თავი 5

6.2K 352 101
                                    

რეზი ერთი სამუშაო მაგიდის ნახევარს და ერთ ღუმელს ჩვენ გვითმობს. ამბობს, რომ უნდა, ჩვენი ბარუნები ცალ-ცალკე გამოვაცხოთ.

მომზადების პროცესი მშვიდად გამოიყურება, სამაგიეროდ ქაოსი, წარღვნა და ქარიშხალია ჩემ შიგნით. ასე არ მინერვიულია არც ერთ გამოცდაზე, არც ერთ შუალედურზე და საფინალო გამოცდაზე, არც ეროვნულებზე და სადიპლომო დაცვაზე. არ ვიცი, რატომ ვეკიდები ამას ასეთი პასუხისმგებლობით. დიდი ამბავი, თუ არ გამომივა. მე ხომ უბრალოდ ვრისკავ. გარისკვა კი ან მარცხით დასრულდება, ან გამარჯვებით. ანა, ეს არაა სამყაროს დასასრული. აი ის ტიპი კი, თავისი სამუშაო მაგიდიდან რომ გიყურებს და ფეხებზე ჰ..დია, სწორად მუშაობ თუ არა, ერთი ჩვეულებრივი ადამიანია. ამიტომ, მოდი, შენც ფეხებზე დ...იდე გამოგივა თუ არა ბრაუნი.

აი, ამ ყველაფერს ლაპარაკობს გული. გონებას კი ეკას თვალების ციმციმი თვალებიდან არ ამოსდის და ყველანაირად ცდილობს, დავალება ათიანზე შეასრულოს.

ყალიბს ვცხიმავ, შაქარს ვაყრი და შოკოლადის და ნიგვზის მასას შიგნით ვასხამ. ამასობაში კი ეკას თავისი ბრაუნი ღუმელიდან გამოაქვს. რეზი მოდის და ათვალიერებს. ნამცხვარს ხელით სინჯავს. ჩემი აზრით კარგად გამოიყურება და დაახლოებით ასეთი უნდა გამოვიდეს ჩემიც. თუმცა, როგორც ყოველთვის, შეფს სახეზე ვერაფერს შეატყობ.

ვბრუნდები და ჩემი ბრაუნის ყალიბს ღუმელში ვდებ. დროს 20 წუთზე ვაყენებ, ტემპერატურას 170 გრადუსზე და ჩემი დასვრილი ინვენტარის მოსაგროვებლად მივდივარ.

- რას აკეთებ? - ჩამჩურჩულებს ლანა ადგილზე მისულს და თვალებს რეზისკენ აპარებს.

- ვრისკავ.

- შენ თავი ეკა გგონია, გოგო?

- ღმერთმა დამიფაროს!

- აბა?

- უნდა იცოდეს, რომ ჯგუფიდან მხოლოდ მას არ უნდა პარიზში წასვლა.

ვანილის კოცნა | ✓Where stories live. Discover now