-ჰიონ - შეხედა საწყალი სახით ძმას თუმცა იუნგიმ მას არც კი შეხედა. ქუქი მოტრიალდა და ჩუმად შებრუნდა ოთახში. იუნგიმ კარგად დაინახა მის ხელზე გახსნილი ჭრილობა და სარას დაუწყო ძებნა
- სადაა სარა - კითხა თეჰიონს
- წავიდა
- აიხ... - წამოდგა და პირველადი დახმარების ყუთი აიღო. მერე ძმასთან შეაჭრა ოთახში რომელიც წამომჯდარი იყო საწოლზე
- ჰიონ - იუნგი ხმის ამოუღებლად აბობღდა საწოლზე და ქუქის პირდაპირ მუხლებზე დადგა. ახლად ჩაცმული მაიკის მკლავი აუწია და ჭრილობას შეხედა . შემდეგ ჭრილობას გასუფთავება დაუწყო
- ჰიონ - ისევ დაუძახა. იუნგის არ აუხედავს თითქოს ის აქ არ ყოფილიყოს. - ჰიოოონ!- აუწია ხმას - მისმინეეე რააა - ხელზე მოუჭირა და შეაჯანჯღარა. თვალები ჩაუცრემლიანდა მაგრამ იუნგი ისევ არ უსმენდა . უბრალოდ ხელს უხვევდა
- ჰიოოონ - უნდა ამდგარიყო იუნგი როდესაც ჯონკუკი მაგრად ჩაეხუტა
- ჰიონ.. მომისმინე.. ჰიონ - იუნგიმ ძლივს შეხედა ბიჭს
- გისმენ - თქვა უემოციოდ
- არ ვიცი რა გაწყენინე მაგრამ შენ რომ ყურადღებას არ მაქცევ უფრო ცუდად ვხდები - ცრემლები წამოუვიდა - გთხოვ ეგრე აღარ ქნა - იუნგი უბრალოდ უყურებდა - მითხარი რამე გთხოოვ
- რა ვთქვა ? მითხარი რა ვთქვა - გაბრაზდა - შენ ხო სიკვდილი გინდა. გგონია ვერ გავიგე თეჰიონს რომ უთხარი? მართლა გგონია რომ ყრუ ვარ? ასეთ სიდებილეს რატომ იძახი და აკეთებ? შენ გგონი მე მართლა არ მაქ გრძნობები? იცი როგორ მტკენ გულს მაგ სიტყვებით? შენი თავისუფლებისთვის იმიტომ ვიბრძოლე ამდენი რომ ბოლოს თქვა სიკვდილი მინდაოო?- ყვირილზე გადავიდა
- მე არ...
- გეყოფა ჯონკუკ! მე მარტო ვერაფერს გავაკეთებ თუ თავი ხელში არ აიყვანე. არ ცდილობ ცოტათი აზრზე რომ მოხვიდე. მე კიდევ არ ვარ ღმერთი რომ უცბად კარგად გაგხადო თორემ ამდენს გაწვალებდი? არ გშველის ეს დამპალი წამალი ისე როგორც უნდა გიშველოს. მინდა რომ კარგად იყო და შენ ეს არ გესმის! - გამწარებისგან ჩქარა სუნთქავდა და ანთებული თვალებით უყურებდა ქუქს თვალებში რომელსაც ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები.
- გთხოვ გამიგე. ცუდად ვარ ჰიონ!- თავი ჩახარა
- ვიცი რომ ცუდად ხარ! დასწყევლოს ღმერთმა ვიცი! და ყველაფერს ვაკეთებ და ვცდილობ რომ კარგად იყო. მაგრამ შენ არ ცდილობ. საერთოდ არაფერს არ ცდილობ . - დაუწია ტონს და თავი გააქნია. ჯონკუკი თავჩახრილი იჯდა და ტიროდა. იუნგის ძალიან შეეცოდა ძმა. გადაიწია და ჩაეხუტა.
- კარგი დაწყნარდი. მაპატიე არ უნდა მეყვირა - ზურგზე უსმევდა ხელს
- ჰიონ.... გთხოვ... მაპატიე - ამოისლუკუნა.
- დამშვიდდი. მერე გამოდი და ჭამე - ოთახი დატოვა. ქუქი მალევე გავიდა ძმებთან
- სარა სად არის? - მიმოიხედა ოთახში
- წავიდა. რომ გეძინა აღარ გაგაღვიძა - თქვა თეჰიონმა და ბიჭს საჭმელი გადმოუღო
- არა მე არ მშ..
