თავი 10-II

5.8K 274 61
                                    

იმ აზრით ვიღვიძებ, რომ ამიერიდან ყველაფერს მარტივად და მსუბუქი თვალით შევხედო, მაგრამ საკმარისია ეკიას დანახვა, რომ ამ შემართებას ხაზი გადაესვას.

ლექციები ჩვეულებრივ მიმდინარეობს. შესვენებებზე კოლეჯის კუთხე-კუნჭულს ვათვალიერებ, მაგრამ შეფს ვერ ვხედავ. მოგვიანებით საკონდიტროსაც ვამოწმებ და ვრწმუნდები, რომ რეზი წავიდა. მის მაგიდაზე ლეპტოპი აღარ დევს.

ლექციების შემდეგ პირდაპირ სახლში მივდივარ, რადგან გარეთ გაჩერება, მით უმეტეს დღისით სიკვდილია. სიცხე ალბათ ორმოც გრადუსამდე აღწევს. მეცადინეობას ორ საათს ვუთმობ, დარჩენილ დღეს კი წიგნის კითხვაში ვატარებ. დრო სწრაფად გადის. ისე ღამდება ვერ ვიგებ.

უკვე ათი სრულდება. ჩემები რესტორანში ვახშამს და ქალაქში გასეირნებას გეგმავენ. ხათო დღეს იმედგაცრუებული დარჩა, რადგან კარამელის მასტერ-კლასის გამო ახალი რეცეპტი არ მომიტანია. ამიტომ რამე გემრიელის მისართმევად სხვაგან მიდის. მე უარს ვამბობ. უხასიათობის გამო სახლში დარჩენა მირჩევნია. არ მინდა მათაც გავუფუჭო განწყობა. ადრე დავწვები და კარგად გამოვიძინებ.

ის-ისაა ჩემებს კარგი დროის გატარებას ვუსურვებ და კარს ვხურავ, რომ ჩემი ოთახიდან მობილურის ხმა მესმის. გავდივარ და ეკრანს ვუყურებ. რეზია. მოიცა, ეს რაა, არ წასულა? თუ როუმინგთან გვაქვს სქმე?

- რა? - ვპასუხობ და საწოლზე ვჯდები.

- ეს რა პასუხია, რა უბედურებაა? - მსაყვედურობს კიდეც.

- ჩემ კულტურას როგორმე თავად მივხედავ.

- რა თქმა უნდა, თავხედო ჯაშუშო!

- რაა? - მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ და ვიძაბები. მოიცა, რას გულისხმობს? - მან რაა..

- რას ეძებდი ჩემს ლეპტოპში?

მორჩა ანა, მორჩა, ხაზი გადაესვა შენს ადამიანობას. ჩათვალე, რომ მორალურად, ფსიქოლოგიურად, სულიერად მკვდარი ხარ. რაც შეეხება ფიზიკურ სიკვდილს, ეს უკვე შეფზეა დამოკიდებული. საკუთარ თავზე ისე არასდროს გავბრაზებულვარ, როგორც ახლა. მრცხვენია. საშინლად!

ვანილის კოცნა | ✓Where stories live. Discover now