გოგომ ფეხი გაიქნია იქნებ მოეშორებინა... მეორედ უნდა ეკივლა როცა უკნიდან ბიჭი ჩაეხუტა
- მე ვიყავი ნუ კივი- მაგრად მოუჭირა ხელები
- იდიოტო შემეშინდააა- ტირილი დაიწყო გოგომ
- კარგი კარგი...ნუ ტირი... ბოდიში.. უბრალოდ გახუმრება მინდოდა- გოგოს სახე ხელებში მოიქცია
- დამანებე თავიი...გული გამისკდაა- დაუძვრა გოგო ხელებიდან და გაიწია - მეირედ იცოდე ეგრე აღარ იხუმრო თორებ ფეხებშუა ამოგარტყავ ერთს მწარედ - ქუქი დაიჯღანა
- ჩემზე ძალადობენ- იყვირა ბიჭმა და მწრე გაეცინა... ოთახში შუქი აინთო
- კარგი...შუქი მოვიდა...ახლა უნდა დავიძინო... ღამემშვიდობისა- უთხრა ქუქმა და თავის ოთახში შევიდა... ატირებული გოგო კი მისაღებში დატოვა... გარეთ წვიმა დაიწყო... გოგომ დივანი გაშალა და დაწვა...საბანი თავზე გადაიფარა თუმცა მაინც ვერ გათბა და ვერც თვალის მოხუჭვა შეძლო
- ჯერ 11 საათია - თქვა გოგომ... გარეთ მაგრად გაიგრუხუნა.. სარა შეხტა.. გრუხუნი ორჯერ გამეორდა...გოგოს კი გულისცემა უხშირდებოდა
- სხვა გზა არ მაქვს- ბალიში ჩაიხუტა და ქუქის კარებზე დააკაკუნა... კარები გაბურძგნულთმიანმა, ტანს ზევით ნახევრად შიშველმა ქუქმა გააღო
- რა მოხდა- ცალი თვალი დახუჭული
ჰქონდა
- შეიძლება შენთან ერთად დავწვე? ( დირთი მაინდი გამორთეთ) ღამე კიდევ რომ ჩაქვრეს შუქი- საწყალი თვალები მიანათა ბიჭს..- თან ძალიან გრუხუნებს - გალიAს ხელები მოუჭირა- თან ვერ ვთბები- ბოლოს დაამატა... ქუქმა აწეწილი თმა უფრო აიწეწა და უხმოდ გაიწია კარიდან რომ გოგო შესულიყო... სარა ჩუმად შეიძურწა ოთახში... ქუქმა ხელით საწოლისკენ ანიშნა და ცალი თვალი დაიზილა.... გოგო საბანში შეძვრა
- მადლობა- გაუღიმა ბიჭს და საპირისპირო მხარეს გადატრიალდა.. ბიჭიც დაწვა და ნახევრადმძინარე მალე მიითიშა....
ღამის თორმეტ საათზე ტელეფონი აწკრიალდა
- ვინ ჯანდაბა უნდა იყოს- გაეღვიძა ქუქს და სასწრაფოდ გააჩუმა რომ გოგოს არ გაღვიძებოდა... წამოჯდა... სარას დახედა და შემდეგ ტელეფონს დახედა.... უცხო ნომერი რეკავდა....
- ამ შუა ღამეს..... უცხო ნომერი- ზარი გაითიშა... თუმცა ახლიდან დაიწყო რეკვა
- ალო- აიღო ნახევრად მძინარე ქუქმა ტელეფონი
- ალო.. ჰ-ჰიონ- ტელეფონში აკაკნალებული ხმა გაისმა...
- ძუკნა?- პირი ღია დარჩა- ჩემი ნომერი საიდან გაქ - გაუკვირდა ..
- ჰ-იონ... ხომარ გაგაღვიძე- ძლივს ლაპარაკობდა ბიჭი
- მითხარი რატომ დამირეკე- წამოჯდა და საწოლიდან ფეხები გადმოყო
- შეგიძლია მოხვიდე?- ბიჭმა წვიმის ხმაზე შენიშნა რომ თეჰიონი გარეთ იყო
- სად...- კითხა ვითომ მობეზრებული ხმით - მთავარ მოედანთან - ამოილუღლუღა- გთხოვ როგორც ადამიანი ისე მოდი... ჩათვალე რომ უცხო ვარ.. გთხოვ.... - შემდეგ ტელეფონი გაითიშა... გადარეკვა ცადა ბიჭმა მაგრამ ვეღარ დაუკავშირდა... წამოდგა და ჩქარა ჩაცმა დაიწყო...გასაღები აიღო და გაჩერდა...
