თავი 7

6.5K 282 88
                                    

სადაცაა თორმეტი საათი გახდება.როგორც თვალი მოვკარი, რამდენიმე სტუდენტი უკვე წავიდა. არადა წვეულებას გარკვეული დროის ზღვარი არ აქვს. ჩემები არ ჩქარობენ, მაგრამ მეც ალბათ მალე მომიწევს წასვლა.

ხუთი ჭიქა ღვინო. სასიამოვნოდ ვარ გაბრუებული და მოთენთილი. ფიქრები არეული მაქვს. ჯერ შეფი და მისი ვნებიანი გამოხდომა, შემდეგ ტყუპები და მათი მოტანილი ამბავი.

არა, რეზი ნამდვილად არაა ანგელოზი. დიდი შანსია, რომ დამპალმა ფახუნამ „დაკეროს", მაგრამ რით? ფულით? არა. მაგდენი ფული რომ ჰქონდეს, პარიზში პროექტის გარეშეც წავიდოდა. სხეულით? ღმერთო, რა სისულელეა. ვერ ვიტყვი, რომ ეკა მახინჯია, პირიქით, შესაშურ ფორმაშია, მაგრამ განა რა უნდა შესთავაზოს რეზის ისეთი, რაც შეფს გააოცებს? ბიჭი წლებია ევროპაში ცხოვრობს.

ტვინი მიდუღდება. ცივ წყალს ვსვამ და ჩემკენ მომავალ ლიზის ვუყურებ. როგორც ჩანს, ტყუპებს მისთვისაც უთქვამთ ახალი ამბავი, რადგან გოგოს სახეზე მსგავსი გამომეტყველება წვეულებას არ შეეფერება. კოლეჯის უკანა ეზოში გავდივართ და ამასთან დაკავშირებით იქ ვსაუბრობთ. ლიზი გულდაწყვეტილია ეკას საქციელის გამო. ვცდილობ დავამშვიდო, მაგრამ მაინცდამაინც არ გამომდის. მალევე მას ძმა აკითხავს მანქანით და გოგოები ვაცილებთ.

მე გარეთ ვრჩები და სკამზე ვჯდები. უცნაურია, მაგრამ სიგარეტის მოწევა მინდება.

რა აქცევს ადამიანს ასეთ ბოროტად და უსამართლოდ? რატომ მიდის ის ყველაფერზე იმისთვის, რომ საკუთარი ამბიციები რეალობად აქციოს? რა თქმა უნდა, მარტივი ყველაფერი კარგია, მაგრამ დიდი წარმატებისთვის ხომ დიდი შრომაა საჭირო? რატომ უნდა გადაუარო ადამიანს, რომელიც ყველაფერს აკეთებს შენ, ადამიანმა, რომელსაც ჯდომა და მორთმევა გიყვარს? მწვერვალებზე ხომ ბარიერების გადალახვით ადიან და არა თითის ერთი დაჭერით ლიფტით? არა რა შეფ, არ დათანხმდე მზიას.

ვანილის კოცნა | ✓Where stories live. Discover now