სტუდენტებისთვის დიდი იკარუსია გამოყოფილი, ლექტორებისთვის კი მიკროავტობუსი. ორივე საკმაოდ კეთილმოწყობილია. ისეთი რბილი სავარძლები აქვს, ეს ორი დღე ალბათ ჩემი საწოლი არ მომენატრება.
იკარუსი ბოლომდე არ ივსება. როგორც ჩანს ბევრი სტუდენტი არ მოდის. ძირითადად კონდიტერებიდან, ბერმენებიდან და მიმტანებიდან არიან. მაკო რამდენიმე ბიჭს გვაცნობს ბარმენებიდან. გარეგნულად ტყუპებივით არაორდინალურები და სახალისოები არიან. გზაში ნელ-ნელა კიდევ ბევრს გავიცნობ. ყველაზე მეტად იცით რა მახარებს? ეკა ლექტორების ტრანსპორტით აპირებს მგზავრობას. რადგან მ თეელი გზა მისი სიახლოვე და ყვავისებური გამოხედვები არ მომიშლის ნერვებს, რაღა მინდა მეტი?
შვიდის ნახევრისთვის ყველა ვგროვდებით და გავდივართ. თავიდან მაინცდამაინც არ ხმაურობენ, მაგრამ რაც უფრო ვშორდებით თბილისს, ტრანსპორტში ტემპერატურა უფრო იწევს. მოგვიანებით თითქმის ყველა ქართულ სიმღერას ვიქსენებთ და ნიჭიერებიც და უნიჭოებიც მთელ ხმაზე ვმღერით. შემდეგ ბიჭები ლუდს არიგებენ და ალკოჰოლი კიდევ უფრო თავში გვირტყამს ხელს.
გზაში მხოლოდ ერთხელ ვისვენებთ და ვსაუზმობთ. რა თქმა უნდა სტუდენტები ცალკე, ლექტორები ცალკე, ამიტომ შეფს ვერ ვხედავ. ძალიან კარგი, უმისოდაც მშვენივრად ვგრძნობ თავს. როგორც ვიცი, მთელ დღეს რთველში გავატარებთ, ხვალ კი რასაც მოვასწრებთ იმ ღირსშესანიშნავ ადგილებს დავათვალიერებთ. კახეთში ერთხელ ვარ ნამყოფი და ვიმედოვნებ ისეთ ადგილებს მოვინახულებთ, რაც მე არ ვიცი.
***
შორიდანვე ვხედავ უზარმაზარ, თითქმის თვალუწვდენელ ვენახს და იდეალურად ჩამწკრივებულ ვაზს. აქა-იქ კი შავი წერტილებივით ჩანან მომუშავეები. გული აღელვებისგან ისე მიძგერს, თითქოს რამე განსაკუთრებული მისიის შესრულებას ვაპირებდე. ამ ყველაფრის დასანახად ყველა ფანხრის ერთ მხარესაა ატუზული და ლამისაა ავტობუსი გადაყირავდეს.
KAMU SEDANG MEMBACA
ვანილის კოცნა | ✓
Romansa- ვანილის გემო გაქვს. - დამჩურჩულებს ბაგეებზე, ხელს მიშვებს და გასახდელიდან გადის. ______________________ studentXchef romance მოთხრობა აღებულია 4love.ge-დან. ავტორი: მარიამ ნატროშვილი (lullaby0111)