თავი 3
- იშოვი - მუხლზე ხელი დაკრა.
- გიჟი ვარ - თქვა თავის ქნევით და ჩურჩულით
- არ ხარ შენ გიჟი... ასე ნუ ამბობ!!! - ტონს აუწია იუნგიმ
- ჰიონ გთხოვ.. სიგარეტი მინდა..
- შენთვის არ..... - გააწყვეტინა მუდარის ხმამ
- გთხოვ... - იუნგიმ მის მდგომარეობას ვეღარ გაუძლო და სიგარეტს მოუკიდა...მერე კი ჯონკუკს მიაწოდა... წამში ორივენი კვამლში გაეხვივნენ
- ეცადე დაწყნარდე - ადგა იუნგი და ვისკი აიღო.... დამტვრეული ჭურჭელი აალაგა და გადაყარა... სხვა ჭურჭელი ამორეცხა და უკან დაბრუნდა ჯონკუკთან ...იგი ერთ წერტილს მიშტერებოდა და შორს იყო ფიქრებში წასული -წამოდი დივანზე დავსხდეთ- უთხრა იუნგიმ და ხელი გაუწოდა ასაყენებლად... ჯონკუკი წამოდგა და დივანზე დასხდნენ....
- იუნგი... - ამოიგმინა ჯონკუკმა
- დღეს ბოლოა - ამოიღო კიდევ ერთი ღერი და გაუწოდა ძმას...თვითონაც მოუკიდა
- მე ძალიან გამიჭირდა იმ სამსახურის შოვნა რომელიც ეხლა მაქვს - თქვა იუნგიმ...ჯონკუკმა ჩაიფრუტუნა... პირში სიგარეტჩადებულმა თქვა -შეშენ იმიტო მაინც არ გიწუნებდნენ რომ შეშლილი იყავი...
- ატრაკებ უკვე - გაბრაზდა იუნგი
- რა ვქნა...ყველა ამას უსვამს ხაზს
- იცი რას გეტყვი? დააყენე ერთი ადგილი და მეორედ არ გავიგო შენი პირიდან გიჟი ვარო.... თორემ მოგდებ - ჯონკუკმა სიგარეტი ჩააქრო
- კარგი- იუნგის ტელეფონმა დარეკა... საუბრის შემდეგ იუნგი ადგა
- უნდა წავიდე ქუქ! ნორმალურად მოიქეცი და ჭურჭელს ნუ ამტვრევ თორემ აყროლებული წებოთი დავაწებებ ნამტვრევებს და ჭამე მერე ზედ საჭმელი - გაუღიმა ცალყბად და კარებიდან გავიდა - ჭკვიანად დიდო ბიჭო! - ქუქი ისევ მარტო დარჩა... ამიტომ გადაწყვიტა ბარში წასულიყო და დაელია... იქნებ ერთი-ორი კოცნისთვისაც გამოეკრა ხელი... კეპი დაიხურა და კარი ჩაკეტა...მისი სახლიდან შორი ახლოს ბარში შევიდა და ლუდი შეუკვეთა.. ორი კათხა ლუდის მერე გაჩერდა.. მიხვდა რომ მთლად სულ ყველა დარდს და ტკივილს ალკოჰოლში ვერ ჩაკლავდა.. ამიტომ გადაიხადა და ადგა..... კარებისსკენ რომ წავიდა უკან 2 მთვრალი აეკიდა თუმცა ჯონკუკმა მათიმიახლოვება ვერ იგრძნო მანამ სანამ გარეთ არ გავიდნენ... მათკემ მოტრიალდა
- რა გინდათ- კითხა მათ
- ფული- ერთი შუა ხნის ,მელოტი, ცხვირწითელა კაცი ლაპარაკობდა... მასზე ახალგაზრდა კი უკან ედგა
- არ მაქვს - გაიქნია ხელები ჯონკუკმა
- ვის ატყუებ შე ლაწირაკო - წამოვიდა მელოტი ჯონკუკისკენ და სახეში თხლიშა... ქუქს ტუჩი გაუსკდა და პირში სისხლის გემო იგრძნო...
