თავი 6
რომ ისადილეს ჯონკუკის ტელეფონმა დარეკა
- ალო ჰიონ გისმენ - იუნგიმ ჩაახველა
- დღეს საღამოს ჩემთან მოდი კარგი?
- რატომ რა ხდება - იუნგიმ გაიკვირვა
- რამე უნდა ხდებოდეს რომ ჩემ ძმასთან ერთად ვახშმობა მოვინდომო? რა წესია ღმერთო... სულ გადაგვარდა ეს თაობა - ქუქმა ჩაიხითხითა
- კარგი კარგი... მოვალ ჰო .. რამე წამოგიღო?
- არა... ვიყიდე ყველაფერი - დაკიდა იუნგიმ ყურმილი
- სარა... საღამოს თავისუფალი ხარ... შეგიძლია სადაც გინდა იქ წახვიდე ოღონდ 11 ზე სახლში იყავი - თითის ქნევა დაიწყო
- კარგი კარგი... - ქუქმა შარვლის ჯიბიდან მეორე გასაღები ამოაძვრინა და სარას გადაუგდო - აიღე და შეიძლება გვიან მოვიდე... ან არ მოვიდე... რო დაწვები ჩაკეტე კარი და მე გარედან გავაღებ... - სარაც თავს უქნევდა.. ცოტახანს ქუქი თავის ტანსაცმელს კეცავდა... ტანსაცმელი ამოარჩია და გვერდით გადადო ... წასვლის დრო რომ მოვიდა გადაიცვა და კარებთან დადგა.. გააღო
- სარა წავედი მე - უთხრა გასვლას აპირებდა როცა სარამ გამოხედა
- მაისური რას გიგავს... გაიხადე გავაუთოებ - ქუქმა მაიკაზე დაიხედა და ხელები გადაუსვა
- არაფერი უჭირს...იყოს
- ოო გაიხადე დროზე... მალე გავაუთოვებ - ქუქმაც კარები დაკეტა.. მაიკა გაიძრო და მომაწოდა...
- ოღონდ მალე - დაუდგა გვერდით სარას... ყველა ნაკეცი გაასწორა და გაკრიალებული მაიკა მიაწოდა ქუქს
- აიღე... - დაუფინა და ქუქმაც მალე გადაიცვა.... იუნგის რომ მიაკითხა დიდი ძმა მზარეულის ფორმაში დახვდა
- ჩემი სახლიდან სუნს მოვყვებოდი და მოგაგენი ჰიონ- თქვა ქუქმა და იუნგის გადაეხვია
- შემოდი - უთხრა სიცილით და ტრაკზე ხელი წამოარტყა.... ქუქი შეხტა და სამზარეულოსკენ წავიდა... ქვაბს თავი ახადა და ის იყი საჭმელი უნდა ეგდო რომ იუნგის ბოხი ხმა მოესმა
- ჯერ ხელები დაიბანე ქუქ - და სააბაზანოს კარი ფართოდ გამოხსნა ... ქუქი ჯერ სააბაზანოში შევარდა.. ხელები კარგად დაიბანა და უკან გამოვარდა... მერე ისევ ქვაბში ჩაძვრა და პირი ამოივსო
- ახლა დაჯექი და მოითმინე - თქვა იუნგიმ... თან საჭმელს ურევდა... მერე კი სინჯავდა
- კარგი თეფშებს დავაწყობ - თქვა და მაგიდას მოუბრუნდა... სამი თეფში გამოიღო და დააწყო რაც ქუქის გამჭრიახ თვალს არ გამოჰპარვია...
