=22=

372 49 19
                                    

''მალე გნახავ დედიკო''

- გთხოვ დაწყნარდი- თეჰიონმა ქუქის სახე ხელებში მოიქცია - ყველაფერი კარგად იქნება - ბიჭი დაბნეული იყურებოდა. წამით ისიც ვერ გაეგო რა ჩაიდინა და ამ აყროლებულ შენობაში რა უნდოდა
- ი-იუნგიი... - დაიწყო ჩურჩული...
- ჰიონ... სახლში წამოდი.. სულ კანკალებ
- არა სახლი არაა - დააჭყიტა წითელი თვალები
- რატომ
- იქ იუნგი იქნება... მას რა პასუხი გავცე ... არ მინდა არააჰ
- იუნგი სახლში წავიდა.. ტანსაცმელი უნდა მოეტანა- უფროსს ხელი მხარზე მოკიდა- ჰიონ? მისმენ? ჰიონ - შეაჯანჯღარა
- მე.... ცუდად ვა-არ - თვალი გაშტერებული ჰქონდა...
- სახლში წავალთ... თანაც ახლავე
- ა-არა... მკვლელის ადგილი არაა მაგ სახლში
- დაწყნარდი ჰიონ
- ვერა... მკვლელი ვარ
- წავედით.. ადექი
- არ მინდა- თავი ხელებში ჩარგო
- ჰიონ!
- შემეშვიი!!! შენ არ იცი რას ვგრძნობ მე - ყვირილი დაიწყო ქუქმა. თეჰიონი შიშისაგან უკან ერთი ნაბიჯით დაიხია. უფროსს გამწარებული სახე მალე ნაღვლანით შეეცვალა- მ-მაპატიე თეჰიონ - ისევ ტირილო დაიწყო
- წამო სახლში - ნელა მივიდა მასთან და წამოაყენა . ქვებზე ნელნელა გადაატაა მოტოციკლთან მივიდა. დაჯდა და ბიჭი უკან მოისვა. სახელურები სისხლიანი იყო. ბიჭმა ზიზღით მოკიდა ხელი და მალევე დაძრა ადგილიდან
- როგორ ხარ - გახედა ბიჭს
- ც-ცუდად- თქვა ხმადაბლა- მეშინია იუნგისი.... ის... მას... მას შევეზიზღები - ისევ ქვითინი დაიწყო
- მისმინე ბატონო ჯონკუკ. ჰიონს მე დაველაპარაკები... დაწყნარდი ახლა - სახლთამ მალევე მივიდნენ. მოტოციკლი კი იქვე ააყუდა კარებთან. ბიჭი თავის ოთახში შეიყვანა . ქუქი ბარბაცით მივიდა საწოლთან და მასზე დაჯდომის მაგივრად გვერდით ჩაცურდა და მიეყუდა. თავის ხელებს შეხედა რომელსაც ეტყობოდა სისხლის კვალი...
- თეჰიონ.. ოთახის კარი გარედან ჩაკეტე და არავინ შემოუშვა
- კი მაგრ...
- გთხოვ
- კარგი - გასაღები აიღო და კარები დაკეტა. ქუქმა მკერდში ტკივილი იგრძნო.. ხელი გულზე მიიჭირა და ცრემლებისგამ თვალები გაინთავისუფლა. გაუხარდა კიდეც რომ ტკიოდა. ირგძნო რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მაგრამ მხოლოდ ჯერ . თავი საწოლს მიაყრდნო და ლოყები ისევ დაუსველდა. კანკალმა აიტანა. ხელები მოკეცილ მუხლებს მოხვია და თავი უბეში ჩარგო.. დედაზე ფიქრი დაიწყო.
15 წუთში კარზე გამწარებული ბრახუნი მოისმა. აფორიაქებული თეჰიონი კარებთან მიიჭრა და გააღო. სახლში ალეწილ სახიანი იუნგი შემოვარდა.
- თეჰიონ- ნერწყვს ძლივს ყლაპავდა- დეტექტივმა დამირეკა... მითხრა რომ ქუქმა... - ქოშინებდა- რომ... ვიღაც ისევ მოკლა.. - მიაშტერდა. - ეს..მართალია???
