ორი კვირა. ისე იწელება ეს თოთხმეტი დღე, რომ მგონია საუკუნის გასვლას ველოდები. იმის გამო, რომ რეზი საერთოდ ეკასკენ გახედვას მიკრძალავს, უმოქმედოდ დავდივარ კოლეჯში. ვერც პრაქტიკებს ვუდებ გულს და ვერც ლექციებს. თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ მივიდე ამ ქალტან და არ ვუყვირო, ფეხებზე მკიდია შენი სურათითქო.
რაში მაინტერესებს ვინ რას იტყვის ჩემსა და რეზის ურთიერთობაზე? ვისი რა საქმეა, მე ლექტორს ვაკოცებ, ჯგუფელს თუ მეზობელს? ან რეზის რატომ აბრკოლებს ეს სურათი? ეს უაზრობა რატომ აიძულებს ეკას ჭკუაზე ტრიალს? ნუთუ მას ადარდებს ის, რაც ჩემთვის სულ ერთია? არაა, არ მჯერა. რეზი არაა ის ადამიანი, რომელსაც ხალხის აზრი აინტერესებს.
ამ ორი კვირის მანძილზე ერთადერთი დღე იყო, როცა ეკაზე არ მიფიქრია, დღე, როდესაც მარჯვენა ხელი ს არათითზე ვიოლინოს გასაღების ტატუ გავიკეთე. მთელი დღე მის ცქერაში გავაკარე. რა თქმა უნდა, თევზები შესანიშნავი ნამუშევარია და ძალიან მომწონს, მაგრამ ის კისერთანაა და ყოველთვის ვერ ვახერხებ მის დანახვას. ეს კი... მაშინ დავტკბები მისი ცქერით, როცა მომინდება.
ისე, სასაცილოა ის ფაქტი, რომ ორივე ტატუ რეზის უკავშირედება. თევზები თავისთავად ცხადია, როგორც ჩემი, ასევე მისი ზოდიაქო და ჩემ მიერ შერქმეული მეტსახელის „არამზადა თევზების" ნაწილია. ვიოლინოს გასაღები კი ყოველთვის იმ ლამაზ შუაღამეს გამახსენებს, როცა რეზიმ გიტარაზე დაუკრა და როცა მისი რეალური მზერა დავინახე. რაც არ უნდა მოხდეს ჩემსა და მას შორის, ეს შუა ღამე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონება იქნება ჩემს ცხოვრებაში.
***
მარტი!
ჩემი თვე დაიწყო. ხოდა ისეთი აჟიტირებული ვარ, თითქოს ეს თვე მართლაც ჩემს საკუთრებაში იყოს და მის თითოეულ დღეს მე ვგეგმავდე და ვქმნიდე.
სამი მარტი. დედების დღეს მამა ხათოს ისეთ სიურპრიზს უკეთებს, რომ ჩემ და ლელას გამომცხვარ ტორტს ზედ აღარავინ უყურებს. ილო დედას ფანჯარასთან აყენებს და „პარკინგზე" ჩამწკრივებულ მანქანათაგან ერთ-ერთზე ანიშნებს. წითელი „ჰონდაა".
YOU ARE READING
ვანილის კოცნა | ✓
Romance- ვანილის გემო გაქვს. - დამჩურჩულებს ბაგეებზე, ხელს მიშვებს და გასახდელიდან გადის. ______________________ studentXchef romance მოთხრობა აღებულია 4love.ge-დან. ავტორი: მარიამ ნატროშვილი (lullaby0111)