თავი 11

5.7K 302 117
                                    

თავის ხელში აყვანას ვცდილობ, მაგრამ არც ისე კარგად გამომდის. მოუსვენრობა განსაკუთრებით ჩემი ბლოკნოტის ფურცლებს ემჩნევათ. ყველა საკონდიტროში ვართ და ველოდებით, როდის შემოვა ვინმე მაინც. უკვე ათის ნახევარია. ბოლოს მომმარაგებელი გვატყობინებს, რომ რეზი დირექტორთანაა და ცოტა ხანში ჩამოვა. ხოდა მეც ამ ცოტა ხნით გასახდელში გავდივარ. მარტო მინდა ყოფნა.

გაბუჟებული ვარ. მშვიდი ზაფხულისა და უკანასკნელი არეული, მონატრების დღეების შემდეგ მისი სხვასთან ერთად დანახვა გულს მწყვეტს და ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს არც ვარსებობდე. საკმარისია ოდნავ მაინც გაგიჩნდეს ვინმესადმი კუთვნილების გრძნობა, რომ თავს მარტო აღარასდროს გრძნობ. ელოდები, იცი, რომ ადრე თუ გვიან გაგიღიმებს, დაგელაპარაკება, შეგეხება. ამას ადამიანი ეჩვევა, განსაკუთრებით ჩემნაირი მგრძნობიარე და სხვისთვის გასაყოფად, ან უარესი, სხვისთვის დასათმობად მზად არასოდეს არის.

წასვლის წინ მითხრა მომენატრებიო, თუმცა წასვლის წინ კიდევ ბევრი რამ მითხრა. მე იმ აზრს ვეჩვეოდი, რომ ის ჩემთან ერთობოდა, მე კი მასთან და ეს ურთიერთობა რაღაც დროის მანძილზე გაგრძელდებოდა, მაგრამ ეს დრო ასეთი მცირე თუ აღმოჩნდებოდა ვერც კი წარმოვიდგენდი.

შეწყდა ანა, ყველაფერი შეწყდა და შენ ამის გაცნობიერება გიჭირს. არ გინდოდა იმ დროის დაკარგვა, რომელსაც მასთან ალერსში გაატარებდი, არა? მაგრამ მოგიწევს. არც კი გაბედო თავის იმით დაიმედება, რომ არ იცი ვინაა ის გოგო. კარაგად იცი! მშვენივრად დაინახე, როგორ უყურებდა რეზის, როგორ ეფერებოდა ტუჩებზე და როგორ ჩასჭიდა ხელი, როცა შენობისკენ წამოვიდნენ. სულ ერთია, გინდ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყოს, გინდ „პარიზელი ანა" და მასაც შენი ბედი ელოდეს, შენ არამზადა თავზებისგან თავს შორს დაიჭერ!

სარკეში ვიხედები. გამომეტყველება უდარდელი მაქვს, მაგრამ რეზი მაინც შეამჩნევს ყველაფერს. რა თქმა უნდა, თუ დაინტერესდება და დამაკვირდება. პოზიციას „ჩემთვის სულ ერთია" ჯერ ვერ ვიჭერ, ჯერ „გადაგდებული თევზები" ვარ.

ვანილის კოცნა | ✓Donde viven las historias. Descúbrelo ahora