- ჰიონ... დაწყნარდი. მან...- ვეღარაფერი თქვა . იუნგი ნელნელა ჩაიკეცა და გაფითრდა
- ა...არარსებობ... არა - თავს იქნევდა. ისევ ბიჭს ახედა- ახლა სადაა
- მე ის ოთახში ჩავკეტე
- რატომ?- გაოგნდა იუნგი
- მან მთხოვა. შენი ნახვა არ უნდა...ეშინია შენი - თქვა უმცროსმა ხმადაბლა
- მან...რა გააკეთა.... - თავი გაიქნია. მის შემდეგ კი სახლში ხმა არავის ამოუღია . თეჰიონი სანამ დაწვებოდა კართან მივიდა. ყური მიადო და ძმის ხმას ყური დაუგდო.
ქუქი რაღაცას ლაპარაკობდა. თათან ქვითინებდა მაგრამ მისი ქვითინი დან მხოლოდ ერთი სიტყვის გარჩევა შეიძლებოდა
- მტკივაა - თეჰიონს ცრემლები მოადგა
- ჰიონ- ნელა დაუკაკუნა- კარგად ხარ?
- წადი გთხოვ - უთხრა ბიჭმა და შემდეგ დადუმდა. იუნგი თეჰიონთან მივიდა
- თეჰიონ გასაღები მომეცი ჯონკუკთან უნდა შევიდე - ჯერ კიდევ გამწარებული ჩანდა
- არა ჰიონ... სანამ არ დაწყნარდები არ გავაღებ
- მე წყნარად ვააარ - იღრიალა ბოლო ხმაზე . თეჰიონი ოდნავ უკან გაიწია და ბიჭი აათვალიერა
- კი გეტყობა ჰიონ- თავი დაუკრა და საძინებლისკენ წავიდა. გასაღები უჯრაზე დადო. მალევე დაეძინა ნერვიულობისგან დაღლილს. იუნგი კი ვერ ისვენებდა. ბორგავდა და გამწარებული თვალს ვერ ხუჭავდა. თეთრი შორტი ეცვა რომელიც მუხლებს ზემოთ იყო და მოკლე მკლავიანი საღამური . წამოდგა და თეჰიონის ოთახში შეიპარა. გასაღები აიღო უჯრიდან და ნელა გაემართა ქუქის ოთახისკენ. ქუქი მოკუნტული იატაკზე ეგდო და ეძინა. სახე დატანჯული და გამოფიტული ჰქონდა. იუნგიმ გასაღები ნელა გადაატრიალა და კარი გააღო. ქუქი რომ დაინახა გაშეშდა. კარი ნელა დაკეტა და წინ წავიდა. ბიჭს ხმაურზე გაეღვიძა. სიბნელეში იუნგის სახე რომ დაინახა შეეშინდა. ნელა წამოჯდა ისე რომ ძმისთვის თვალი არ მოუშორებია და კანკალი დაიწყო
- ჰ-ჰიონ ... გადი- ყელში ბურთი გაეჭედა და ძლივს წარმოთქვა ეს ორი სიტყვა
- არ გავალ. სალაპარაკო გვაქ- კარი მიკეტა
- ა-არა... - თავი გააქნია და საკეტს შეხედა- მე... ა- არაფერი მაქ სათქმელ-ი
- გაქვს!
