' დედა როგორ ხარ? ძალიან მომენატრე '
- ჯონკუკ მოიცადე - მთელი ძალით გარბის იუნგი და ამაოდ ცდილობს დაეწიოს უმცროსს. ყვირილისგან ხმა ჰქონდა ჩახლეჩილი. ნერვიულობისგან სკოლის პერიოდის მორბენალი აღარც ფიქრობდა სუნთქვის დაცვაზე. უბრალოდ მთელ ხმაზე ყვიროდა ძმის სახელს
- ჯონკუუუკ დამელოდე! - სიცივისგან დამშრალი ტუჩები ახლა სულ დახეთქვოდა და სისხლი მოსდიოდა . არადა თითქოს ახსოვდა რომ სირბილი თბილი ადგილიდან დაიწყეს..რა მოხდა ასე უცბად
- ჯონკუუუკ... გაჩერდიი - ბოლო ძალებსღა ცლიდა . ფეხები უკანკალებდა. გული ტკიოდა..მაგრამ მაინც გარბოდა.. ჯონკუკი უკან არც იხედებოდა.
- რატომ ჯონკუუუკ - ხელებს იქნევდა.. საბოლოოდ ძალა გამოეცალა და დაბლა დავარდა... გადატრიალდა და წამოდგომა ცადა მაგრამ ისევ დავარდა. თვალები ნელნელა ეხუჭებოდა.. სუნთქვა აღარ ყოფნიდა
- ჯონკუუკ - ამოიღნავლა. ბიჭმა უკან მოიხედა
- ჰიოოონ - იღრიალა თუმცა უკან გამოქცევა გვიანღა იყო.. ის სინათლეში იკარგებოდა. იუნგიმ კი ძმის სახელი ტუჩებზე შეახმა და გონება დაკარგა. საწოლიდან სულ სველი წამოხტა. ძმა მასთან მოვარდა
- რა მოხდა ჰიონ?- საწოლზე მუხლებით დაჯდა
- რა მოხდა - შეხედა ამოლუმპულმა გაფართოებული თვალებით.. თან ქოშინებდა
- ჩემს სახელს ყვიროდი ბოლო ხმაზე.. კარგად ხარ?- შუბლზე ხელი დაადო და თმა უკან გადაუწია
- კ-კი - თქვა ხმაჩახლეჩილმა. უმცროსი გავარდა და სირბილით წყლის ბოთლი და ჭიქა მოიტანა ..
- რომელი საათია - ბიჭის მოწოდებული წყალი დალია .
- ოთხის ნახევარია - სიბნელეში აანთო ტელეფონი ქუქმა. ხმაურზე გაბურძგნული თეჰიონი შემოვიდა
- რა მოხდაა? - იუნგისთან მივიდა - რა გჭირს ჰიონ სულ სველი ხარ
- არაფერია.. ამ.. ქუქ. შეგიძლია სიგარეტი მომიტანო? - შეხედა ბიჭს.. უმცროსმა თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა
- რაარი ჰიონ - ჩამოჯდა ბიჭი
- თეჰიონ მეშინია. ისეთი სიზმარი ვნახე.... ძალიან მეშინია
- რა დაგესიზმრა ჰიონ
- ქუქი წინ გარბოდა და ვერ ვეწეოდი. ბოლო ხმაზე ვუყვიროდი და მაინც არ მიყურებდა.
