საავადმყოფოში წყვილმა მხოლოდ ორი საათი დაყო. მინა მარჯვენა ხელით ჩაბღაუჭებული იყო თეჰიონის მკლავს და ექიმის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად არ უშვებდა. ხელიც ძლივს შეუხვიეს, კარგად დაათვალიერეს და საგანგაშო რომ ვერაფერი ვერ ნახეს სახლში გაუშვეს, მსუბუქი დამაწყნარებლებით.
თეჰიონმა გოგო ნელა შეიყვანა სახლში და თავიანთ ოთახში ნელა გაიყვანა, ფეხსაცმელები გახადა და საწოლზე დააწვინა
- არ წახვიდე- ლამის ტირილი დაიწყო გოგომ
- არც ვაპირებდი პატარავ- გაუღიმა და მაისური გაიხატა, ფეხსაცმელები მიაყოლა და ნელა მიუწვა გვერდით, პატარა სხეული მიიხუტა და თმაზე დაუწყო ფერება.
მოენატრა .ისე ინერვიულა თვითონაც არ იყო წინა ღამეს გამოძინებული, არც ნაჭამი ჰქონდა. მაგრამ ახლა არაფერი აღარ აწუხებდა. მის მხარზე გდასვენებულ, გოგოს შეხვეულ მაჯას ნელა ეფერებოდა და თან აწყნარებდა. როდესაც გოგოს ჩაეძნა , თეჰიონი ნელა წამოდგა, ტანსაცმელი მთლიანად მოიშორა და ცხელი შხაპის ქვეშ დადგა. ყველაფერი დამთავრდა. ყველაფერი ცუდი მორჩა.
- გაიღვიძე საყვარელო?- ლოყებზე თითები ნელა ჩამოუსვა . თმა უკან გადაუწია და გოგოს მომღიმარ სახეს შეხვდა. მინას შერცხვა. თავი ბიჭის ყელში ჩარგო
- ადექი უნდა ჭამო. ჯერ იბანაო ტუურტყლინო
- არ ვარ ტურტყლიანი- გაეცინა გოგოს
- მიდი მიდი მალე- ხელი კრა თეჰიონმა და საწოლიდან ააგდო,თვითონ კი სამზარეულოში გავიდა
ცოტა ხნის შემდეგ სამზარეულოში მოგუსფუსე ბიჭს სააბაზანოდან ხმაური და მინას ნაზი ხმა მოესმა.
-ჯანდაბა შენ,რა გეტაკა?-ჩაესმა თეჰიონს. ამჯერად რას აფუჭებს?არ შეუძლი მოისვენოს... თავი გააქნია ბიჭმა პომიდვრის ,რომლის დაჭრასაც წუთის წინ მორჩა,წვენით დასვრილი ხელები გადაიბანა და საქბაზანოსკენ დაიძრა. რაც უფრო უახლოვდებოდა სააბაზანოს თეჰიონი მით უფრო იზრდებოდა ხმაური.იქნებ რაიმე რიგზე არაა?გაიფიქრა თეჰიონმა ,ანერვიულებულმა ნაბიჯებს აუჩქარა. სააბაზანოს კარი ღია აღმოჩნდა რაც თეჰიონსაც გაუკვირდა და მხოლოდ საცვლებში გამოწყობილ მინასაც,რომელსაც აშკარად ეგონა რომ კარო დახურა. მინამ თავისი ბიუსჰალტერის ფერი მიიღო,გოგონამ უიმედოდ სცადა კრემისფერი საცვლების დაფარვა ,მაგრამ თეჰიონის მახვილ თვალს აბა რას დაუმალავდა? აი თეჰიონი კი ძალიან გაახალისა თითქმის შიშველი ცოლის ხილვამ,მინას სიმორცხვემ კი მასთან თამაშის ხასიათზე მოიყვანა.
YOU ARE READING
✔/ My Fictitiously Wife
Fanfictionამ ქორწინებას უბრალოდ ფორმალური სახე უნდა ჰქონოდა თუმცა....