=15=

651 64 13
                                    

დილას ინციდენტის ადგილიდან გატანილი იყო გვამი. ჟურნალისტები მოხვეულნი იყვნენ მომხდარის გარშემო და იმ ადგილს აფიქსირებდნენ კამერები სადაც სისხლის კვალი იყო დამჩნეული. იუნგის უწყება მოუვიდა იმის შესახებ რომ დაკითხვაზე იყო დაბარებული და ეგრევე დაიწყო ჩაცმა რომ ყველაფერი ბუნებრივად გამოსულიყო. დეპარტამენტში ლამის თავით წაეშვა ისეთი სისწრაფის შევარდა
- რა ხდება - კითხა გამომძიებელს რომელთანაც შევიდა კაბინეტში. გამომძიებელმა სკამისკენ მიუთითა
- გამარჯობა ბატონო იუნგი.
- გამარჯობა ბატონო პაკ -დაჯდა ბიჭი და სახეზე არაფრისმთქმელი სახე აიკერა - რატომ დამიბარეთ დაკითხვაზე? რამე დავაშავე?
- თქვენ არა... თქვენმა ძმამ დააშავა - იუნგიმ სახეზე გაოცება გამოკვეთა
- ჩემმა ძმამ? ჯონკუკმა?- პირი დააღო- რა დააშავა
- ადამიანი მოკლა - სათვალის ქვემოდან გამოხედა გამომძიებელმა
- არაა- ჩაიცინა და თავი გააქნია იუნგიმ- ვიღაცაში გეშლებათ. ის ამას არ იზამდა
- დიახაც გააკეთა.- უჯრიდან ქაღალდები ამოაწყო - აი ნახეთ ექსპერტიზის პასუხები. დანაზე თქვენი ძმის თითის ანაბეჭდებია ნაპოვნი. ასევე გარდაცვლილის მაისურზე თქვენი ძმის სისხლი
- ეს როგორ - დააჩერდა ქაღალდებს რომლიდანაც სინამდვილეში ერთი ასოც არ აინტერესებდა რადგანაც გამომძიებელზე კარგად რომ ჯონკუკი მკვლელი იყო
- ახლა სად არის?- ჩაიცრემლიანა თვალები იუნგიმ იმიტომ რომ არ დაუხამხამებია წამწამები და აეწვა თვალი
- ეს თქვენ უნდა გკითხოთ ბატონო იუნგი.... სად არის თქვენი ძმა?
- მე არ ვიცი. გუშინ არც მინახავს.
- რამე დამატებით ხომ არ იცით მის შესახებ?
- არა
- დარწმუნებული ხართ?
- დიახ - თავი დააქნია იუნგიმ
- აქ ხელი მომიწერეთ - გადმოაწოდა მეორე ქაღალდი და იუნგიმაც თავის ხელმოწერა დატოვა ზედ
- თუ რამეს გაიგებთ გთხოვთ ითანამშრომლოთ გამოძიებასთან
- აუცილებლად- თავი დაუკრა ბიჭმა და კაბინეტიდან გამოვიდა. თავაწეულმა გადაჭრა დეპარტამენტი და როგორც კი გარეთ გავიდა ეგრევე თეჰიონთან დარეკა
- ალო თეჰიონ - თქვა თუ არა ტელეფონში ოდნავ მაგრამ შესამჩნევლად ხმა გაორმაგდა
- ალო ჰიონ- იქიდან მომავალი ხმაც უცნურად ისმოდა. იუნგი მიხვდა და თვალთმაქცობის მეორე სერია დაიწყო
- ალო თეჰიონ. ლამის გული გამისკდეს. გამოძიებაზე დამიბარეს და მითხრეს რომ ჯონკუკმ ადამიანი მოკლა.
- რაა??- იქიდან გაკვირვებულმ თეჰიონმა იყვირა - რეებს ბოდიალობ
შენ ხომ..
- ხო თეჰიონ მეც გავოცდი. ჩემი ძმა დაკარგულია. არ ვიცი სად ვეძებო. ღმერთო რა შარში გაყო თავი- ხელები აიქნია. თეჰიონი გაურკვევკობისგან ჩუმად იყო. - კარგი ახლა წამოვალ და მოგიყვები - უთხრა და ტელეფონი დაკიდა.
