თეჰიონი შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მივიდა გოგოსთან და პატარა, ჯღანობა ტელეფონი მიუგდო
- სახლი ჰაერში არ ასწიო. საღამოს დავბრუნდები. თუ რამე მოხდა სასწრაფოში დარეკე - გატრიალდა და გასაღები აიღო. - ნახვამდის ცოლო- გარეთ გავიდა და გასაღებით გადაკეტა. მინამ თეჰიონის ჩუსტი კარებს გაუქანა და ტელეფონი აიღო
- ჯანდაბა დაბლოკილია - წვალება დაუწყო თუმცა ვერაფერი იღონა.
- მხოლოდ სასწრაფოში ირეკეაა - ამოიხვნეშა და სავარძელს მიეყუდა. ჩანთა აიღო და თვალიერებას მოყვა
- პირადობა,კალამი, კოსმეტიკა, დამტენი, ყურს...- გაჩერდა- მინა! გენიოსი ხარ!- კოსმეტიკა ამოიღო და გახსნა. თვალები ჩაიშავა. ლოყაზე მუქი მოლურჯო-მოიასამნისფრო ლაქა გაიკეთა და ისევ ატირდა. ტელეფონი აიღო და წინ ფურცელი დაიდო რომელზეც მისამართი ეწერა თეჰიონის სახლის. დარეკა
- გ-გამარჯობა ს-ას-წრა-ფოა?- თქვა სლუკუნით და ტუჩი მოიკვნიტა
- დიახ გისმენთ
- თუ შეი-ძლება პოლ-იცია გ-ამო-უშვით ამ მ-ისამარ-თზე- თქვა ტირილით - ქმარმა ჩემზე იძალადა. ახლ-ა კი სახ-ლში გამომ-კეტა. თვითონ წასუ-ლია
- კარგით ახლავე გამოვუშვებთ სასწრაფოს და პოლიციას
- ა-არა მარტო პოლიცია კ-მარა - თქვა გოგომ ვითომ ქოშინით. საბოლოოდ ყურმილი დაკიდა და გაეღიმა- თამაში წააგე ქმარო!- გაეღიმა და ისევ ნამტირალევი სახე მიიღო. ათ წუთში გაიგო ნაბიჯების ხმა. ხმამაღლა ლაპარაკისა და რკინის ხმები ერთმანეთს ფარავდა. გოგო ტირილს უმატა და მალე სახლში სამი პოლიციელი შემოვიდა. ერთ'-ერთი გოგოსთან მოვარდა და მის წინ მოიკუზა
- ქალბატონო კარგად ხართ?
- ალ-ბათ მაგრამ მტ-კივაჰ- თქვა გოგომ ტირილით. მათმა უფროსმა ბრძანა ამ სახლის პატრონის ნომერი და კოორდინატები ეპოვნათ.
- დაწყნარდით ქალბატონი. ყველაფერი კარგად იქნება. თქვენი ქმარი მოვა და დავაკავებთ
-კ-კარგი- მოიკუნტა გოგო და გამარჯვება გონებაში ზარ-ზეიმით აღნიშნა. პოლიციელები ერთ ხანს რაღაცას არკვევდნენ. შემდეგ კი კარი გაიღო და სახლში თეჰიონმა შემოაჭრა. აშკარა გაბრაზება ეკერა სახეზე. წარბებშეკრული მიაშტერდა გოგოს რომელიც კანკალებდა
- კიმ თეჰიონ! თქვენ დაკავებული ბრძანდებით- ამოიღო ბორკლები პოლიციელმა. თეჰიონმა მზერა კაცს მიაბყრო რომელიც მის ხელებს წინ რკინით ამაგრებდა. შემდეგ კი მინას შეხედა
- ერთი წუთით თუ შეიძლება გამომყევით- თქვა თავაზიანად თეჰიონმა და მინასკენ წავიდა. ხელსახოცი ამოიღო ჯიბიდან და გოგოს დალურჯებულ ლოყას დაუსვა. ნაჭერი შეიღება. ყველამ გაფართოებული თვალებით გოგოს შეხედა
- როცა მაკიაჟს იკეთებ პუდრი უნდა მიიყარო საყვარელო. რომ არ იბზინო- უთხრა ჩუმად ყურთან გოგოს და ენით საკუთარ ლოყას მიაწვა . კაცმა ბორკილები შეხსნა და შეინახა
- შეგიძლიათ წახვიდეთ- გაუღიმა ბიჭმა- აპატიეთ ამ ერთხელ
- კარგი- კარებში გავიდნენ. თეჰიონმა კარი მიხურა და გადაკეტა. მოტრიალდა. გოგოს მიაშტერდა რომელიც ლოყას იწმენდდა. ხელები ჯიბეებში ეწყო.
