ზურგს უკან მესმის ჩემ მიერ მოჯახუნებულ კარის ხმა და ყურებში მიგუბდება. გული გამალებით მიცემს. თვალთახედვას ხრემლები მიბინდავს, მაგრამ ნებას არ ვაძლევ კალაპოტს გადმოსცილდნენ. ტუჩები მებრიცება და ძლივს ვაკავებ სახის ნაკვთებს, რომ სატირლად არ მოემზადნონ. ჩქარი ნაბიჯით გამოვდივარ დერეფნიდან და მხიარულ ახალგაზრდებს, მუსიკით და ალკოჰოლით გაჟღენთილ გარემოს გაცეცხლებული ვუერთდები. გზას კარისკენ მივიკვლევ და უკანა ეზოში გავდივარ. ყინავს! ხელის გულებს მხრებზე ვიწყობ. მთელი შეკავებული განრისხება და ცრემლები კისერზე მაწევს და ვმძიმდები. ღრმად ვსუნთქავ, რომ ყელში გაჩხერილი ტირილის სურვილი გავაქრო. ცივი ჰაერი პირს მიყინავს და მალე ცახცახი მივარდება. კარს ხელით ვეყრდნობი და ცოტა ხნით სუნთქვას ვიკავებ.
მშვიდდ ვარ, მე მშვიდად ვარ! გავარკვევ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მენდომება. დამშვიდდი ანა. დამშვიდდი! ამ ყველაფერს გონებაში ბორბალივიტფ ვატრიალებ და ნელნელა ვწყნარდები. არა, ახლა წყობიდან გამოსვლა წყობიდან გამოსვლა არ მაწყობს. ეს არც ეკამ უნდა შეამჩნიოს და არც ჩემებმა. რეზიმ კი... ფეხებზე მ,კიდია სანამ ჩუმადაა. შენობაში ვბრუნდები, გიგას და ჩემს დას ვპოულობ და ლუდის ქილით ხელში გართობას ვაგრძელებ. ეს ის განწყობა აღარაა, მაგრამ საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ მე კარგად ვარ. სამაგიეროდ, სახლში მისული და ჩენს საწოლში გახვეული, დაგროვებჯლ ცრემლებს ვეღარ ვიკავებ და მთელ ჯავრს ბალიშზე ვიყრი. ვგრძნობ, როგორ მეხვევა გულზე მთელი ეს გაუგებრობა და ეკას ცინიზმი და ვიგუდები. ვიცოდი, რომ რეზი არამზადა იყო, სერიოზული არამზადა, მაგრამ ასეთი გულქვა? ასეთი უგრძნობი? რას ნიშნავს, არაფერი ვიცი, რას ნიშნავს მოვითმინო, რას ნიშნავს დავუჯერო? როგორ ამის შემდეგ? როგორ მას შემდეგ, რასაც ის აკეთებს ეკას გამო, მიუხედავად იმისა, რომ მნახა ამ ქალის საქციელისგან ატირებული და დამწვარი? ვინაა ეკა, რა უნდა, რას ითხოვს მისგან, რას სთავაზობს, რაში ურიგდება, რატო. თანხმდება მას რეზი? ღმერთო, რატოა ეს ბიჭი ასეთი იდიოტი, იდიოტი, იდიოტი, იდიოტი, იდიოტი...
ESTÁS LEYENDO
ვანილის კოცნა | ✓
Romance- ვანილის გემო გაქვს. - დამჩურჩულებს ბაგეებზე, ხელს მიშვებს და გასახდელიდან გადის. ______________________ studentXchef romance მოთხრობა აღებულია 4love.ge-დან. ავტორი: მარიამ ნატროშვილი (lullaby0111)