- ამას რატომ ვაკეთებ- დაუსვა კითხვა საკუთარ თავს... შემდეგ კი თავს ძალა დაატანა და კარებში გავიდა... სარას ტუმბოზე წერილი დაუტოვა... ცოტათიღა წვიმდა... ჯონკუკი ტყავის კურტკაში იყო შეხვეული და ბათინკებით გუბეებში მიაბოტებდა... თან პირიდან ორთქლს უშვებდა.მოედანთან რომ მივიდა მიმოიხედა... თეჰიონს ეძებდა... ბოლოს ერთ სკამთან დაინახა მოკუნტული... ხელები მოკეცილ ფეხებზე ჰქონდა შემოხვეული და თავი მუხლებში ჩარგული.. ყოყმანის შემდეგ ჯონკუკი მისკენ გაემართა.... გუბეების ტყაპუნის ხმაზე ბიჭმა ამოიხედა... სახე გასიებული ჰქონდა... თმა სველი...თვალები წითელი... ქუთუთოების დაბლა კი ჩაშავებული...ქუქს მის დანახვისას რაღაც ძალიან დააწვა გულზე... და ბიჭს მიუახლოვდა...
- არ მეგონა თუ მოხვიდოდი- მკრთალად გაუღიმა თეჰიონმა და თავი მუხლებში დააბრუნდა... ქუქი ერთანს აკვირდებოდა "ერთ მასად" ქცეულ სხეულს მერე კი ჰკითხა
- ამ შუა ღამეს აქ რა გინდა
- მე... მ-მაპატიე რომ გ-გაგაღვიძე- მთელი სხეულით კანკალებდა და ლაპარაკი უჭირდა ... ქუქმა კურტკა გაიხატა და ბიჭს შემოახვია... მერე კი მის წინ ჩაიკუზა...
- შემომხედე... რა გჭირს- ბიჭმა ამოხედა
- ცუდად ვარ... იუნგი ჰიონისთვის მინდოდა დამერეკა მაგრამ დიდი ხვეწნა დამჭირდა სახლიდან რომ გამოვეშვი ცოტა ხნით... და აღარ დავურეკე..მას გონია ახლა დედასთან ვარ.. ამიტომ შენ დაგირეკე... მაპატიე რომ გაგაღვიძე - უთხრა მესამედ უკვე
- კარგი კარგი არაუშავს... მაგრამ აქ რატომ ზიხარ... წვიმაში სველ მაგიდაზე... ან რამდენი ხანია აქ ხარ
- 2 საათია - წაილუღლუღა ბიჭმა... ქუქს თვალები გაუფართოვდა.. ჩუმად იყო და უმცროსისგან ახსნაგანმარტებას ელოდა- შენ რომ წახვედი... ნ-ნახევარ საათში.. ავიტეხე რომ წავსულიყავი დ-ედასთან- დაიწყო სლუკუნი ბიჭმა - ი-უნგი ჰიონმა ძლივს გამიშვა- ბევრი ჰაერი შეისუნთქა რომ დაწყნარებულიყო- სახლში რომ მ-მივედი... დედა იქ დამხვდა... არ მომიკითხა როგორ ვიყავი... არც მკითხა მთელი ორი დ-დღე სად ვიყავი... უბრალოდ მომესალმა და უცხოსავით ამიარა... მერე მივედი და მოვიკითხე... ბ-ბოლო ბოლო დედაჩემია თქო.. საპასუხოდ რომ არ მომიკითხა ძალიან მეწყინა და ვ-ვუთხარი ცუდად გავხდი და საავადმყოფოში ვიყავი თქო... გული წამივიდა მეთქი- თავი ამოყო ბიჭმა და ქუქის მიაშტერდა- და იცი რ-რა მიპასუხა?- ქუქმა თავი გაიქნია - მ-მე რაში მაინტერესებს... რ-რა ვქნაო- ბიჭს თვალი არ დაუხუჭავს ისე ჩამოუგორდა ცრემლი ისედაც სველ სახეზე... მერე ვეღარ მოითმინა და ტირილი დაიწყო... - არავის რომ არ ვჭირდები ეგ ვიცი მაგრამ...დედაჩემია ბოლო ბოლო... საკუთარი შვილი ცოტათი მაინც რანაირად არ უნდაა გიყვარდეს... რატო? რითი დავიმსახურე ეეს- ქვითინს უმატა.. ქუქმა შენიშნა მარცხენა ხელზე ორ ადგილას გაჭრილი ვენა.. ბიჭს გვერდით მიუჯდა მაგრამ ხმას ვერ იღებდა - ჯობდა რომ არ დავბადებულიყავი...- თეჰიონმა მხარზე ქუქის თბილი ხელი იგრძნო... ბიჭი წამოიწია.. ჯონკუკს სახეში შეხედა.. შემდეგ კი მთელი ძალით ჩაეხუტა ძმას... ქუქი ამას არ მოელიდა ამიტომ ხელები ჰაერში დარჩა.... შემდეგ ჩამოწია და ბიჭს ბეჭებზე ნელა მოხვია...თეჰიონმა უფრო მოუჭირა ჯონკუკს ხელები და მწარედ დაიწყო ტირილი..
