ასე გადის დრო მაისის შუა რიცხვებამდე. მთელი ორი თვე კოლეჯში ეკას გამო მსახიობობა მიწევს. უკვე ყელში ამომდის ის, რომ ამ იდიოტ ყვავს თავი დიდი ვინმე ჰგონია. ერთი სული მაქვს პირში მივახალო, რომ პარიზში წასვლა ვერ ეღირსება. ხო, რეზის თქმის არ იყოს, ხანდახან ვხალისობ მის ამბიციებზე, მაგრამ დრეები ისე ნელა გადის, რომ ჩემი ნერვები აშკარად წინ უსწრებს.
დღეს პრაქტიკაში მეორე შუალედური მაქვს. პრაქტიკული. როგორც რეზიმ გვითხრა, ბილეთები იქნება. გოგოებთან ერთად საკონდიტროს კუთხეში ვდგავარ და კარს მივჩერებივარ, საიდანაც მალე რეზი შემოვა. შაბათ-კვირა არ მინახავს და ერთი სული მაქვს თვალი მაინც მოვკრა.
გამოცდის გამო ცოტას ვნერვიულობ. არ ვიცი რა შემხვდება. მართალია დამწვრობის დროს გაცდენილი პრაქტიკები ავინაზღაურე, მაგრამ ეს მასალა ძველისგან და ახლისგან განსხვავებით მაინც ნაკლებად ვიცი. დარწმუნებული ვარ, რომ ცუდ ქულაზე არ გამოვაცხობ, მაგრამ ჩემი ნამუშევრით მინდა, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს ვასიამოვნო.
აი, ისიც. შეფი ჩვეული ტონით გვესალმება. ჟურნალს ისე ავსებს, სიას აღარ კითხულობს. შემდეგ მაგიდაზე ბილეთებს აწყობს და ბავშვებს სათითაოდ გვიხმობს წინ. ჩემი დრო რომ დგება, გულაჩქარებული მივდივარ მისკენ. რეზი გამომეტყველებას არ იცვლის, მეკი არც ისეთი კარგი მსახიობი ვარ და ღიმილს ვერ ვიკავებ. მაგრამ ვხედავ თუ არა მის შეკრულ წარბებს, მაშინვე სახეს ვაყენებ. მაგიდიდან ბილეთს ვიღებ და ვკითხულობ. „ტრიუფელი". Yes, yes, yes! ღმერთო რა მაგარია, ძალიან, ძალიან მიხარია.
- რა შეგხვდა? - მეკითხება რეზი.
- „ტრიუფელი", შეფ. - სიხარულს ვერ ვამალავ.
- კარგი, ბილეთი გვერდით დადე და შემდეგი.
ჩემს ადგილს ვუბრუნდები. ეკას ოპერა ხვდება და არც ისეთი გახარებნულია. ამ ნამცხვარს ორნაირი კრემი, განაჟი, გლასაჟი და ბოლოს აწყობა სჭირდება. ამას კი დიდი დრო მიაქვს. ჩემი „ტრიუფელები" კი უცბად დამზადდება.
YOU ARE READING
ვანილის კოცნა | ✓
Romance- ვანილის გემო გაქვს. - დამჩურჩულებს ბაგეებზე, ხელს მიშვებს და გასახდელიდან გადის. ______________________ studentXchef romance მოთხრობა აღებულია 4love.ge-დან. ავტორი: მარიამ ნატროშვილი (lullaby0111)