ჯონკუკი და იუნგი გვერდიგვერდ ისხდნენ დივანზე. თითქმის თორმეტი საათი იყო. 5 წუთი აკლდა. იუნგი ტელეფონში იყო ჩამძვრალი. ქუქი კი უაზროდ იყურებოდა აქეთ-იქით. სახლში შუქი წავიდა
- ფუ ამ შუაღამეს რა შუქის ჩაქრობა აუტყდათ- წამოდგა იუნგი - გარეთ ვნახავ რამე ხოარ ჭირს - უთხრა უფროსმა უმცროსს და კარებიდან გავიდა. ქუქი სიბნელეში საგნების დანახვას ლამობდა. მაგრამ გონება სულ სხვაგან უქროდა. ნუთუ იუნგის დაავიწყდა მისი დაბადების დღე. საათს დახედა
- ერთი წუთი უკლია - თქვა და აქეთ- იქით მიმოიხედა- იუნგი სადარის - მოიწყინა. პატარა აღარ იყო თუმცა მაინც უყვარდა თავის დაბადების დღე. ტუჩზე იკბინა და ფეხები დივანზე აკეცა. ხელები მოხვია. გავიდა ბოლო წამი და დადგა მისი დაბადების დღეც. არავინ იყო მასთან. არც იუნგი - გარეთ იყო გასული, არც თეჰიონი - შეყვარებულთან წავიდა, არც სარა - სახლში წავიდა... ქუქმა თვალები დახუჭა და წამში კარები ხმაურით გაიღო .
- ნელა იუნგი ჰიონ ტორტი არ დაგივარდეს - წინ გამოატარა თეჰიონმა ბიჭი
- ჰო ვთქვი მე უნდა დამეჭირა - წუწუნებდა სარა . იუნგი უბრალოდ სანთლებისგან შორს იჭერდა თავს . ქუქს გული აუჩქარდა. წამოდგა და სამეულთან მივიდა
- გილოცავთ ქუქ - უთხრა იუნგიმ ღიმილით. ბიჭმა ხელები პირზე აიფარა და გაუცნობიერებლად წამოუვიდა ცრემლები.
- ჰიონ.. ეს.. - ტირილი დაიწყო.
სარას ძალიან გაუკვირდა და ბიჭთან მივიდა
- დაწყნარდი ქუქ რა გჭირს - ჩაეხუტა
- მეგონა დაგავიწყდა ჰიონ- თქვა ლუღლუღით ქუქმა. იუნგის გაეცინა
- როდის დამვიწყებია შე სულელო.. დაიწვა სანთლები და დაადნა ტორტს. ჩაქრე ოღონდ ნელა სანთლებთან არ აიტრუსო - ქუქმა შეუბერა სული და ერთიანად ჩააქრო.
- იუნგი ჰიონ ეხლა მაინც დაიჭირე ტორტი წესივრად ერთ მეტრაზე რო გაქ გაშვერილი ხელები. მთელი გზა დავიწვები დავიწვების კიოდა - ჩაბჟირდა თეჰიონი
- რო ავტრუსულიყავი შენ მიშველიდი? - დაიბღვირა ბიჭი. თეჰიონი ქუქთან მივიდა - გილოცავ ჰიონ - ჩაეხუტა - ყველაფერს კარგს გისურვებ - მერე ტორტს მიუბრუნდა. მარწყვი და შოკოლადი ერთად. ქუქის საყვარელო კომბინაცია . იუბილარმა ხელი ატაკა და მარწყვი აიღო. შოკოლადში მოთხვარა და შეჭამა. ბედნიერი იყო
- თქვენ ჰო წახვედით - თქვა პირგამოტენილმა
- ჰო ოღონდ ტორტის მოსატანად - გაიკრიჭა ბიჭი .
- წამო ვჭამოთ თორე წეღან ისედაც ამოაკლო თეჰიონმა ერთი მარწყვი და პირში იტაკა... ეს მთელს არაფერს დატოვებს - ბუზღუნებდა იუნგი
- მომე ტორტი აქ - გამოართვა თეჰიონმა
- მარწყვი გიყვარს?- კითხა ქუქმა. უმცროსმა თავი პატარა ბავშვივით დაიქნია. ქუქმა ტორტიდან მარწყვი ამოიღო და თეჰიონს ჩაუდო პირში.. მეორე მარწყვი სარას აჭამა.
- მე არ მინდა ტორტთან ერთად შევჭამ - თავი გაწია უკან იუნგიმ. თეჰიონი სამზარეულოში გავარდა. სინათლე აანთო და ტორტს გაჭრა დაუწყო. ერთი დიდი ნაჭერი ქუქს დაუდო. სარას და იუნგისაც მოუჭრა და წინ თეფშებზე დაულაგა. თავისთვის ყველაზე დიდი ნაჭერი მოიჭრა და ჭამა დაიწყო..
- ჰო.. საჩუქრის შეკვეთა გვიან მომიწია. ამიტომ ხვალ მოგცემ კარგი?- კითხა უფროსმა. ქუქმა თავი დაუქნია. ნაჭერი მთლიანად შეჭამა და ტორტზე დაწყობილ მარწყვებს ეტაკა.
