თავი 10-I

5.2K 271 10
                                    

იწყება შეკითხვების კორიანტელი. ბავშვებს ათასი რამ აინტერესებთ. მე კი არაფერი, საერთოდ არაფერი მაინტერესებს. ჩემთვის ის ინფო0რმაციაც საკმარისია, რომ მიდის და მეც კი მიკვირს, რომ ამის გამო გული მწყდება. ვუყურებ. ცდილობს თავი ბუნებრივად დაიჭიროს, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი მზერა არ ასვენებს. ბავშვების შეკითვებს პასუხობს და სიტუაციაში გვარკვევს. მის არყოფნაში პრაქტიკებს სხვა შეფი ჩაგვიტარებს. აგვისტოს ისედაც ვისვენებთ. გამოდის, რომ თითქმის ორი თვე კოლეჯში არ იქნება. ვგრძნობ, რომ მისთვის უამრავი შეკითხვა მაქვს დასასმელი, მაგრამ თავში არც ერთი მათგანი არ მომდის. მაკო და ლანა აქეთ-იქიდან რაღაცეებს მეჩურჩულებიან და მეც თავს ვუქნევ. ვცდილობ მათ ვუყურო, მაგრამ წამ-და-უწუმ რეზისკენ გამირბის თვალები. მან კი ალბათ უკვე გადალახა მოუსვენრობის ზღვარი და კვლავ საქმიან გამომეტყველებას იბრუნებს.

აბა მე რა მჭირს? რატომ არ შემიძლია ეს ინფორმაცია ისე მივიღო, როგორც რიგითმა სტუდენტმა? ანა, ნუთუ ისე შეეჩვია მის ალერსს, რომ შეფის გამგზავრება გამწუხრებს? უბრალოდ შტერი ხარ. წესით ეს ფიზიკური ლტოლვა ისევე არ უნდა ნიშნავდეს ჩემთვის არაფერს, როგორც მისთვის. მაგრამ, რატომ მეპარება ეჭვი, როცა ამას ვფიქრობ? ვითომ იმ სატელეფონო საუბრებმა რამე შეცვალა? კი, შეცვალა. მე ეს ვაღიარე და მანაც აღიარა. აბა რა ხდება? აა, აი რაშია საქმე. მე ის კი არ მწყინს, რომ მიდის, გული მწყდება იმაზე, რომ ამ ინფორმაციას ახლა, ყველასთან ერთად ვიგებ.

- უკაცრავად. - სტუდენტებთან მოსაუბრეს სიტყვას ვაწყვეტინებ. არაფრისმთქმელი სახით მიყურებს თუმცა არა, პატარა მოუსვენრობა მაინც ეტყობა. - როდის მიდიხართ?

- ხვალ. - მპასუხობს და ყელს იწმენდს.

თავს ოდნავ ვუქნევ და ბლოკნოტს ჩავყურებ. ანუ ეს საქმე არაა ერთ დღეს მოფიქრებულ-გადაწყვეტილი. მას შეეძლო ეთქვა, რომ მიდიოდა. რატომ არ გააკეთა ეს, ვერ ვხვდები. რას ვერ ხვდები ანა? ის ხომ შენით ერთობა. სულაც არაა ვალდებული, გაბაროს ახსნა-განმარტებები სად წავა, როდის და რამდენი ხნით. ხოდა მოდი რაა, შენც და..იდე მისი გეგმები.

ვანილის კოცნა | ✓Where stories live. Discover now