თეჰიონი სახლში შებრუნდა. ქუქზე ნერვიულობდა , ისევ რამეს არ გადაყროდა. დივანზე დაჯდა მაგრამ თვითონაც ვერ მიხვდა როგორ დაეძინა. ქუქი კი შუაღანუს თითქმის ცარიელ სეულის ქუჩებში დაქროდა. დს გრძნობდა რომ ჯერ კიდევ ადამიანი იყო. ბოლოს მოწყინდა მარტო ყოფნა. ინერვიულა თეჰიონს მარტო უდაბურ ტყეში არ შეშინებოდა და უკან დაბრუნდა. შედარებით ნელა მიდიოდა რომ ზედმეტი ყურადღება არ მიექცია.. სახლში რომ მივიდა მითიშული თეჰიონი დახვდა.. დააფარა.. თეჰიონი შეხტა
- წყნარად, მე ვარ!- ხელი მხარზე დაადო და დააწვა რომარ წამომხტარიყო
- მოხვედი?
- ხო ისე გაიარა დღემ რომ არავინ მომიკლავს - მძიმედ ჩაიცინა
- მოიცადე - წამოდგა
- სად მიდიხარ
- არსად - დაჯდა - დაწექი და დაიძინე... ასე ჯობია
- ხო დავიღალე... შენი მოტოციკლეტი გარეთაყენია. კარებთან.
- კარგი გავალ მივხედავ- კარები გააღო
- ხო და კიდევ.... თეჰიონ - ბიჭმა მოიხედა - მადლობა... ამ საღამოს დამავიწყდა ყველაფერი..
- არაფერს - თავი დაუკრა და გარეთ გავიდა... სანამ მოტოციკლეტი მიაყენა ჯონკუკი უკვე ჩაძინებული დახვდა. საბანი გადააფარა და თვითონ ჭამა დაიწყო. მერე მასაც დაეძინა. ქუქის თავთან იჯდა და თავი დივნის მისაყუდებელზე ედო
დილას ადრე სარა გამოვარდა გვერდითა ოთახიდან ფართხა- ფურთხით... ქუქის ნახევრად ეღვიძა... მისკენ გადმოტრიალდა.
- ქუქ.. უნდა წავიდე.. ნახევარ საათში უნდა გამოვიცვალო , წიგნები ავიღო და ლექციაზე ვერჭო. ვაიმე როგორ დამეძინა - სამჯერ დატრიალდა სანამ თავის ტელეფონს მიაგნო რომელიც ხელში ეჭრა.. ამაზე ჯონკუკს გაეცინა
- ვსო წავედი - მივიდა მწოლიარე ბიჭთან, დაიხარა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა- ეცადე არავი მოკლა - გაუღიმა და ისე გამოვიდა რომ ქუქს არ წყენია - მალე მოვაალ - აწეწილი თმით გამოვიდა თეჰიონი სამზარეულოდან
- მოიცადე თუ გეჩქარება წაგიყვან - გასაღები აიღო
- აუ კიი რაა - შეევედრა გოგო.. თეჰიონმა ჩაფხუტი მიაწოდა და ქუქს მოუტრიალდა
- წავედით და კარი არავის გაუღო ჩემი და იუნგის გარდა
- ვიცი თეჰიონ - წამოდგა და მათი გასვლის შემდეგ კარი ჩაკეტა. სააბაზანოში გავიდა და სახე დაიბანა.. ჩაორთქლილ სარკეს ხელი გადაუსვა და გაწმინდა. სარკეში სულ სხვა ადამიანი დაინახა. ის ძველი ქუქი აღარ იყო. ნატანჯი სახე, დასიებული , ჩაწითლებული, უმოწყალო თვალები. გახეთქილი ტუჩი რომელზეც სისხლი იყო შემხმარი. წყალი მოუშვა და სახე ჩამოიბანა. ჭუჭყი მოიშორა მაგრამ ის ტკივილი მაინც არ შორდებოდა. სარკეში თავის თავს ვეღარ ხედავდა. ხედავდა ერთ საცოდავ, ძებნილ მკვლელს .