- ჰიონ. ყველა სიზმასიზმარი არ ხდება. მნიშვნელობაც არ გააჩნია ბევრს. ამიტომ დაწყნარდი. ეს უბრალოდ სიზმარია და მეტი არაფერი - გაუღიმა უმცროსს
- მეშინია - თმა გადაიწია იუნგიმ. ამ დროს ქუქი შემოვიდა ოთახში. კოლოფი იუნგის მიაწოდა და მიაშტერდა.. ბიჭმა მას შეხედა და გაეცინა
- აჰა აიღე მოწიე - გაუწოდა ჯონკუკს.. თეჰიონმა ძმაზე წინ დაავლო ხელი სიგარეტს და ამოღო.. მერე ოთხკუთხედად გაიცინა. ჯონკუკმაც ამოიღო სიგარეტი და ძმებმა მოწიეს.. იუნგის ოთახში ნამძინარევი , ჯონკუკის პიჟამოებში გამოწყობილი სარა შემოფრატუნდა
- რა ხდება - კარებთან დადგა
- არაფერი.. - თქვა ღიმილით იუნგიმ
- ამ შუაღამეს სამივეს ერთად მოგინდათ მოწევა?- გაიცინა სარამ
- იიუნგიმ კოშმარი ნახა და გაგვეღვიძა. ისა... ოთახში არ შემოხვიდე. არ მინდა ჩემ ცოლს ფილტვები ნიკოტინით დაუბინძურდეს -თქვა ჯონკუკმა და სიგარეტი ბოლომდე ჩაწვა
- ბატონოო?? ცოლიოო??- პირი დააღო სარამ
- ხო რა იყო - მისკენ წავიდა - მოვალ ახლავე - უთხრა ბიჭებს და კარებში გავიდა.. სარას ხელით მიაწვა და გაიყოლა.. გოგომ ხელები მხრებზე დაალაგა ქუქს და ერთი ნახტომით შემოაჯდა. ფეხები წელზე მოხვია
- რაო პატარავ - თმა უკან გადაუწია გოგოს და ხელები მჭიდროდ მოხვია
- არაფერი- ხელები წელზე შემოხვია და თავი მკერდზე მიადო. - უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ კარგად ხარ - სხვა ოთახში გავიდნენ
- კარგად ვარ ... კარგად - გაუღიმა. გოგომ თვალებში შეხედა ბიჭს. ქუქის თვალები ფანჯრიდან შემომავალ პატარა შუქზეც კი ციმციმებდა.
- მეჩვენება თუ ბედნიერი ხარ ?- სახეზე მოეფერა სარა შეყვარებულს
- შენ რომ გხედავ ბედნიერი ვარ კი.. - გაუღიმა.
- მიხარია ბედნიერს რომ გხედავ- გოგომაც ღიმილით უპასუხა
- ხვალ ინსტიტუტში არ მიდიხარ?
- კი როგორ არა
- მაშინ უნდა გამოიძინო - საწოლთან მიიყვანა და ხელები უნდა გაეშვა როცა გოგომ შეაჩერა
- მოიცა - ახლოს მიიწია და ბიჭს ტუჩებზე ნაზად შეეხო. ქუქმა თვალები დახუჭა და გოგოს კოცნით უპასუხა.
ირგვლის სიჩუმე მეფობდა. სიოც კი რომელიც ამ პატარა ხის სახლში ყოველთვის ხმაურით ისმოდა , თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცას. უღრუბლო ცაზე ვარსკვლავები კიაფობდნენ. შეყვარებული წყვილი კი ერთმანეთის ტუჩებით ტკბებოდა.. ამ წამს ორივენი ბედნიერები იყვნენ . მაგრამ საკითხავია თუ რას უმზადებს მათ მომავალი ( ან გაბოროტებული მწერალი😂😂😂😂)
- ნიკოტინის გემო გაქვს - გაიცინა გოგომ და თვალები მოეჭუტა. ბიჭმა ის მთელი ძალით მიიკრა და ჩაეხუტა
- ჩემო პატარა - ყელში აკოცა და გოგო დასვა
- მიდიხარ?- იკითხა გოგომ და მოიკუნტა
- დავრჩე?- მოტრიალდა
- კიი - გაიწია და დიდ საწოლზე ადგილი დაუწმო.. ქუქი საწოლზე დაჯდა. ბალიშს მიეყუდა და გოგო ჩაიხუტა.
- ტკბილი ძილი -უთხრა და თავზე აკოცა. სარას ქუქის მკლავებში დაეძინა .
