დაახლოებით ორი საათით ვახერხებ ძილს და მიკვირს, ამასაც როგორ. დილით ბიჭების საუბრის ხმა მაღვიძებს. მაკო და ლანა კარავში არ არიან. გაღვიძებაც ისევე დამასწრეს, როგორც დაძინება. ცოტა ხნით ვნებივრობ და შემდეგ მეც ვდგები.
ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. მთელი დღე რეზი ისე იქცევა, თითქოს არც მიცნობდეს. რა თქმა უნდა, ის ხომ ოსკაროსანი მსახიობია?! მე კი, ჯანდაბა, გამუდმებით მისკენ გამირბის თვალები. ნამდვილად განსაკუთრებული და სასურველი ადრიანი დილა მქონდა, მაგრამ ახლა? ღმერთო, ნიკოლს ისე ვუღიმი, ვითომ არაფერი მომხდარა და ამის გამო საკუთარი თავი მეზიზღება. მე ხომ ისე ვიქცევი, როგორც არ შემეფერება და მსგავს საქციელს სხვას არასოდეს მოვუწონებდი? არა, ყველაფერს რეზის ვერ დავაბრალებ. არც ისაა ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ...
მე რომ არ მდომოდა, უბრალოდ არ ავყვებოდი კოცნაში, გამოვლანძღავდი და შევიდოდი კარავში. ამის ნაცვლად კი ვისიამოვნე. სამაგიეროდ მთელი დღეა დანაშაულის გრძნობით დავდივარ და გულს იმითაც ვერ ვიმშვიდებ, რომ აქამდე უნახავ ბოდბის მონასტრის არაჩვეულებრივ ეზოში ვიმყოფები. პირიქით, საკუთარი საქციელის ახლა უფრო მრცხვენია.
მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობ დავმალო, გოგოები ჩემი ხასიათის ცვლილებას მაინც ამჩნევენ. რომ აღარ მეშვებიან, ყველაფერს გამოუძინებლობას ვაბრალებ და ისინიც მამხნევებენ.
სახლში ღამის პირველი საათისთვის ვბრუნდები. მხოლოდ იმასღა ვახერხებ, რომ მონატრებულ მშობლებს და დას ვკოცნი და ტანსაცმლის გაუხდელად საწოლში ვიკუნტები.
დილით თერთმეტ საათზე მეღვიძება. გუშინ ბავშვები შეფს უთანხმდებოდნენ დღევანდელი დღის გაცდენაზე და რადგან ვერ დაითანხმეს, ჩვენ ცალკე ავჯანყდით. დღეს პრაქტიკაზე წესით არავინ უნდა იყოს, თუ რა თქმა უნდა, ყვავმა არ გამოიდო თავი. წარმოვიდგენ რეზის გამომეტყველებას, როცა საკონდიტრო ცარიელი დახვდება და გულიანად მეცინება.შემდეგ გემრიელად ვიზმორები, ვდგები და სააბაზანოში საათზე მეტ ხანს ვნებივრობ.
YOU ARE READING
ვანილის კოცნა | ✓
Romance- ვანილის გემო გაქვს. - დამჩურჩულებს ბაგეებზე, ხელს მიშვებს და გასახდელიდან გადის. ______________________ studentXchef romance მოთხრობა აღებულია 4love.ge-დან. ავტორი: მარიამ ნატროშვილი (lullaby0111)