ჩემი სახლიდან ავტობუსის პირველ გაჩერებამდე რომ მივიდე, რვა წუთი მჭირდება. ხო, წამზომით დავითვალე. თუმცა ამჟამად იქ მისსასვლელად თხუთმეტი წუთი დამჭირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გადაწყვეტილებისკენ მივდივარ, ფეხები მაინც უკან მრჩება.
გაჩერებაზე ჩავდივარ. ავტობუსების განრიგის მაჩვენებელი დაფა მაუწყებს, რომ ტრანსპორტი, რომელიც მე მაწყობს ცხრამეტ წუთში მოვა. ღმერთო, ჩემო, არ არსებობს. ყველაფრის მიუხედავად დაგვიანება არ მინდა. არა-და მაჩვენებლის თანახმად ათი წუთით დაგვიანება არ ამცდება. იმედი მაქვს დღეს სასწაული მოხდება და საცობები არ იქნება.
გაჩერებაზე მარტო ვდგავარ. მზის გულია. მართალია, მაისი ახალი დაწყებულია, მაგრამ უკვე ძალიან ცხელა. ახლა წვიმა ზედ-გამოჭრილი იქნებოდა ჩემთვის. თუმცა, კოლეჯში პირველსავე დღეს სველი მისვლა არც ისე კარგი იდეაა.
ხო, კოლეჯში. მანამდე სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი. კარგი სტუდენტი ვიყავი. სადიპლომოც „ა" კატეგორიაზე დავიცავი, მაგრამ რად გინდა? კი არის ახლა ეს ჩემი დიპლომი ჩამოკიდებული კედელზე და ელოდება დედამთილის კმაყოფილ მზერას.
ავტობუსს ერთი წუთითაც რომ დაეგვიანა, მზის დარტყმას მივიღებდი. ტრანსპორტში ავდივარ და ახლა-ღა მაწვდის ჩემი ტვინი ინფორმაციას სამგზავრო ბარათის სახლში დარჩენის შესახებ. ფუუ!
- ბილეთები ავიღოთ ამოსულებმა! - ყვირის კონტროლიორი ქალი. წონასწორობის შესანარჩუნებლად სკამის საზურგეს ვეყუდები და ჩანთაში ხურდების ძებნას ვიწყებ. ტრანსპორტში ისეთი სიჩუმეა, თითქოს მხოლოდ მე ვმგზავრობდე. ჯანდაბა, ხურდა არ მაქვს.
- რა ხდება გოგონა? ბილეთს არ იღებ? -ზემოდან დამყურებს ალვის ხესავით უსარგებლოდ აწოწილი ცივთვალება მდედრი და მწვანე ჟილეტს ისწორებს.
YOU ARE READING
ვანილის კოცნა | ✓
Romance- ვანილის გემო გაქვს. - დამჩურჩულებს ბაგეებზე, ხელს მიშვებს და გასახდელიდან გადის. ______________________ studentXchef romance მოთხრობა აღებულია 4love.ge-დან. ავტორი: მარიამ ნატროშვილი (lullaby0111)