მანქანა ტყეში შევიდა თუარა იუნგიმ მკვეთრად წაატორმუზა და მანქანიდან გადმოხტა. სახლში შევიდა და კარები ჩაკეტა. ოთახში გაოგნებული თეჰიონი და ჯონკუკი ელოდნენ
- რა ხდება?- იკითხა თეჰიონმა
- ვისმინები - ტელეფონი მიაგდო და თმაზე ხელი გადაისვა. მწარედ ამოიხვნეშა
- დაკითხვაზე იყავი?- კითხა მოკუნტულმა ჯონკუკმა
- კი. და მგონი კარგად ვიმსახიობე - ჩაეცინა- ანაბეჭდებით დაადგინეს შენი ვინაობა
- ამის დედაც - თქვა გამწარებულმა
- დაწყნარდი. აქ ვერ მოგაგნებენ - ხელი მხარზე დაკრა ბიჭს და თეჰიონს გახედა- მშია
- წამო რამეს მოვიჯართებთ - უთხრა უმცროსმა და ორივენი სამზარეულოში გავიდნენ. ჯონკუკმა ძმის ტელეფონი აიღო და ახალი აბები ჩართო . ტელეფონში წამყვანი ქალის ხმა გაჟღერდა
" დღეს ღამი მკვლელობა მოხდა სეულის ერთ- ერთ უბანში. გარდაცვლილია ერთი მამაკაცი. მომხდარ ინციდენტს თვითმხილველი არ ჰყავს. გარდაცვლილი მოკლულია დანით რომელზეც აღმოჩენილია დამნაშავის თითის ანაბეჭდები და გარდაცვლილის მაისურზე მკვლელის სისხლი. მკვლელის ვინაობა ექსპერტიზამ დაადგინა. " ამ დროს ეკარზე ჯონკუკის სურათი ამოხტა" მკვლელი ჯონკუკი რომელიც ადგილიდან მიიმალა. ცნობილია რომ იგი წინა ცხრა წლის განმავლობაში საგიჟეთში იჯდა და მისი ძმის , იუნგის თავდებით გამოუშვეს, ხალხმა მას უკვე შეარქვა ზედმეტსახელიც "შეშლილი მკვლელი" " ქუქმა ვერ შეამჩნია როგორ ედგნენ თავზე ძმები. იუნგის დიდი ლუკმა პირში ჩაუმჟავდა. თეჰიონი გაფითრებული იდგა და ორივენი ძმის რეაქციას ელოდნენ. ჩაწითლებული თვალებით ახედა ქუქმა ძმებსდა თვალები ცრემლებისგან გაითავისუფლა
- შეშლილი მკვლელი... შეშლილი მკვლელი... ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა ჰიონ. ყველა მიცნობს. ოღონდ ისე როგორც დამნაშავეს - გაიღიმა და თავი დახარა. ტელეფონი გადადო და ტირილი დაიწყო.
- დაწყნარდი- ლუკმა ჩაყლაპა იუნგიმ - ხალხი სიმართლეს რომ გაიგებს აღარ შეძულდები არავის.
- და თუ ვერ გაიგეს? და თუ ციხეში მიკრეს თავი? და თუ სამუდამოს ამაყუდეს ოთხ კედელს შორის? მერე რა ვქნა უშენოდ ჰიონ- იუნგი მიუჯდა
- დაწყნარდი. მე სულ შენთან ვიქნები - გადაეხვია და ზურგზე ხელი გადაუსვა
- ამ ღამეს გარეთ გავალ- თქვა ქუქმა
- სახიფათოა- უთხრა იუნგიმ
- გარეთ მინდა. გვიან გავალ. შავებს ჩავიცმევ. პირბადეს გავიკეთებ
- კარგი. ოღონდ თუ ვინმემ დაგინახა გაიქეცი და იქამდე ირბინე სადამდეც შეგეძლება - დაამატა ჰიონმა
- ეგ ლაჩრობაა ჰიონ- შეხედა ქუქმა
- არაა ლაჩრობა. იმისთვის რომ დავამტკიცო შენი უდანაშაულობა შენ გარეთ უნდა იყო . გააკეთე რასაც გეუბნები
- მე უდანაშაულო არ ვარ - დაჭყიტა თვალები ბიჭმა
- ყოველ შემთხვევაში შენი ბრალი არ იყო - დაამთავრა. ადგა და თავის ბუტერბროდს მიუბრუნდა რომელსაც ჭამდა .ოთახიდან გავიდა.
- ქუქ.. რამე უნდა ჭამო - თეფში მიაწოდა თეჰიონმა
- არ მშია - თქვა ჩუმად.
- გთხოოვ - უთხრა ბიჭმა ბოხი ხმით.ჯონკუკმა ცრემლიანი თვალებით ახედა თეჰიონს და თეფში გამოართვა. პირველი ლუკმა ძლივს გადაუშვა ყელში. და მერე მეორეც მიაყოლა. მერე კი დაეძინა. ღამე თეჰიონის ფაჩუნმა გააღვიძა
- მაპატიე გაგაღვიძე. - გაუღიმა და გააგრძელ დალაგება
- რატომ არ გძინავს ?- წამოჯდა
- არ მეძინება- მიუჯდა გვერდით
- გარეთ მინდა გასვლა - ამოიხვნეშა
- ხო? იდეა მაქ. მოტოციკლეტზე კატაობა იცი? - გახედა ეშმაკური სახით
- კი.. რაარი?
