თავი 9-II

5.4K 288 66
                                    

ტესტში ოცდაათი შეკითხვაა. რეზი გვეუბნება, რომ გადასწორებული შეკითხვები განულდება, ამიტომ არ ვჩქარობ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ისე რთული შეკითხვებია, მაგრამ რამდენიმე მათგანს მაინც დაფიქრება სჭირდება.

გამოცდა პირველ სართულზე აუდიტორიაში გვიტარდება, რადგან საკონდიტროში ტესტებს ვერ დავწერთ. ყველა ერთმანეთისგან დაშორებით ვზივართ, რომ გადაწერის შანსები არ გვქონდეს. ჩვენი მობილურებიც რეზის უწყვია მაგიდაზე.

ჩემ წინ ეკა ზის. რამდენჯერაც შევხედავ, იმდენჯერ მემღვრევა ნერვები. ისე ძალიან მინდა რეზის ვუთხრა ყველაფერი, მაგრამ ლიზის თხოვნას ვერ ვაბიჯებ. თანაც არ მინდა ენატანიობა გამომივიდეს. მე ხომ დამამტკიცებელი საბუთიც არ მაქვს?! მაგრამ, მაინც რომ მინდა ამის გაკეთება? იქნებ შეფმა ამ ყვავს თავისი ადგილი მიუჩინოს?

- ტესტს უყურე! - დამძახის თავზე რეზი და გულ-ხელ-დაკრეფილი გვერდს მივლის.

მიდი რა გაიარე, შეფ! ვიღაცამ ნერვებზე მოგშალა და ჩემზე იყრი ჯავრს.

ყურადღება ისევ ტესტებზე გადამაქვს და სწორ პასუხს ვხაზავ. ორიღა მრჩება. ამ დროს ეკა დგება, ტესტს მაგიდაზე დებს და მიდის. მაგიდაზე მოთავსებულ მის ფურცელს ვუყურებ. რა ყველა გამოცდას ეს ამტავრებს პირველი? ყოჩაღ ეკა, კარგად მომზადებულხარ.

დარჩენილ ორ საკითხს ვხაზავ, მაგრამ არ ვგდები. ნახევარ საათში ყველა ამთავრებს წერას და მეც მათთან ერთად ვაბარებ ტესტებს. რეზი ფურცკებს ერტად აგროვებს და ლიზის აძლევს. მე ცანტას ვიღებ და ის-ისაა აუდიტორიიდან უნდა გავიდე, რომ სიტყვები მესმის:

- საკონდიტროს გასაღები ნანას გამოართვი და ტესტები ჩემს მაგიდაზე დატოვე, კარგი?

უკან ვბრუნდები და ჩემკენ მომავალ ლიზის ხელებში ვაჩერდები. ტესტები. ჯანდაბა! საშინლად ბოროტული, მარგამ მაგარიბ იდეა მებადება, რომელსაც აუცილებალად განვახორციელებ. გამორიცხულია ეკას ის შერჩეს, რაც გააკეთა და რასაც აპირებს.

ვანილის კოცნა | ✓Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang