სახლში გასავათებული შევდივარ. ჩანთას და პარკს, რომელშიც საკონდიტრო უნიფორმა მიდევს, იატაკზე ვყრი და სამზარეულოში გავრბივარ. მაცივრიდან წყლის ბოთლს ვიღებ და ვიყუდებ თუ არა, ცხვირ-წინ დედა მერჭობა.
- ანა!
ხელს მაღლა ვწევ სანამ სმას არ ვამთავრებ.
- რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ სიცხეში ცივი წყლის დალევა ასე ერთბაშად არ ვარგა?
- ვარგა ხათუ, ვარგა. იცი როგორ მეამა?
- რამე რეცეფტი მოიტანე? - დედას თვალები ენთება. ისეთი ლამაზია ხოლმე ამ დროს...
ხო, საერთოდ ლამაზი მშობლები მყავს. ძალიან პატარები იყვნენ, როცა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. დედა ჩვიდმეტის იყო, მამა კი - ცხრამეტის, როცა ახალდაბადებული მე მათ მკლავებში ვჩხაოდი. ჩემი მშობლები ხშირად უფროსი და-ძმა ჰგონიათ და მე ამაყი ვარ ამით, მიუხედავად იმისა, რომ ხათუნა და ილო ნაადრევად შეუღლების გამო ხშირად გამიკრიტიკებია. დღემდე წარმოდგენა არა მაქვს რაზე ფიქრობდნენ, როცა ასეთ სერიოზულ ნაბიჯს დგამდნენ. თუმცა, მათი ცხოვრება ლამაზი და სტაბილური ტემპით მიიწევდა წინ. მათ ერთმანეთი უყვარდათ და დღემდე ახალი შეყვარებულებივით უყურებენ ერთმანეთს. მათ ორი შვილი ჰყავთ და სულაც არ ნანობენ ნაადრევად შეუღლებას. ალბათ სწორედ ეს ფაქტი მაბრკოლებს, რომ ბოლომდე მკაცრი არ ვიყო მათი გადაწყვეტილების მიმართ... ანდაც, მე რა უფლება მაქვს ამის...
მე უმეტეს წილად დედას ვგავარ გარეგნულად. მისი მსგავსი სწორი თმა, ტუჩები და ყავისფერი თვალები მაქვს. კიდევ ორი ხალი ლავიწსა და მხარს შორის. ერთი მეორეზე ოდნავ დიდია. მამას კი სწორი ცხვირით და ხასიათებით ვგავარ. მე და ილოს ბევრი საერთო გვაქვს. ჯიუტები ვართ, ფეთქებაადები, მაგრამ ხშირად მაინც ვახერხებთ ემოციების მართვას. გვიყვარს საშინელებათა ჟარრის ფილმები. კინოში ხშირად ისე გავპარულვართ, რომ დედასთვის და ჩემი უმცროსი დისთვის არ გვითქვამს. უზომოდ შეგვიძლია ვჭამოთ ალუჩა და დაუსრულებლად ვიცინოთ უაზროდ, მით უმეტეს მაშინ, როცა ვხვდებით, რომ ეს სხვას აღიზიანებს.
ŞİMDİ OKUDUĞUN
ვანილის კოცნა | ✓
Romantizm- ვანილის გემო გაქვს. - დამჩურჩულებს ბაგეებზე, ხელს მიშვებს და გასახდელიდან გადის. ______________________ studentXchef romance მოთხრობა აღებულია 4love.ge-დან. ავტორი: მარიამ ნატროშვილი (lullaby0111)