სახლი აღარ გავდა სახლს. ძმები აღარ გავდნენ საკუთარ თავებს. ერთ დიდ უბედურების ბუდედ ქცეულიყვნენ. და ვინ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე?
ჯონკუკი ოთახიდან აღარ გამოსულა. უბრალოდ იჯდა და გამწარებული უყურებდა კედელს . თვალებს მექანიკურად ახამებდა. არც ინძრეოდა. ვერც ვერაფერს გრძნობდა. უბრალოდ ცარიელი ფიტულივით იყო რომელსაც აღარაფრის იმედი აღარ აქვს.
იუნგი განყოფილებაში დაიბარეს. ბიჭი წასვლის წინ ძმასთან შევიდა ოთახში.
- ჯონკუკ- უკნიდან მიუჯდა. ბიჭი არ განძრეულა. - უნდა წავიდე. დაკითხვაზე დამიბარეს- ბიჭი ისევ კედელს მიშტერებოდა. ოთახში სიჩუმე მეფობდა რაც იუნგის შინაგანად არ ასვენებდა. გული ცუდს იგრძნობოდა. რაღაც საფრთხეს მოელოდა. ბიჭმა ყელში გაჩხერილი ბურთის ჩაყლაპვა სცადა რომელიც ლაპარაკში უშლიდა - ქუუქ... საათობით ასე გაუნძრევლად რატომ უყურებ სიცარიელეს? - ბიჭი ისევ არ პასუხობდა. ქვედა ყბა აუკანკალდა. მოტრიალდა და ძმას მთელი ძალით ჩაეხუტა.
- არ წახვიდე გთხ-ოვ - მთელი ძალით უჭერდა ხელებს- არ წახვიდე... არა
- ქუქ მომიწევს- ხელები მოხვია ბიჭს. - დაკითხვაზე როარ მივიდე შეილება რამე იეჭვონ.. 5 საათით წავალ მეტით არა - გული უფრო სწრაფად უცემდა. მთლიანად ფორიაქმა მოიცვა
- არა ჰიონ... ა-არა - ხელს არ უშვებდა ბიჭი.- რომ ვეღარ გნა-ხო - იუნგი გაფითრდა
- ეგ შეუძლრბელია.. მალე დავბრუნდები - თავზე აკოცა ბიჭს და თეჰიონს დაუძახა. ბიჭი ოთახში ნელა შემოვიდა.
- ჯონკუკთან იყავი გთხოვ.. მე არ მიშვებს - თეჰიონმა შუათანას ხელი მხარზე დაადო და ოდნავ უკან გაწია. იუნგი წამოდგა.
- დროებით - უთხრა და ოთახიდან გავიდა. ჯონკუკი ახლა თეჰიონს აეკრო
- რას გრძნობ ჰიონ- კითხა ცოტა ხნის შემდეგ
- სიცარიელეს - თვალები დახუჭა ბიჭმა.
- წამალს მოგიტან - თქვა თეჰიონმა და წამოდგა. სამზარეულოში გავიდა. წამლის ცარიელი ფლაკონი იპოვა. მერე იუნგის ოთახში გავიდა ვერც იქიპოვა წამალი. მერე ქუქთან დაბრუნდა
- ჰიონ. ალბათ შენი წამალი იუნგის გაყვა. წავალ ვიყიდი და მოვიტან კარგი? - ქუქს ხმა აღარ ამოუღია. ბიჭმა ტელეფონი საწოლზე დაუტოვა
- როგორც კი დაგჭირდები დამირეკე - გამოტრიალდა და წავიდა.....
YOU ARE READING
✔ Mad Killer / შეშლილი მკვლელი
Fanfictionმძაფრ სიუჟეტიანი ფანფიკი ძმებზე- იუნგიზე და ჯონკუკზე