დილით სარა ფართხა-ფურთხით ადგა და ინსტიტუტში წავიდა. ჯონკუკი კი მალევე ადგა და სახლის დალაგება დაიწყო. ტაემ ამაზე თვლები დაქაჩა
-ჰიონ.. მეგონა აღარასდროს გაინძრეიოდი - სიცილით სხვა ოთახში გვარდა. ქუქმა ავეჯის გადაადგილება დაიწყო. აქეთ-იქით არახუნებდა ყველაფერს. სახლში პირველი საათისკენ სარა შემოვარდა.
- უკვე დამთავრდა ლექციები?- საათს გახედა ქუქმა
- აჰმმ..კიი - ბიჭი მასთა მივიდა..ის კი თვალს არიდებდა ბიჭს
- რა მოხდა- თავი ააწევინა გოგოს
- ა-არაფერი - გაიღიმა ძალით
- რა არაფერი.თვალები წითელი გაქ? იტირე?
- არაა. მეძინება - გაიწია გოგო
- მოყევი თორე წავედი და მე თვითონ გავარკვიე ინსტიტუტში.. მალე თქვი!!
- მე...მე ნამჯუნმა მთელი კურსელების წინაშე დამცინა. კი არ მინდოდა ყურადღების მიქცევა მაგრამ ყველა რლმ იცინოდა ამეტირა - სარა ატყობდა როგორ აენთო თვალები ჯონკუკს
- ეგ ისაა მაშინ რომ მიესალმე?
- ჰოო - თავი დახარა გოგომ
- კარგი...ნუ უსმენ. ქლიავია. ეგეთებს ჭკუა არაქვს საყვარელო... აღარ იტირო კარგი?- შუბლზე აკოცა.. სარას ეგონა ასე მალე და მსუბუქად გაატარა ქუქმა ეს ამბავი მაგრამ...ჯონკუკი რის ჯონკუკია თუ ვინმეს შეარჩინა სარას დამცირება... საღამოს 11ისკენ შავი ტანსაცმელი მოირგო
- საით ჰიონ- გამოვიდა თეჰიონი აბაზანიდან
- შენ სულ როგორ ალაგებ - გაეცინა ბიჭს- გარეთ გავალ მე - პირბადე გაიკეთა
- საფრთხეს ერიდე - თქვა უმცროსმა და სააბაზანოს მიუბრუნდა. ბიჭმა ხარბად შეისუნთქა გრილი ჰაერი და იქითკენ წავიდა სადაც ნამჯუნი ნახა წინაზე...სახლიდან გამოდიოდა.. კუთხეში აიტუზა . სამიზნის გამოსვლას დაელოდა . ნამჯუნმა კუთხეში მოუხვია და ბიჭს მიეტაკა.. ქუქმა ეგრევე მუშტი უთავაზა და ნამჯუნი ძირს დააგდო. ზემოდან დააჯდა და სახეში რტყმა დაუწყო...ნამჯუნი პირიდან სისხლს აფურთხებთან უკვე როცა ბიჭი შეეშვა მის შელამაზებას და თმაზე მოქაჩა.. პირი ყურთან მიუტანა
- აწი ისწავლი რომ შენი დასაცინი არავინ არაა- წამორებული მაკრატელი ამოიღო და წინ ჩამოყრილი ჩოლკა ძირში წააჭრა.. სახლში წამოვიდა. ინაბიჭვარი კი დალეწილი იქვე მიატოვა.. მეორე დღეს სახლში ისევ სარა შემოვარდა
- ქუუუქ- იღრიალა აქოშინებულმა. ბიჭმა გამოხედა
-რა იყო
- ნამჯუნი ცემესო...სულ დალეწილია....შენ ქენი?- გაყვითლდა გოგო
•••••••
მაპატიეეეთ 😭😭😭 ძაან ვაგვიანებ... ყველაფრისთვის მომეზღვება ადრე თუ გვიან😁😁 დაწყება კი........არ მომკლათ😂😂😂😂
YOU ARE READING
✔ Mad Killer / შეშლილი მკვლელი
Фанфикმძაფრ სიუჟეტიანი ფანფიკი ძმებზე- იუნგიზე და ჯონკუკზე