ხუთ დღიანი ფიქრის შემდეგ ერთადერთი დასკვნა გამომაქვს, ის, რაც აქამდე ისედაც ვიცოდი - რეზი ერთი ჩვეულებრივი არამზადაა. ნიკოლს კი მის ევროპელ შეყვარებულად თუ მეგობარ გოგოდ, როგორც ეძახიან, ვნათლავ. აბა უბრალო გამვლელებს და ბიძაშვილებს „sweetheart"-ით არ მიმართავენ. თან რეზის ტკბილი საუბრის ტონი... არ ვიცი, არ ვიცი. არეული ვარ. არ მინდა ურთიერთობებში მესამე ვიყო. ვერ ვიტან სასიყვარულო სამკუთხედებს. თუმცა აქ სიტყვა „სასიყვარულო" არცაა მოსატანი. მე ხომ უბრალოდ შეფის ვნებიანი გამოხდომები მიბნევდნენ თავ-გზას და მეტი არაფერი? ეს კი ვფიქრობ, ადვილად დავიწყებადია თუ გადავწყვეტ. ჰო, ასე ვფიქრობ, რადგან ასეთი ძლიერი ვნება ჯერ არასდროს არავის მიმართ არ მიგრძვნია.
ნიკოლი. ვითომ მართლა მისი გოგოა? თევზებისთვის დამახასიათებელი ოპტიმიზმი მაიძულებს არ ვიღელვო მანამ, სანამ ამის დამამტკიცებელ საბუთს არ ვნახავ, მაგრამ სად „ნევერლენდიდან" მოვიტანო ეს დამამტკიცებელი საბუთი? ხო, რეზიზე კი ვარ უმიზეზოდ გაბრაზებული, მაგრამ საკუთარ თავს ვუტყდები, რომ მის სიახლოვესა და მით უმეტეს, მის კოცნაზე უარს ვერ ვამბობ. ნიკოლთან დაკავშირებული ეჭვები კი გამუდმებით იმას ჩამძახიან ყურში, რომ საქართველოში ობლად დარჩენილი რეზი ისე აპირებს ვნებიანი ნამცხვრის გამოცხობას, რომ თავისი ფრანგი გოგო ფეხებზე ჰ..დია. მაგრამ მე არ მ..დია.
მოკლედ, ამ ოპტიმიზმს და ეჭვებს დიდი ომი აქვთ გაჩაღებული და წარმოდგენა არ მაქვს, ბოლოს მწვანეს რომელი აანთებს. არც რეზისთან მინდა იმ გოგოზე საუბარი. ეს ხომ იგივეა ვუთხრა: „ კარს უკან ვიდექი და გისმენდი მეთქი?" გარდა ამისა, ვიცი, ის ჩათვლის, რომ ვეჭვიანობ. ეს კი ასე არაა. მართლა არაა. ეჭვიანობენ, როცა უყვართ, მე კი უბრალოდ გაურკვევლობაში და ჩემთვის არასასურველ სიტუაციაში ვარ. ხო, აქამდე ვკეკლუცობდი და შეფის გამოწვევასაც ვცდილობდი. ორივე კარგად გავერთეთ, მაგრამ გართობა მაშინაა კარგი, როდესაც ორივე მხარე თავისუფალია. მე კი უკვე არ ვიცი ჩემსავით თავისუფალია თუ არა რეზი. გამომდინარე აქედან, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვიქცე.
YOU ARE READING
ვანილის კოცნა | ✓
Romance- ვანილის გემო გაქვს. - დამჩურჩულებს ბაგეებზე, ხელს მიშვებს და გასახდელიდან გადის. ______________________ studentXchef romance მოთხრობა აღებულია 4love.ge-დან. ავტორი: მარიამ ნატროშვილი (lullaby0111)