- ვინმეს ელოდები სტუმრად ჰიონ? - კითხა პირგამოტენილმა ქუქმა რომელმაც მეორე ლუკმა საჭმელი მოიპარა ქვაბიდან
- კი ველოდებით- თქვა და ქუქისთვის არც შეუხედავს
- და ვინაა ჩვენი სტუმარი?- ეს კითხვა კი მანამდე დარჩა უპასუხოდ სანამ იუნგიმ საჭმლის კეთებაარ დაამთავრა და ქუქის გვერდით მაგიდის თავში დაჯდა
- დღეს ტეჰიონთან ერთად ვივაჰშმებთ- თქვა და უცროსი ძმისთვის ზედ არ შეუხედავს...ქუქი წამით დაფიქრდა ვინ იყო ტეჰიონი... რომ მოწვა გაბრაზდა
- ის ნაბიჭვარი? - კოპები შეკრა
- ის ნაბიჭვარი მინდა გითხრა შენი ძმაა - ხელები მაგიდაზე დაალაგა იუნგიმ
- ის ჩემი ძმა არაა... ის ნაბიჭვარი მამაჩვენის შვილია....
- შენც იმ ნაბიჭვარი მამის შვილი ხარ ქუქ.. ეს დაიმახსოვრე... მისი დანაშაული არაა რო ნაბიჭვარის შვილია... - ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა...იუნგიმ ცოტახანში ისევ გააგრძელა - ის შენ ძალიან გგავს... შენსავით ძალიან სიმპატიურია და თან ისიც ბევრს ეწევა... ვერც მაგას ვერ ვუშლი მოწევას.. არ მისმენს...
- და შენ რას აგეკიდა? - არ ცხრებოდა ბიჭი
- არ ამკიდებია ქუქ! მასთან 1 წელია კონტაქტი მაქვს და ეს ურთიერთობა მე დავიწყე... ის კარგი ბიჭია ნახავ... რომ გაიცნობ მოგეწონება
- ვერანაირად ვერ მომეწონება .... მე მასთან საქმეს არ დავიჭერ
- ის ჯერ 17 წლისაა ჯონკუკ!!! ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება... რთული პერიოდი აქვს... დაიმახსოვრე... მას არუნდოდა რომ ნაბიჭვრის შვილი ყოფილიყო ისევე როგორც შენ მაგრამ ასე მოხდა და ვერ შეცვლი.... ჩვენ ერთი გვარი გვაქვს... ერთი სისხლი... და ვალდებულები ვართ ერთმანეთზე ვიზრუნოთ... არაქვს კარგი მდგომარეობა და იქნებ წავეშველოთ... ცოტა მაინც
- მერე იუნგი აქ დახმარების ფონდი ნახე თუ ობოლთა თავშესაფარი? თუმცა მას დედა ჰყავს და ის მოუვლის... ასე არ არის?
- რომელი დედა დღე და ღამ ბორდელში რომ მუშაობს და შვილი ცალ ფეხზე რომ ჰკიდია? - წაიწია და ქუქს სახეში მიაშტერდა - ბავშვისთვის ერთხელ არ უთქვამს ტკბილი სიტყვა... ტეჰიონმა თავის თავი თვითონ გაზარდა და მინდა ავღნიშნო რომ ძალიან ზრდილობიანი ბიჭი დადგა... - ქუქი მომენტებში მწარედ და სარკაზმულად იცინოდა და თავს იქნევდა აქეთ-იქით
- რას ითხოვ ჩემგამ იუნგი?
- შეიბრალე ბიჭი... მას დიდი ძმები ეხლა სჭირდება.... შენზე 3 წლით პატარაა... არ გთხოვ შეიყვარო... მაგრამ იქნებ ცოტა ნორმალურად მოექცე
- იუნგი არანორმალური ხარ... ახლა მოვა და ძლივს დალაგებულ ცხოვრებას ისევ არევს... შენ რაც გინდა ის ქენი მაგრამ მე მასთან ლოლიავს და ჩახუტებებს არ დავიწყებ
- რა უკუღმართი ხარ ჯონკუკ... და სასტიკად დაუნდობელი... ვინმემ გითხრა მიდი და ჩაეხუტე, გადაკოცნე და გვერდიდან არ მოიშოროო?? რატომ გადაგაქ მამის ცოდვა შვილზე რომელიც მშობლებს საერთოდ არ ჰგავს?