- ჯობია ეგ პირიდან არ ამოუშვა და ჭამო- უთხრა იუნგიმ და ლუკმა ჩაიდო . ჯონკუკმა ნელა აიღო ჩანგალი და უგემოვნოდ დაიწყო ყბის ქნევა
- შენ თვითონ ჭამე?- კითხა თეჰიონს რომელიც სხვადასხვა საქმით იყო დაკავებული და ოთახებში დადიოდა
- რავი მგონი კი. აღარ მახსოვს - გაიცინა ბიჭმა ოთხკუთხედი სიცილით
- ამან სულ გარეკა?- კითხა ჯონკუკმა იუნგიმ. უფროსის ტელეფონი კი აწკრიალდა
- ვინაა?- იკითხა შუათანამ
- აუ ამ გამომძიებელმა ხო შემაღონა.- ჯონკუკი გააჩუმა და ლუკმა გადაყლაპა
- გისმენთ გამომძიებელო პაკ
- ჯონკუკზე რამე ახალი ხომარ ისმის?- იკითხა კაცმა. იუნგიმ თავში ხელი შემოირტყა ისე რომ ნაკლები ხმა ჰქონოდა. ჯონკუკი სიცილისგან ჩაიხა
- არა ბატონო პაკ. არაფერი. ვცდილობ დავურეკო მაგრამ ტელეფონი გამორთული აქვს. არც ისე არ გამოჩენილა არსად. რა ხდება . რამე ახალი ხომარ ისმის? მის კვალს ხომარ მიაგნეს?
- ჯერ არაფერი ისმის. კვალს ვერ მივაგენით. კვალი მკვლელობის ადგილოს შემდეგ ირევა. კარგით. თუ რამეს გაიგებთ ახალს დამირეკეთ
- ნახვამდის- უთხრა იუნგიმ და ტელეფონი გათიშა . ქუქს გაბადრული სახე ჰქონდა.- ამ კრეტინ კაცს მართლა გონია რო შენზე რამის გაგების შემთხვევაში მართლა ვეტყვი?- სახე დაჯღანა
- არ ვიცი. კაცი რომ შემოგხედავს ძალიან სანდომიანი და პატიოსანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. და ხარ კიდეც. ადვილად სანდო შეხედულება გაქვს- უთხრა ჯონკუკმა
- ხო მარა იგივე თავის ძმას რომ მოსვლოდა ჩაუშვებდა? რამე არ უნდა იეჭვოს მაინც?
- რა ხდება ვინ იყო?- იკითხა ოთახში ახლადშემოსულმა უმცროსმა
- გამომძიებელი. ახალი რამე ხოარ იცი შენ ძმაზეო - სახე დამანჭა
- უიჰ.
- ისა და მე საერთოდ არ მომწონს ის ფაქტი რომ სარა სულ აქაა და ღამეც რჩება - თქვა ქუქმა- ჩემი თავი ჯანდაბას მაგრამ ხელის დაფარებისთვის ეგეც რომ აიყვანონ? ან თქვენ? თქვენს თავზე რატომ არ ფიქრობთ?
- მეც. სარასაც და იუნგისაც რამდენიც არ უნდა გვეჩიჩინო მაინც სულ აქ ვიქნებით. ამიტომ ჯობია ენერგია ჭურჭლის რეცხვისთვის შემოინახო. დამიცვდა ჩემი ლამაზი თითები - ხელებს დახედა თეჰიონმა და თითები აათამაშა - ეგრე უფრო გულს გადააყოლებ
- კარგი ერთი - თავი გააქნია ქუქმა
- მთელი დღე თავისუფალი მაქ - თქვა იუნგიმ როცა თავის სამუშაო განრიგს გადახედა. თვალი ქუქისკენ გააპარა რომელიც თეჰიონს ელაპარაკებოდა. ხვალ ხომ ჯონკუკის დაბადების დღეა....
¤¤¤¤¤¤¤¤¤¤¤¤¤
არ მომკლათ მიზეზი მაქ :დ ტელეფონი გამიფუჭდა მაგრამ აწი მაინც დავდებ ხოლმე .. თუ მოგეწონათ ვოუთები არ დაგავიწყდეთ.....
ბოდიში ლოდინისთვის და მადლობა ♡♡♡
YOU ARE READING
✔ Mad Killer / შეშლილი მკვლელი
Fanfictionმძაფრ სიუჟეტიანი ფანფიკი ძმებზე- იუნგიზე და ჯონკუკზე