- არ მინდოდა - უთხრა საკუთარ თავს და ცრემლები წამოუვიდა. ხელები სახეზე აიფარა- არ მინდოდა..- ცრემლებში შვებას ეძებდა თუმცა ამ უკანასკნელმა სახის დასველების მეტი არაფერი მოუტანა.. ნიჟარას დაეყრდნო და ამოისლუკუნა. გულმა დაუწყო ტკივილი. ხელი მიიჭირა და დივნისკენ წავიდა. ცრემლებში იხრჩობოდა მაგრამ თავს ვერ იკავებდა
- ვინ თქვა ბიჭები არ ტირიანო - კითხა საკუთარ თავს - ტირიან... ზოგჯერ იმაზე მეტს ვიდრე ქალები.. - ცრემლები მოიწმინდა და დედამისი გაახსენდა - დედა.. ვერ წამოიდგენ როგორ მჭირდები და როგორ მინდა შენთან... დედა ...გთხოვ მაპატიე - ხელები მუხლებს მოხვია და მოიკუნტა. უდაბურ ტყეში მდგარ ცარიელ სახლში ჯონკუკი თავის თავს და 9 წლის მკვდარ დედამისს ელაპარაკებოდა. მერე გადაწყვიტა ტირილს მორჩენილიყო. სააბაზანოში ისევ გავიდა და ისე ჩამოიბანა სახე ისე რომ სარკეში აღარც ჩაუხედავს. კარზე კაკუნი გაისმა. ქუქი კარებთან მივიდა
- ვინ არის?- იკითხა ხმა დაბლა
- მე ჰიონ - უპასუხა თეჰიონმა
- არ მჯერა... ვინ შენ?- დაიწყო უმცროსის წვალება
- თეჰიონი.. კარი გააღე - ანერვიულდა ბიჭი
- რა დარწმუნებული უნდა ვიყო რომ მართლა შენ ხარ?- ჩაიცინა
- შემომიშვიი!- ხელი დაკრა კარს თეჰიონმა
- დამიმტკიცე რომ შენ ხარ...- თქვა ხმამაღლა . თავიდან სიჩუმე იყო კარს მიღმა. შემდეგ თეჰიონის ხმა გაისმა
- ძუკნა ვარ.. კარი გააღე - ჯონკუკს ახლა ხმამაღლა გაეცინა და კარი ფართოდ გააღო. დაღვრემილი თეჰიონი დახვდა კარებთან- არ მეცინება - არ ინძრეოდა ადგილიდან. ხელები გადააჯვარედინა
- ვიხუმრეე- დაიჯღანა ქუქი
- რა ცუდი ხუმრობები გაქვს - თვალები მოჭუტა
- მე ასე არ ვფიქრობ .. შემოდი - ხელი დაუქნია
- არა - გაიბუსა
- რა არა... შემოდი - გაუკვირდა ბიჭს
- არა მეთქი... - ნაწყენი იყო
- კაი - ხელებში მაგრა ჩაავლო და სახლში შეათრია - ახლა ძალით დაგსვა თუ რას ელოდები - ბიჭი მიჭედებულივით არ ინძრეოდა
- აქ ვიდგები მთელი დღე
- კარგი - მხრები აიჩეჩა ქუქმა და მის დასანახად დივანზე დაეშვა . თეჰიონი გაშტერებული იდგა. ხან ერთი ფეხი გამოდგა წინ.. წამ მეორე... სათ ნახევარი იდგა სანამ კარები იუნგიმ არ შემოხსნა. ბიჭი მისკენ გატრიალდა
- გამარჯობა ბიჭებო.. - პარკები მაგიდაზე დაყარა და საპირფარეშოში გავარდა.. იქიდან რომ გამოვიდა პარკები სამზარეულოში წაიღო.. მერე თავი გამოყო და მისაღებში შემოიჭყიტა
- რა გჭირს... რატომ არ ჯდები... მანდ რას არჭიხარ?- თეჰიონი მართლა ძლივსღა იდგა ფეხზე
- ჯონკუკმა გამაბრაზა - თქვა ბავშვურად. ბიჭმა გამოიხედა
- ვინაა შენი ჯონკუკი ჰა ? უზრდელი ეს
-ვაიმე რა აღუები ხართ.. დაჯექი თეჰიონ
- არ მინდაა- ადგილიდან არ იძვროდა...
- და ეხლა ეს რას აპირებს? დილიდან არ უჭამია , ორი საათია მანდ არჭვია. საავადმყოფოში გინდა შვილო? - გამწარდა ქუქი
- დამანებეთ თავი - ხელები გადაიჯვარედინა თეჰიონმა
- დაანებე მართლა თავი. გამოდი.- ხელზე მოქაჩა შუათანამ იუნგის და სამზარეულოში გაათრია... მერე სიჩუმე ჩამოწვა. ათ წუთში თეფშით ხელში ჯონკუკი თეჰიონის წინ აიტუზა
- ჭამე მაინც - მიაწოდა
- ა-რ მ-ი-ნ-დ-ა! - ბიჭი გაბრაზდა.. უნდა შებრუნებულიყო როცა უფროსს მწარედ დაადგა ფეხზე ფეხი..
- აუუუ- პირი დააღო იმცროსმა. ქუქმა დრო იხელთა და საჭმელი ჩაუდო პირში
- ჭამე ნერვები არ მომიშალო- თეჰიონი წარბებშეკრული ღეჭავდა საჭმელს- და წამოეგდე , დაჯექი - ხელი კრა დივნისკენ.. თეფში დაუდო და თვითონ გავიდა.
