20

2.1K 208 125
                                    

- ჯერ სამი დღეც არ გასულა საყვარელო - თვალების გაუხელალ გადატრიალდა თეჰიონი მეორე მხარეს და საათი აანთო

- უნდა წავიდე მაინც.. ხო დავისვენე - გაუღიმა და თმა კუდად შეიკრა.

- ხო მაგრამ ძლივს დადიხარ - გაეცინა ბიჭს და ოდნავ წამოჯდა

- გიკვირს ?- შეუღრინა გოგომ და ჩანთა აიღო- წავედი ძვირფასო

- დროებით- გაეცინა თეჰიონს და საბანში გაეხვა. მინა კი სახლიდან გავიდა

- გუშინაც არ მოისვენა სახლში- ამოიბურტყუნა ბიჭმა მალევე. მართლაც , მინა წინა დილით სადღაც იყო გასული, თეჰიონს დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად მარტო წავიდა და არც თქვა რა საქმე მოაგვარა, რამაც თეჰიონი გულის სიღრმეში გაანაწყენა.

 ბიჭი ზანტად წამოდგა, კარადასთან მივიდა და ქვემოთ დაგდებულ ფურცელს დააჩერდა, რომელიც ალბათ მინასი უნდა ყოფილიყო. აიღო და გამოაღო კარადა, სწრაფად დაასვენა ფურცელი თეთრეულზე და კარადის კარი დაკეტაა. თუმცა კარები ისევ გამოხსნა და ფურცელს დააკვირდა

- განქორწინების საბუთი?- ამოიკითხა და ბოლომდე ჩაუყვა. მინას  სახელის გვერდით ხელმოწერამ სულ განაცვიფრა... ფურცელი ხელში მოკუჭა. სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი და მისაღებში გავიდა. 

ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. თეჰიონს მართლა ეგონა რომ შეიყვარეს... ყველაფერი დაენგრა თავზე

- ასე არა?- გაეცინა და სავარძელში ჩაჯდა, მასთან მოსული იოთანიც კი ოთახის ბოლოსკენ გააგდო და კარებს მიშტერებული გაშეშდა.

რამდენიმე საათში კარები კვლავ გაიღო და იქიდან მინა შემოვიდა მომღიმარი სახიით

- მოვედი საყვარელო - გაეღიმა და ბიჭისკენ წამოვიდა, როდესაც თეჰიონი წამოდგა და ფურცელი მაგიდაზე დაახეთქა

- რა მოხდა?- გოგო შეხტა და ფურცლის დანახვისას ერთიანად გაიღიმა- თე-თეჰიონ

- ახლავე- ცინიკურად გაეცინა ბიჭს და კალამი აიღო. საბუთს ბოლომდე ჩაყვა და თავის სახელის გასწვრივ ხელი მოაწერა - გილოცავთ ქალბატონო მინა. თავისუფალი ბრძანდებით. შეგიძლიათ ამ სახლიდან წაბრძანდეთ. - კიბეებს აუყვა და კაბინეტის კარი მოიჯახუნა

- დასრულდა- ამოიბურტყუნა გოგომ და გამომშრალი ტუჩები აილოკა. განადგურებული სახით წავიდა ჯერ კიდევ გაღებული კარისკენ, ხელშ მოკუჭული ფურცლით, და გაუჩინარდა მასში.

ყველაფერი დამთავრდა .......

ალბათ





პირველი ნაწილის დასასრული

______________________

პირველი ნაწილი დასრულდა ბავშვებოოოოოოოოო ^^

თქვენი განცდები და ყველაფერი რაც გულში გაქვს გამიზიარეთ

მადლობა რომ გვერდში მედექით. მეორე ნაწილი იქნება მალე -,- 

მოგეწონათ ?

წინ მეორე ნაწილინ გველის <3 

მიყვარხართ

✔/ My Fictitiously WifeWhere stories live. Discover now