- ჩაიცვი ჩემთან მივდივართ- ადგა და თვითონაც გამოსაცვლელად გავიდა. უკან რომ დაბრუნდა შავებში შემოსილი ჯონკუკი დახვდა. პირბადე ამოიღო და ძმას გაუკეთა. მერე კეპი ჩამოუწია. სახე აღარ უჩანდა
- ასე... ვერავინ გიცნობს - გაიცინა და სახლიდან გავიდა.
- ბევრი უნდა ვიაროთ. იმედია გაუძლებ - თქვა თეჰიონმა
- სხვა საქმე მაინც აღარ მაქ - მიყვა ძმას.
ნახევარ საათში თეჰიონთან იყვნენ. ბიჭმა "გარაჟი" გახსნა და თავის მოტოციკლეტი გამოიყვანა
- ვოოოუ- განცვიფრდა ჯონკუკი - საიდაან?
- 2 წელია ვმუშაობ. ფული შევაგროვე და ვიყიდე - ჩაფხუტი ჩამოიცვა. მეორე კი ძმას მიაწოდა - აიღე. ასე კიდევ ორმაგად დაცული იქნები - ბიჯა დაუჯერა- უკან დაჯექი!
- კი მაგრამ..
- ტყეში მივალთ და იქიდან წაიყვანე სადაც გინდა. იქამდე მივალთ მხოლოდ - თვალი ჩაუკრა
- კარგი - მოუჯდა უკან და ხელები მხრებზე დააწყო თეჰიონს
- გირჩევ კარგად გამაგრდე - შეხედა ეშმაკურად და დაქოქა... მალე კი ადგილიდან მოწყდნენ. თეჰიონი სიჩქარეს უმატებდა ნელნელა. ბოლოს კი ძალიან აუჩქარა
- დარწმუნებული ხარ რომ ასეთი სიჩქარის მართვას შეძლებ?- ძლივს კითხა ხმაურში ბიჭმა
- ჯერ სად ხარ..- მთავარ გზაზე გაუხვია სადაც მანქანები ბევრი იყო. სიჩქარეს არ უკლებდა ისე დაძვრებოდა მათ შორის.. ქუქმა იღრიალა და როდესაც მიხვდა რომ ყველამ მას შეხედა მოკეტა.
- იყვირეე - იღრიაა ტაემ - აქ მაინც ვერავინ გიცნობს. ქუქმა გადაიხარხარა და ბოლო ხმაზე იღრიალა. თეჰიონს ხელი გაუშვა და ხელები ზევით აწია....
თეჰიონი კი გზას თვალს არ აცილებდა.
- ამის გამო პრობლემები არ გექნებაა?- კითხა ქუქმა
- ბევრი ჯარიმა მაქვს არტყმული 😁😁- გაეცინა ტაეს - მაგრამ ამ გრძობად  ღიიირს - უფრო მოუმატა სიჩქარეს. ქუქი დასაჯდომს მოეჭიდა და ისევ ბოლო ხმაზე აღრიალდა..
- მომეშვაააა- დააყოლა თან
- აბა რააა- შეანელა ნელნელა თეჰიონმა და ბოლოს ტყესთან გაჩერდა
- ღმერთო ძალიან მაგარი იყო - გაეცინა ქუქს.
- მიხარია ცოტა ხნით თუ მაინც შევძელი დაგევიწყებინა ყველაფერი- გაიღიმა ბიჭმა
- შენ ვინ ყოფილხარ - გაიცინა უფროსმა
- მარტო ლამაზი კიარ ვარ - აყვა სიცილში თეჰიონი- წაიყვანე. და ტელეფონი წაიღე. მე სახლის ტელეფონიდან დაგირეკავ თუ რამეა - მიაწოდა
- მადლობა. მალე მოვალ.- გამოართვა და ჩაფხუტი მოირგო... მერე დაძრა თუმცა გაჩერდა. ძმას ხელი დაუქნია და ტყეში გაუჩინარდა
••••••••••
წათიშულ-მითიშულ-გადათიშულ-გადმოთიშული გახლავართ და არ ვიცი რა დავწერე 🤣🤣🤣😂😂😂 მაგრამ იმედია მოგეწონათ და ძაან უაზრობა არაა🤗🤗💛💛 აბა გელით

✔ Mad Killer  / შეშლილი მკვლელიWhere stories live. Discover now