- დ-დაწყნარდი- უთხრა ჯონკუკმა ჩუმად..
- მადლობა რომ მოხვედი- თქვა თეჰიონმა..
- ჰეი მაიკა არ დამიცინგლიანო- გამოწია უმცროსი და მაიკას დახედა.. თან გაიცინა.. უმცროსსაც გაეცინა.. და ცრემლიანი მაგრამ გაღიმებული თვალებით ახედა ჰიონს
- წამოდი გაცივდები - წამოაყენა ბიჭი ქუქმა
- სად- კითხა შეშინებულმა
- ჩემთან- თვითონაც წამოდგა
- არა...არა არ მინდა- გაიწია ბიჭი უკან
- ხვეწნას არ დავიწყებ... არ ვიკბინები... წამოდი- თეჰიონმა გაუბედავად დაიქნია თავი
- კ-კარგი
- შენი გალუმპული ქურთუკი გაიხადე და ჩემი შემოიცვი - უთხრა ქუქმა და სველი ქურთუკი გამოართვა... თეჰიონი ქუქს მმიაშტერდა...
- ასე რატომ მიყურებ...
- ჰიონ იცი....
- მე ასე მაშინ ვუყურებ ჰიონს როდესაც სიგარეტი ძალიან მინდა და არ მაძლევს...- გაეცინა ბიჭს
- აუ ჰო რა- უნდოდა მოეთაფლა უფროსი
- კარგი...ოღონდ იუნგის არ ვუთხრათ - ორი ღერი ამოიღო...ერთი პირში ჩაიდო...მეორე ბიჭს მიაწოდა და გაუკიდა... სახლში რომ შევიდნენ ქუქმა თეჰიონი დასვა დივანზე და თვითონ ოთახში შევიდა თავის ტანსაცმლის გამოსატანად... გადახდილ სარას საბანი დააფარა
- აიღე მოგერგება - დაუდო და თვითონ ჩაის გასაკეთებლად წავიდა... ის ღამე ძმებმა გაათენეს... ბევრს არ ლაპარაკობდნენ... უბრალოდ დილისკენ თეჰიონს დაეძინა... სარა კი სადღაც გავიდა
*****************
იუნგიმ გამწარებულმა აირბინა კიბეები და სისხლიანი სახელურის დანახვისას უფრო ცუდად გახდა...აფორიაქდა და მთელი ძალით შეაღო ოდნავ ღია დატივებული კარი...შემდეგ შიგნიდან მაგრად ჩაკეტა და მისაღებისკენ გავარდა... ქუქი კუთხეში "იდო " და ერთ წერტილს მიშტერებოდა... თან სისხლიანი ხელები მუხლებზე ეწყო.... წამში უფროსი მასთან დაიჩოქა
- ქუქ რა მოხდა... ხელები სისხლიანი რატომ გაქვს.... ქუქ როგორ ხარ ქუქ- ხელების ფათური დაიუწყო იუნგიმ ძმას.... ქუქი შეხტა მის შეხებაზე... შემდეგ თავის ძმა იცნო და ტირილი დაიწყო
- ჰიოოონ.... მე...ადამიანი მოვკალი.... მკვლელი ვარ... ჰიონ... ხელები სხვის სისხლში გავისვარე... - ხელებს რომელზეც სისხლი ნახევრად იყო შემხმარი იუნგის სახეზე უსმევდა.... ამიტომ ბიჭს სახე ნაწილობრივ სისხლით მოესვარა... - ჰიონ რა გავაკეთო...არ მინდა ციხეში.... ჰიოოონ- ყრიალებდა ბოლო ხმაზე ქუქი... იუნგის მაიკას მაგრად უჭერდა ხელზ და ექაჩებოდა...
- დაწყნარდი და ამიხსენი რა მოხდა- თავს უკავებდა იუნგი ძმას..
- მე ის მოვკალი...ჰიონ მე ის მოვკალი... მკვლელი ვარ ჰიონ...
- არა ჯონკუკ შენ მკვლელი არ ხარ... შენ ჩემი საყვარელი ძამიკო ხარ...
••••••••••••••
არ მომკლათ 😦😦😦 ყველაფერი კარგად ვერ დამთავრდება ყოველთვის 😔😔 გელით 😍😍😊😊😊
YOU ARE READING
✔ Mad Killer / შეშლილი მკვლელი
Fanfictionმძაფრ სიუჟეტიანი ფანფიკი ძმებზე- იუნგიზე და ჯონკუკზე