- ასე არაა?! - თქვა და საპასუხოდ მთელი ძალით გაუქანა მუშტი ცხვირში.. კაცს ღრიალი აღმოხდა... ახლა მეორე კაცი მოვარდა და ქუქს დაკავება დაუწყო. ქუქის ტელეფონი ამოვარდა და მიწაზე დაეცა... ქუქს კი ერთი მწარედ იჭერდა.. მეორე მელოტი კი ურტყამდა
- არ გაქვს ფული?- იცინოდა სადისტურად
- არ მაქვს მეთქი - ამოიღრიალა ჯონკუკმა.... კაცმა კიდევ თხლიშა მუშტი მუცელში... თან უმეორებდა ჰქონდა თუ არა ფული....უარყოფითი პასუხის მიღებისთანავე ქუქს გამეტებით ურტყამდნენ... ის კი საციდავად გაკავებული ნელნელა სუსტდებოდა... მაინც რაარი ცხოვრება.. საგიჟეთში 9 წელი გაატარა და ახლა გამოშვებიდან 8 თვის თავზე სასიკვდილოდ ცემენ..... მას მამამისი გაახსენდა იმ საბედისწერო ღამეს ... სიმწრის ნაგროვებ ცრემლს სევდაც დაემატა და იფეთქა ქუქის ორივე თვალიდან....კაცმა ბოროტულად რაღაც გაშალა ხელში და ქუქს მუცელში გაუყარა..... დანა....იგრძნო ჯონკუკმა როგორ შევიდა ცივი რკინა მის მუცელში და იყვირა... მას ორივემ ხელი გაუშვა და დაჭრილი ასფალტზე დავარდა... როცა თვალს მოეფარნენ ქუქი გადაიწია რომ ტელეფონი აეღო მაგრამ იმდენად შორს ეგდო ამ მდგომარეობის ადამიანისთვის რომ ვერც კი შეწვდა.....ნეტა იუნგი ახლა მასთან ყოფილიყო.. ამას იმიტო არ ნატრობდა რომ სიკვდილი არუნდოდა... იმიტომ რომ იუნგის ბოლოჯერ უნახავად წასვლა არ უნდოდა ამ ქვეყნიდან... ჯერ კიდევ გონზე იყო და აქეთ იქით მტკივნეულად ტრიალებდა.. თან ჭრილობაზე ხელი მაგრად მიიჭირა და სისხლს აკავებდა.... პირში მომატებულად იგრძნო სისხლის გემო და მალე სისხლიც ამოაფურთხა.... საქმე მეტად ცუდად იყო... დასახმარებლად კი ვერავის უხმობდა.... უკვე ხმა ეხრინწებოდა... მართლა არ ჰქონდა ფული... 1 კვირის წინ ცოტა გამოართვა იუნგის და დაპირდა რომ თუკი დასჭირდებოდა კიდე აიღებდა..... მერე ისევ დედამისი გაახსენდა და ჭრილობის ტკივილს ძველი ტკივილი დაემატა და თვალებიდან ბრიანტებივით ყრიდა ცრემლებს რომლებიც ასველებდა ცივ ასფალტს....
- იუნგი- მოწყდა მის ათრთოლებულ ტუჩებს -იუნგიი - მასთან ისევ არავინ მიდიოდა და ქვითინი დაიწყო ... გაახსენდა იუნგი რომ დაპირდა
- ყოველთვის შენთან ვიქნები.... ჯოჯოხეთშიც ერთად წავალთ - მწარედ გაეღიმა... გვერდით ადამიანი ყოველთვისვერ გეყოლება.... ამას მიხვდა და მისი სხეული მოდუნდა
••••••
იმედია ძაან უაზრობა არაა 💜💜💜 აბა გელით💙💙
YOU ARE READING
✔ Mad Killer / შეშლილი მკვლელი
Fanfictionმძაფრ სიუჟეტიანი ფანფიკი ძმებზე- იუნგიზე და ჯონკუკზე