- რაც მამაა შვილიც ის ნაბიჭვარი იქნება - თქვა სიცილით
- მაშინ შენც ნაბიჭვარი გამოდიხარ ჯონკუკ... მოგწონს?.- ქუქი დაფიქრდა თუმცა ტეჰიონის მიღების შანსი მაინც 0% იყო დაყვანილი- რომ მოვა ნორმალურად მოექეცი... საერთოდ გყაავს ნანახი?
- კი. 3 წლის წინ - გაიხსენა ქუქმა იუნგიმ როგორ "მიუთრია" საგიჟეთში პატარა ძმა
- აა მაშინ? - თავი ააქნია - მის შემდეგ ძალიან შეიცვალა... თვალებს ვერ დაუჯერებ... ძალიან სიმპატიურია... რავქნა ეს პატარა ძმები ლამაზები გამოხვედით და მე კიდე ჰა... - თემის შეცვლა უნდოდა მაგრამ არ გამოუვიდა....
- და თან... ის შენ არ გადანაშაულებს... იძახის რომ შენს ადგილად იგივეს გააკეთებდა.. ის შენ მხარს გიჭერს ჯონკუკ... და ამას ყურადღებით მოეკიდე - რამდენიმე წუთში ზარმა დარეკა... იუნგი წამოდგა და ძმა ბოლოჯერ გააფრთხილა
- წესიერად მოექეცი და გაიხსენე 17 წლის ასაკში შემ როგორ მდგომარეობაში იყავი... - კარის გასაღებად წავიდა... ქუქი სამზარეულოში შევიდა და დასაწყნარებლად კიდევ ამოივსო პირი... და ტეჰიონის მისაღებში შესვლას დაელოდა...
- შემოდი ტეჰიონ! გამიხარდა რომ მოხვედი - უთხრა მზრუნველი ხმით იუნგიმ.. ოთახში ბოხი და ღრმა ხმა გავრცელდა... ტეჰიონის ხმა..
- მადლობა იუნგი დაპატიჟებისთვის.... მითხარი ვიღაც უნდა გაგაცნოო - თქვა და სახლს თვალი მოავლო...
- წამოდი დაჯექი... ახლავე მოვალ - თქვა და ტეჰიონი მაგიდასთან დასვა.. თვითონ კი ქუქთან გავიდა სამზარეულოში ... ქუქი ტეჰიონს თვალს არ აშორებდა... იუნგის მისვლისთანავე კითხა
- დარწმუნებული ხარ რომ ეს გოგო ჩვენი ძმაა?.- იუნგიმ ხელი წამოარტყა
- გოგო არ არის... უბრალოდ ლამაზია...
- ეხლა ეს მე მგავს? - თქვა და დაიბღვირა... იუნგი მიაწვა და სამზარეულოდან მისაღებში გაათრია... ჯონკუკმაც არ დააყოვნა და მისკენ შეტრიალებულ უმცროს ძმას მწარე სალამი მისცა
- გამარჯობა დაიკო!- გაიცინა და მის წინ სკამზე დაჯდა.. ტეჰიონმა გაფართოებული თვალებით იუნგის შეხედა... ქუქმა კი მისი შესწავლა დაიწყო: ლამაზი თვალები... მრგვალი ცხვირი... ლამაზი ტუჩები... ტუჩთან ხალები...გრძელი თითები... წამში თვალი მოაშორა პატარა ძმას და იუნგის გახედა რომელიც ნაწყენი სახით იყურებოდა
- ახლა კი ნორმალურად მიესალმე - უთხრა უფროსმა
- გამარჯობა პატარა დაიკო....
- ნომრალურად თქო - ტონი გაამკაცრდა იუნგის
- გამარჯობა ტეჰიონ - უთხრა მობეზრებით ძმას••••••••
ძალიან დამაგვიანდა სორით 😍😍😍😍
YOU ARE READING
✔ Mad Killer / შეშლილი მკვლელი
Fanfictionმძაფრ სიუჟეტიანი ფანფიკი ძმებზე- იუნგიზე და ჯონკუკზე