- ა-სე ნუ მიყ-ურებ- თავი დახარავ და ლოყაზე თითები აისვა.მაგრამ ბიჭი ჯიუტად იდგა და შესცქეროდა გოგოს
- რა ქენი შენი აზრით? იმის გარდა რომ შუა კრებიდან როგორც დამნაშავე ისე გამომიყვანე?- წყნარად ლაპარაკს მოჰყვა
- მე უბ-რალოდ... გარეთ გასვლა მინდოდა...თან ტანსაცმელი არ მაქვს- მოიკუნტა
- გიყიდი. ოღონდ არა დღეს. არც ხვალ!! დასჯილი ხარ- თქვა მკაცრრად
- რა უფლებით მსჯი შენ გამაჩინე?- თავი ასწია გოგომ
- არა უბრალოდ მე მოგიყვანე ცოლად
- დასწყევლოს ღმერთმა მეზიზღება ეს დღე- მოიქნია სალფეტკი და თავი მუხლებში ჩარგო
- აღარ შემაწუხო! ბევრი საქმე მაქვს- მეორე სართულისკენ წავიდა - მხოლოდ თუ ცეცხლი წაგეკიდა მაშინ- კაბინეტის კარი გააღო და შიგნით გაუჩინარდა.
გოგო ცქმუტავდა, ადგილზე ვერ ისვენებდა. ბანაობა უნდოდა თუმცა გამისაცვლელი ტანსაცმელი არ ჰქონდა. თეჰიონთან ზემოთ გადაწყვიტა ასვლა. კარებზე ნელა დააკაკუნა. თეჰიონმა მალევე გამოაღო და მიაშტერდა
- ცეცხლი გიკიდია?
- ა-არა
- ჰო და მაშინ მაცადე- მიუხურა კარი ბიჭმა და ისევ სამუშაოს მიუბრუნდა. კარზე ისევ კაკუმი გაისმა. ბიჭმა გამოაღო
- მე მჭირდებ..-კარი მიაბრახუნა ბიჭმა. მალე ისევ კარების ხმა გაისმა.
- ცეცხლი მიკიდიაა- გოგოს ხელში სანთებელა ეჭირა და ცეცხლზე თითი ჰქონდა მიშვერილი
- ბანაობა მინდა ტანსაცმელი მჭირდება
- ჩემები აიღე - სანთებელას სული შეუბერა და კარი მიკეტა. შემდეგ ტელეფონი აიღო და მისი მეგობრის, ნამჯუნის ნომერი მოძებნა რომელიც სწორედ მასთან ერთად იჯდა იმ კაფეში, მინას დანახვისას
-ჰიონ, მარჯუნს დაუძახე- მიაყარა პირდაპირ და ტელეფონში ნაცნობი გოგოს ხმა გაისმა
- გისმენ თეჰიონ
- მერიემ. ერთი ხელი ტანსაცმელი მჭირდება შენი.
- ოჰ- გაიკვირვა გოგომ- ტრანსგენდერობას აპირებ?
- არა. ცოლისთვის მინდა- კბილებს ენა აატარა
- ოჰ.. როდის მოასწარი?
- უბრალოდ მჭირდება.
-კარგი საღამოს მოვალთ .დროებით- გათიშვამდე გაისმა ნამჯუნის წუწუნი თუ როგორ მოუთხვარა გოგომ ტელეფონი ტონალურით.მინამ ნელა გადმოაწყო თეჰიონის ტანსაცმელი და ინანა. ბევრად დიდი იყო. სწრაფად აიღო და სააბაზანოში გავიდა.
~~~~~~~~
მაპატიეთ... დავაგვიანე 💔
YOU ARE READING
✔/ My Fictitiously Wife
Fanfictionამ ქორწინებას უბრალოდ ფორმალური სახე უნდა ჰქონოდა თუმცა....