- სარა. ჰო გითხარი ამ ორისთვის ცალკე მარწყვი უნდა გვეყიდა - ბურტყუნებდა იუნგი. ზარა კი ბედნიერი ჯონკუკის შემხედვარე იღიმოდა. ქუქი და თეჰიონი კი ტორტს ''ატყავებდნენ''
- თეჰიონ.. სანამ ლუკმას არ ჩაყლაპავ არ გაქ მარწყვის წინასწარ აღების უფლება - თქვა პირგამოტენილმა ქუქმა. თეჰიონმა ლუკმა სწრაფად გადაუშვა ყელში და მარწყვი უნდა აეღო როცა ჯონკუკმა ხელში ჩაარტყა და თვითონ იტაკა პირში
- ეს მე მინდოდა- თეჰიონმა მეორე იტაკა პირში და სწრაფად ღეჭავდა. ეხლა მან ჩაარტყა ქუქს ხელში და მარწყვი იტაკა
- აღუუ - ირონიულად წამოიძახა იუნგიმ- რატო ბავშვობთ
- აბა რა ვქნათ ჰიონ?- იკითხა ქუქმა. - დავსერიოზულდეთ?- თეჰიონს ანიშნა ამყევიო.. წელში გაიმარტა. ფეხი ფეხზე გადაიდო. ხელებს მუხლებზე დაიწყო და ტუჩები მოპრუწა
- ბატონო თეჰიონ კომპანიაში საქმე როგორ მიდის - თეჰიონმა მას მიბაძა და წყლის ჭიქა აიღო. პატარაზე მოწრუპა და სალფეტკით მოიწმინდა პირი
- რა გითხრათ ბატონო ჯონკუკ. კრიზისი გვაქვს- თან მარწყვს აშტერდებოდა
- კაი კაი გეყოთ - ხელები აიქნია იუნგიმ. სიცილი ძლივს შეიკავა. თეჰიონმა თითები ატაკა და სამიზნე მარწყვი პირში იტაკა
- ეეე ეგ მე უნდა მეჭამაა - იყვირა ქუქმა. თეჰიონი მოკვდა სიცილით. სარას უძინებოდა ამიტომ ვერ აზროვნებდა. უბრალოდ ბიჭებზე ეღიმებოდა. ბოლო მარწყვიღა იყო დარჩენილი. იუნგი გადმოიწია და ბოლო მარწყვი იტაკა პირში
- ამისთვის მთელი ღამე დაჭამდით ერთმანეთს- პირდაღებული ბიჭები მიშტერებოდნენ მას. მერე ერთმანეთს ახედეს.
- აუ ახლა რა ვაკეთო... მომწყინდა.-დაიწუწუნა თეჰიონმა
- თეჰიონ!- კოვზი აიღო ჯონკუკმა - მოდი ნიგოზი გამოვიღოთ ტორტიდან - თვალები გაუბრწყინდა
- წამო - ტირტი შუაზე გაჭრა თეჰიონმა. ტორტის გამოშიგვნა დაიწყეს და თან შეჭმულ ნიგვზებს ითვლიდნენ. - აღებინეეებთ- იყვირა იუნგიმ
- არანაირად - თავი გაიქნია ქუქმა - ხუთი! - წამოიყვირა და ნიგოზს ტორტის ნაჭერი მიაყოლა.
- ეგ ნიგოზი არ იყოო - თქვა პირგამოტენილმა თეჰიონმა
- როგორ არაა - პირი გააღო ქუქმა. თეჰიონმა შეხედა და ტორტი მოატრიალა
- მაქეთ ბევრია დაგროვებული- წაიწუწუნა. ქუქს თითი დაესვარა და იქვე დაყუდებულ თეჰიონის ხელს წაუსვა.- ჯონკუუუკ!! ჩემი გუჩის მაისურიი - იყვირა განწირული ხმით.დამნაშაბვეს სიცილი წასკდა. თეჰიონმა ტორტის პატარა ნაჭერი აიღო და მთლიანად მიაზილა ქუქის მაისურს...
- ეეეეე
- ეგრე გინდა.. მიყვარდა ეს მაისური..
- გაირიცხება მერეე უუჰ!!
- ეგეც გაირიცხება - ენა გამოიყო თეჰიონმა.. იუნგი ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს
- არწყევთ!- თქვა მტკიცრდ
- არანაირად - გაუმეორა ქუქმა და მის დანასახად ტორტის დიდი ლუკმა შეჭამა.
- თავს იკალვთ?- გახედა თეჰიონს რომელიც მეორე მოჭრილ დიდ ნაჭერს ჭამდა..
- აუ შენც ჭამეე - მიუტანა პირთან ტორტი ქუქმა
- რაა??! არაა რწყევას არ ვაპირებ
- ეს ერთიი -თავი მოისაწყლა და ძალით აჭამა ძმას ტორტი. სარასკენ მიტრიალდა ბიჭი. გოგო თვალებს ძლის ახელდა
- სარაა - გადაიწია მისკენ. გოგომ თვალების გახელა ცადა მაგრამ მითიშული იყო. ქუქმა ლოყაზე თითი ჩამოუსვა - სარაა..- წამოდგა და გოგოსთან მივიდა. -წამოდი პატარავ დაწექი - ხელი მოკიდა და ფრთხილად ააყენა. ბარბაცით გაიყვანა და საწოლში დააწვინა.
•••••••••
თუ არ დაგეზარებათ კომენტარებში თქვენი აზრი დაწერეთ 😊😊👐👐
YOU ARE READING
✔ Mad Killer / შეშლილი მკვლელი
Fanfictionმძაფრ სიუჟეტიანი ფანფიკი ძმებზე- იუნგიზე და ჯონკუკზე