შუა დღეს სახლში ქარივით შემოვარდა სარა. კარები ჩაკეტა და მის წინ დაერჭო. ჯონკუკი ღიმილით გამოვიდს მასთან
- დავიღალე - ბიჭის მკლავებში ჩაესვენა და თავი მხარზე დაადო
- თმა შეიღებეე?- გოგოს ვარდისფერი თმა აათამაშა
- კი მოგიყვქუქმა.- წამოდი დაჯექი
- მშიაა - სამზარეულოში შევარდა.. იქ თეჰიონი ეწეოდა
- თეჰიონ... შენ რა მოგცეს მოწევის უფლება?
- ერთმა ძმამ კი... მეორემ არა - თქვა ქუქმა. ამოთხვრილი ხელებით შემოვიდა იუნგი სახლში
- სიგარეტის სუნიაა - სამზარეულოში შემოაჭრა- ვინ მოგცა მოწევის უფლება?
- აამმ... ამან - ხელი ქუქისკენ გაიშვირა
- მაცადე! ხელებს დავიბან და მოგხედავთ - თითი დაიქნია და ხელების დასაბანად გავიდა
- დაგვერხა - გამოუშვა ბოლი პირიდან თეჰიონმა და სიგარეტი ჩააქრო. ყველა ჩუმად ელოდებოდა იუნგის. სიჩუმეს მხოლოდ თეფშის ხმა არღვევდა. ქუქი სარას საჭმელს აჭმევდა. იუნგი ნელა შემოვიდა ოთახში. თეჰიონმა ქვედა ტუჩი შეწია და გულუბრყვილო სახე მიიღო
- ვინ გითხრა მოწიეო?- წარბები შეკრა
- ამ...მეეე...- იუნგის ტელეფონმა დარეკა
- გისმენ -ბიჭებმა შვებით ამოისუნთქეს- ა დიახ! გისმენთ ბატონო პაკ - ჯონკუკისკენ ხელი გაიშვირა და ანიშნა რომ გაჩუმებულიყო
- ჯონკუკზე მინდა რაღაც გკითხოთ - ბიჭმა ზარი ხმამაღალზე ჩართო
- დიახ გისმენთ ბატონო პაკ - ქუქს ქვედა ტუჩი დაებრიცა. გული აუჩქარდა. სარამ ხელი ჩასჭიდა ბიჭს
- თქვენს ძმას შეყვარებული ხომარ ჰყავდა - ამ სიტყვებზე სამივე ძმამ სარასკენ გაიხედა
- აა.. არ ვიცი ბატონო პაკ. მე ვიცი რომ არ ყავდა. ის არ მიეკუთვნებოდა ისეთი ტიპის ადამიანებს რომ ერთი გოგოთი დაკმაყოფილებულიყო. სტაბილური არ იყო - ისევ ქუქს ჩააშტერდა
- ან უბრალოდ ახლო მეგობარი გოგო
- არამგონია. მეგობრები თითქმის არ ჰყოლია . რატომ მეკითხებით?
- იგი მკვლელობის ღამეს ვიღაც გოგოსთან ერთად შენიშნეს.
- ვინმე გამვლელი იქნებოდა. ალბათ აბამდა
- კარგით. მადლობა
- ნახვამდის ბატონო პაკ. - იუნგიმ ტელეფონი დაკიდა და მაგიდას დაეყრდნო
- ხო.. უნივერსიტეტში ყველა ამ ამბავზე ლაპარაკობს. ეს ჭორი ჩვენთანაც გავრცელდა რომ შეშლილ..... შენ შეყვარებული გყავდა. შენზე ოდნავ დაბალი და შავ თმიანი. ხო და რომ დავამთავრე ლექციები გავვარდი და თმა შევიღებე - ქუქს თვალები ჩაცრემლიანებული ჰქონდა. წამში ადგილიდამ მოწყდა და ოთახიდან გავარდა. სარა უნდა გაკიდებოდა მაგრამ იუნგიმ შეაჩერა
- აცადე...ჯობია ცოტახანს მარტო იყოს - მაგიდას შემოუსხდნენ და უგემურად ისადილეს
- წამლის დალევის დრო აქ - წამოდგა იუნგი. ტაბლეტი ამოიღო და ჭიქით ხელში მისაღებში გავიდა... მერე საძინებელში.. ბოლოს სამზარეულოში შებრუნდა
- ჯონკუკი სახლში არ არის - თქვა გაფითრებულმა და მაგიდაზე ჭიქის დადება უნდა მაგრამ აცდა და დაბლა ნაფშვენებად იქცა
••••••••
არ მომკლათ 😆😆😆 ეგ ბოლოსთვის მოიტოვეთ ( ისევ სპოილერი 🙄🙄) აბა გელით 😆
YOU ARE READING
✔ Mad Killer / შეშლილი მკვლელი
Fanficმძაფრ სიუჟეტიანი ფანფიკი ძმებზე- იუნგიზე და ჯონკუკზე