭმა არაფერი უპასუხაა..შექანდა - ძუკნავ...გესმის ჩემი?.. ძუკნავ...- ბიჭს მთლად წაუვიდა ფერი - თეჰიონ!- ბიჭი მუხლებში მოიკეცა... ჯონკუკმა საქაღალდეს გაუშვა ხელი და დაბლა ბრახუნით დაებერტყა... თეჰიონი ძლივს დაიჭირა და დაბლა მოიკუზა... თავი თავის მუხლებზე დაადებინა ბიჭს...
- თეჰიონ- გულწასული სხეული დუმდა.. ფერი არ ედო - თეჰიონ...- პერანგი ბოლომდე ჩაუხსნა - იუნგიიი- იღრიალა და იუნგი მასთამ გაჩნდა
- რა მოუვიდა- მოვარდა უფროსი და გუკზე ხელების ფათური დაიწყო
- არ ვიცი...უცბად გული წაუვიდა... - ხელები თავის და ფეხების ქვეშ შეუცურა და ხელში აიტაცა - უნდა წავიდეთ- თქვა და კარგად დაიჭირა ბიჭი. იუნგიმ მანქანის გასაღები აიღო და წინ გავარდა
- არ მომწონდა დღეს მისი ფერი- თქვა აღელვებულმა ქუქმა- მანქანაში ჩასხდნენ.. ქუქმა ბიჭის თავი მუხლებზე ედო და ხელებით უჭერდა.. გზაში ბიჭი წამით გონზე მოვიდა და როგორც კი ბიჭს შეხედა ოდნავ გაეღიმა..
- ქუქ- უთხრა თუმცა ფერი ისევ დაკარგა და გაითიშა••••••
აწი დაძაბული მომენტები იწყება....დანდობა არ იქნება.... არ დაიწყოთ თექუქის შიფიო😂😂 ძმები არიან..😂😂😂 თუ იაქტიურებთ ხვალე დავდებ 💜💜💜💛💛💛 აუცილებლად მიაწერეთ თუ მოგწონთ 😌😌😌😌 და ვოუთები მაკლიაა ❤💛
YOU ARE READING
✔ Mad Killer / შეშლილი მკვლელი
Fanfictionმძაფრ სიუჟეტიანი ფანფიკი ძმებზე- იუნგიზე და ჯონკუკზე