თავი 4

5.9K 312 117
                                    

კინოთეატრში „მომავლის სამყაროს" ვუყურებთ. „სასტავის" გემოვნება ემთხვევა და კინოთეატრიდან გამოსულები „ვენდისში" მივდივართ. სახლში კი ცოტა გვიან, სასიამოვნოდ დაღლილი ვბრუნდები.

ძილის წინ ფეისბუქს ვამოწმებ. ორი მეგობრობის მოთხოვნა მხვდება. ერთი ლიზია, მეორე ნათკა. ორივეს ვიმატებ და ჩემს გვერდზე ნათიას მიერ მოწონებულ სურათებს მიჩვენებს. ყველა მათგანი რეზისია. ღმერთო, ამან უკვე მოასწრო.

კბილებს ვიხეხავ და ვწვები.
როგორც ჩანს, ბატონ რევაზს არ უნახავს ჩემი გაშტერებული სახე გასახდელთან, ასე, რომ სანერვიულო არაფერი მაქვს. ტკბილ ძილს გისურვებ ანა.

***

გასახდელში ბლომად გოგოები არიან და ცოტა სივიწროვეა. ლანას მკერდის ქვემოთ ტატუ გაუკეთებია და კმაყოფილი ტრიალებს.

გოგოებიც შურით სავსე სახეებით შესცქერიან, თითქოს მათ არ შეუძლიათ იგივეს გაკეთება. მის საქციელზე მეცინება და ტატუს ვათვალიერებ. უსასრულობის ნიშანია და გვერდით ლამაზი ასოებით აწერია „crazy", ანუ „სამუდამოდ გიჟი". მომწონს.

ფორმებს ვიცვამთ და საკონდიტროში შევდივართ. მაკო და ლანა მოულოდნელად დოინჯშემოყრილები მაშტერდებიან.

- რა გჭირთ? - ვეკითხები.

- ტატუ უნდა გაიკეთო. - მეუბნება მაკო.

- რაა? - წარბები შუბლზე ამდის.

- დიახ, ეს საშვია იმისთვის, რომ ჩვენთან იმეგობრო. - მაკო მსახიობურად ათამაშებს წარბებს. მეცინება.

- საიდან მოიტანეთ, რომ ტატუს გაკეთება მინდა?

- გინდა, აბა კარგად დაფიქრდი. - თავს იქნევს ლანა. - შაბათს მივდივართ მე და მაკო სალონში.

- კიდევ უნდა გაიკეთო?

- დიახ, არა ერთხელ.

- არ ვიცი, ვნახოთ. ამაზე არასდროს მიფიქრია.

- შენები ხომ არ დაგიშლიან?

ვანილის კოცნა | ✓Where stories live. Discover now