- გადი ჰ-ჰიონ- ისევ ძმას მიაშტერდა
- არა თქო.. უნდა ვილაპარაკოთ!- ბიჭს ხმა აღარ ამოუღია... უბრალოდ ამის ძალა აღარ ჰქონდა- მითხარი რატომ გააკეთე ეს! - ქუქი დუმდა. - იცი ვის დაემსგავსე? ნაბიჭვარ მამაშენს - თითი მისკენ გაიშვირა. უმცროსი შეცბა. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა იყო მისთვის მამამისთამ გაიგივება
- შენ...ეს როგორ შეგიძლია თ-თქვა - თვალებზე ცრემლები მოადგა
- აბა რა უნდა ვთქვა. ამხელა კაცი ხარ უკვე- ტონს აუწია - შენი ქმედების კონტროლი ვერ გასწავლე.. მთელი ცხოვრება შენს გაზრდას შევწირე. შენ შემოგწირე. მინდოდა უდედობა არ გეგრძნო. ყოველთვის იმაზე ვღელავდი რომ ფსიქიატრიულში იყავი და ყველაფერი გავაკეთე ბოლოს რომ იქედან გამომეყვანე.. შენ კი.. შენ კი უარესი უქენი შენ თავს. ეს აწმყოა ქუქ... წარსულზე ფიქრით ვერაფერი შეცვალე და მომავალიც დაინგრიე. სულ იმას იმეორებდი რომ გიჟი იყავი. შენთვითონ ამბობდი ამას და ამტკიცებდი... თავის კონტროლი ნუთუ ასეთი ძნელია. რაც უფრო მეტად შეიზიზღე მამა მით მეტად დაემსაგვე მას. შენ მომავალი აღარ გაქ ჯონკუკ. ან სულ აქ უნდა იჯდე ან ციხეში... ყველაფერი აქ დაგიმთავრდა შენ... შენივე წამოხტომების გამო. ორი ადამიანი მოკალი... ო რ ი ... არა მაპატიე.. ს ა მ ი . ეს...ეს უბრალოდ კატასტროფაა... და რა ხარ შენ ამის შემდეგ... რას წარმოადგენ? ყველაზე მეტად შენ მომავალზე ვღელავდი.. მინდოდა შენით მეამაყა - თვითონაც ცრემლები წამოუვიდა - შენით ვსულდგმულობდი. შვილივით გზრდიდი... გასწავლიდი.. და რა მივიღე შენგან... გამოდის მკვლელი გავზარდე.. რატომ მიკეთებ ამას მითხარი. თეჰიონმა არ შემომიშვა წეღან... დაწყნარდიო... ვერ ვწყნარდები.. გული მტკივა.. - ხელი მკერდზე მაგრა მიირტყა და მაისური გამოქაჩა - გული მტკივა ასეთ გაუბედურებულს რომ გიყურებ. - თმაში თითები შეიცურა და მოქაჩა
- გთხოვ გა-დი- კანკალებდა ისევ ჯონკუკი
- არ გავალ... უნდა მითხრა რა მოხდა!- იყვირა ბიჭმა
- გ...გადი
- უნდა ამიხსნა!!
- გადი... გთხოვ გადი - ტირილს უმატა ბიჭმა
- არ გავალ უნდა მითხრა!!!.
- მე არაფერ შუაში ვარ - თქვა ჩურჩულით
- აბა ვინაა შუაში.!! თქვიი!!
- გამანებე თავიი!!
- მკვლელი ხარ ჯონკუკ!!! ხალხი მართალია... შეშლილი მკვლელი ხარ - ბიჭი გაშეშდა. მის წინ იუნგი არ იდგა. მის წინ სრულიად უცხო ადამიანი იყო რომელსაც ლოყები სულ სველი ჰქონდა. თვალებში ცეცხლი ენთო და ყვიროდა
- ჰ...ჰ-იონ - შეახმა სიტყვა ტუჩებზე და სუნთქვა შეეკრა. თვალებ გახელილი გვამივით იყო. ოთახში ღრიალის შემდეგ თეჰიონი შემოვარდა. ჯონკუკთან მივარდა და ჩაიკეცა. ბიჭს ფერი აღარ ჰქონდა... იუნგის გახედა და წამოდგა
- ოთახიდან გადი!!- უთხრა და მის წინ დადგა
- არ გავალ - ჯონკუკისკენ გაიხედა რომელიც იმავე პოზაში იყო
- ოთახიდან გადიი!!!- იღრიალა თეჰიონმა და თვითონაც გაოგნდა ამ საქციელით. იუნგი ოთახიდან გავარდა. ბიჭი კი ქუქთან დაბრუნდა...
- დაწყნარდი ქუქ- ბიჭი შეანჯღრია თუმცა იგი ვეღარაფერს გრძნობდა. ყურებში მხოლოდ იუნგის სიტყვები ესმოდა ექოსავით : '' მკვლელი ხარ ჯონკუკ! ''
••••••••
არ მომკლათ😂😂ნელნელა დასასრული ახლოვდება😌😌😌 და აღარ აქტიურობთ საერთოდ 😒😒😒

✔ Mad Killer  / შეშლილი მკვლელიWhere stories live. Discover now