- გაჩერდი. - მეორე ღილზე ჩაჭიდებულ მის თითებს ვიჭერ. - უნდა წავიდე. - ვამბობ და მის ხელს დავყურებ.
- ორ თვეზე მეტია შენთან ახლოსაც არ მოვსულვარ. - მეუბნება და ბაგეებზე დამყურებს. - დარწმუნებული ვარ, რომ მათაც ძალიან მოვენატრე.
- ჰო, - ტუჩებს ვილოკავ და გვერდით ვიწევი. - მაგრამ ახლა უნდა წავიდე.
დივანიდან ჩანთას და ქურთუკს ვიღებ და კარისკენ მივდივარ.
- ეს გრჩება. - ზურგიდან მესმის მისი ხმა. ვბრუნდები. მისაღები ოთახის შესასვლელში დგას, ხელში ჩემი მობილური უკავია და ორი თითით აბზრიალებს. თვალებს მობეზრებით ვატრიალებ. ახლა მახსენდება, რომ ტელეფონი მანქანაში დამრჩა.
- მომეცი.
- მოდი და წაიღე. - წარბებს სწევს. ჩემგან დაახლოებით ოთხ მეტრში დგას.
- გახალისდი და თამაში მოგინდა? - ვუბღვერ.
- მომენატრე და შენ მომინდი. - მობილურს მიწვდის.
ვიცი, ჩემი მასთან ახლოს მისვლა კრახით დასრულდება. თან ისე მიყურებს, მაცდურად, გაიძვრეულად, პირდაპირ მზერით მიმხელს თავის გეგმებს. გულში მეცინება. არც კი იცის, როგორ მომენატრა ამ იდიოტის შეხება და ალერსი, მაგრამ რაღაც მაინც მაკავებს და წარმოდგენა არ მაქვს, რა. სხვა გზას არ მიტოვებს.
- იცოდემ ყოველგვარი ფოკუზების გარეშე.
ვაფრთხილებ და მისკენ ჩქარი ნაბიჯით მივდივარ. გამოწვდილი ხელიდან მობილურს ვართმევ, მაგრამ მობრუნებულს მაინც მიჭერს და ზურგით მკერდზე მიკრობს.
- რეზი, კარგი რაა. - მუცელზე შემოჭდობილ მის მკლავებს ვეჯაჯგურები. ის კი თავს ჩემს კისერში ფლობს და მკოცნის.
- ჩვენს გვერდით ჩვენი საძინებელია. - ამბობს და კოცნით ნელ-ნელა ყელისკენ მოიწევს. თანდათან მიპყრობს ვნება. ავტომატურად თავს გვერდით ვხრი, რომ მის ტუჩებს გზა გავუთავისუფლო. - იქ ძალიან კომფორტული საწოლი დგას. - ქურთუკს მართმევს და დაბლა აგდებს. - მაგრამ ერთი ნაკლი აქვს. - ლოყაზე მკოცნის და ჩანტასაც ქურთუკის გზას უყენებს. - ვანილის სურნელი არ აქვს.
YOU ARE READING
ვანილის კოცნა | ✓
Romance- ვანილის გემო გაქვს. - დამჩურჩულებს ბაგეებზე, ხელს მიშვებს და გასახდელიდან გადის. ______________________ studentXchef romance მოთხრობა აღებულია 4love.ge-დან. ავტორი: მარიამ ნატროშვილი (lullaby0111)